“ოცნების” თანამოაზრე სლოვაკი ევროპარლამენტარი საბოდიშოდ მოსკოვში ჩავიდა

სლოვაკი ევროპარლამენტარი ლუბოშ ბლაჰა მოსკოვში ჩავიდა, რათა „ფაშიზმისგან გათავისუფლებისთვის“ მადლობა გადაეხადა და „ბოდიში მოეხადა რუსოფობიისთვის“, რომელიც მისი რწმუნებით დასავლეთში არსებობს. წითელ მოედანზე გადაღებული ვიდეო ბლაჰამ „ტელეგრამში“ გამოაქვეყნა. „რუსეთი ისევ ლამაზია, ისევ ბრძენია და ისევ მოწინავეა. გთხოვთ, შევწყვიტოთ რუსეთის მიმართ სიძულვილი. მოსკოვში ჩამოვედი, როგორც რუსეთის მეგობარი, რადგან ვეღარ ვუყურებ, როგორ იზრდება დასავლეთში რუსოფობია“, — ამბობს ბლაჰა […]
,, ორი ათეული წელია, რაც დათო გამყრელიძე მიზანს ,,მაზავს” – ლაშა ნაცვლიშვილი

,, ორი ათეული წელია, რაც დათო გამყრელიძე მიზანს ,,მაზავს” – ლაშა ნაცვლიშვილი ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,როდესაც დათო გამყრელიძე ლელოს შტაბს ჩაუდგა სათავეში, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ლელო და, ზოგადად, ოპოზიცია, კრახისთვისაა განწირული. ეს იყო ნიშანი – ცხადი და თვალსაჩინო ინდიკატორი. არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც მოწინააღმდეგის გამარჯვების საყურებლად იღწვიან პოლიტიკაში და დათო გამყრელიძე ერთ-ერთი […]
,, ეთნიკურად სომეხი ქართველებიც ხომ მამუკა ხაზარაძის ელექტორატად აქციეს” – გია ხუხაშვილი

,, ეთნიკურად სომეხი ქართველებიც ხომ მამუკა ხაზარაძის ელექტორატად აქციეს” – გია ხუხაშვილი ანალიტოკოსი გია ხუხაშვილი მამუკა ხახარაძის მისამართით აგორებულ კამპანიას ეხმაურება: ,,მამუკა ხაზარაძის “სომხობაზე” ბინძური კამპანიით მორალური ფსკერი მორიგ ჯერზე რომ ჩაანგრიეს ეს ცხადია. მაგრამ ამასთანავე ჩვენი საყვარელი ეთნიკურად სომეხი ქართველებიც ხომ მამუკას ელექტორატად აქციეს, და ეთნიკურად ქართველ ქართველებშიც სოლიდარობის გრძნობა გააჩინეს. ანუ, როგორც ბიძინას […]
ვატიკანის მუზეუმის სტუმრები კვლავ იხილავენ “აპოლონ ბელვედერელის“ ცნობილ მარმარილოს ქანდაკებას

15 ოქტომბერს ვატიკანის მუზეუმმა წარმოადგინა თავისი კოლექციის მარგალიტი, ბერძნული ღმერთის რომაული ქანდაკება – „აპოლონ ბელვედერელი“ – მეორე საუკუნის ქმნილება, რომელიც ხელოვანების და პოეტების თაობებისთვის გახდა შთაგონების წყარო. Reuters-ის თანახმად, რესტავრატორებმა წლების განმავლობაში იმუშავეს, რათა აღმოეფხვრათ ხარვეზები ქანდაკების ქვედა ნაწილში, მუხლის და ფეხის არეალში. მათ ჩალისფერი ქანდაკება ლაზერის სხივის საშუალებით გაწმინდეს და ჩაამაგრეს ნახშირბადის ბოჭკოს საყრდენი, […]
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
Toyota-მ და Lexus-მა გასულ წელს საქართველოში რეკორდული, $253 მილიონის ახალი ავტომობილები გაყიდეს

კავკასიაში Toyota-ს და Lexus-ის წარმომადგენელმა “ტოიოტა კავკასიამ”, რომელიც იაპონური Toyota Corporation-ის შვილობილია 2023 წელი რეკორდული გაყიდვებით დაასრულა – ამის შესახებ კომპანიის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, მთლიანმა გაყიდვებმა 645.1 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 2022 წელთან შედარებით 66%-ით, ანუ 256.7 მილიონი დოლარით მეტი იყო. “ტოიოტა კავკასია” Toyota-ს და Lexus-ის ბრენდების ავტომობილების მიმწოდებელია კავკასიაში, ფინანსური ანგარიშის თანახმად, […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბერს, 11:00-დან 11:40 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში ბაგინეთის, წერეთლის, რუსთაველის, აღმაშენებლის, მირიანის, ფარნავაზის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში კაიშაურები, მთა ვარცლა, გუდაური, იუხო, ჭივილაანები, თანდილაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; […]
თამარ კორძაია – იორმუღანლოში გამარჯვების მტკიცე განწყობა იგრძნობა, ადგილობრივებმა კარგად იციან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის

დღეს სოფელ იორმუღანლოში გვაქვს შეხვედრა, სადაც გამარჯვების მტკიცე განწყობა იგრძნობა. ადგილობრივებმა კარგად იციან, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის , – ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. კორძაიას განცხადებით, საგარეჯოში მოსახლეობა მზად არის საქართველოსთვის იბრძოლონ. “დღეს შეხვედრა გვაქვს სოფელ იორმუღანლოში, სადაც სერიოზული განწყობაა გამარჯვებისკენ, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს […]
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ლიბანში ვიზიტს გეგმავს

„ლიბანში ჩემი გამგზავრება უკვე დაგეგმილია, საგარეო საქმეთა მინისტრი ტაიანი კი მომავალ კვირას ისრაელსა და პალესტინას ეწვევა“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ. იტალიის სენატში სიტყვით გამოსვლისას ჯორჯია მელონის ვიზიტის თარიღი არ დაუკონკრეტებია.
ჩრდილოეთმა კორეამ ააფეთქა სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი გზები

ჩრდილოეთმა კორეამ სამშაბათს ააფეთქა სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი გზებისა და რკინიგზის მონაკვეთები. ამის შესახებ სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა განაცხადა. სეულმა დაგმო ეს ნაბიჯი და ფხენიანი დაადანაშაულა კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ესკალაციის გაგრძელებაში. აფეთქებები ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე მოხდა. აფეთქებების შედეგად სამხრეთ კორეის სამხედროები არ დაშავებულან. მათ სადემარკაციო ხაზის სამხრეთით გამაფრთხილებელი გასროლები გააკეთეს. კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ […]