ალბანეთმა EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო

ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო. როგორც სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, ალბანეთისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი ბლოკი გაიხსნა. ვარჰეის თქმით, ამ დროისთვის ევროკავშირისთვის და ასევე მისი ლიდერებისთვის, გაფართოება სამ მთავარ პრიორიტეტს შორისაა. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებას ვზეიმობთ, რადგან – და ეს შეიძლება ძალიან ტექნიკურად ჟღერდეს ბრიუსელში – […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების ახალ მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაცია – KEK-ს (the High Energy Accelerator Research Organization) შორის ურთიერთგაგების ახალი, მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც უნივერსიტეტის სამეცნიერო კოლაბორაციას KEK-თან, იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კვლევების კომპლექს J-PARC-თან (Japan Proton Accelerator Research Complex), ასევე, იაპონიის ერთ-ერთ წამყვან, SOKENDAI-ის უნივერსიტეტთან არა მხოლოდ გააღრმავებს, არამედ, ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ამის შესახებ […]

პრემიერი – ზუგდიდში, 1 700 დევნილი ოჯახისთვის 7 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 1700 ბინის მშენებლობა დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან და კომპანია „ანაგის” გენერალურ დირექტორთან, ირაკლი გოგოლიშვილთან ერთად, მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უკვე ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო ბინები სხვადასხვა ლოკაციაზე და პროექტი […]

U21. ჩრდილოეთ მაკედონიასთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: ხარატიშვილი, აზაროვი, უგრეხელიძე, ხვადაგიანი, მაისურაძე, გაგნიძე, ო. მამაგეიშვილი, ლომინაძე, აბუაშვილი, ოდიშარია, კვერნაძე. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს და პლეი-ოფში გავა. მატჩი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

კობახიძე გერმანიის ელჩს: დამარცხდება ყველა, ვინც გულშემატკივრობს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 15 ოქტომბერს ზუგდიდიდან გამოეხმაურა გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს. კობახიძემ ელჩს მიმართა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდება ყველა, ქართველი თუ უცხოელი, ვინც გულშემატკივრობს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“. „მინდა მას [ფიშერს] ვუთხრა, რომ 26 ოქტომბერს კახა კალაძე მთელ გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ მოიგებს მორიგ ჩემპიონთა ლიგას და დამარცხდება, რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, […]

სოფელ ჩარდახთან 1.65 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში

აგვისტოდან, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩარდახთან მზის ელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის, Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელმა, თორნიკე დარჯანიამ bm.ge-ს განუცხადა, სადგურის დადგმული სიმძლავრე 1.65 მეგავატია. „ამ მომენტისთვის, ეს ჩვენს პროექტებში მიწაზე დადგმული ყველაზე დიდი მზის სადგურია. წლიური გამომუშავება 2.4 მლნ კვტ/სთ იქნება“, – აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ. ამასთან, სექტემბერში ხონის მუნიციპალიტეტში 500 კვტ. სიმძლავრის სადგური […]

„ყველაფერი თავის დროზე იქნება“ — კობახიძე საოკუპაციო ხაზთან ჩაუსვლელობაზე

„ყველაფერი მაინტერესებს და ყველაფერი თავის დროზე იქნება“, — ასე უპასუხა ზუგდიდში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, თუ რატომ არ მიდის რამდენიმე კილომეტრში მდებარე ენგურის ხიდთან და რატომ არ აინტერესებს საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება. კობახიძეს ასევე თქვა, რომ ძალაშია ბიძინა ივანიშვილის გზავნილი ბოდიშის მოხდაზე. „ბოდიშის თემას რაც შეეხება, ჩვენ თუ გვინდა მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის […]

ირაკლი კობახიძე – თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა” არ გამოცხადდება არაკონსტიტუციურად, ისე პოლარიზაციის პრობლემა საქართველოში არასდროს მოგვარდება – რაც შეეხება ამომრჩეველს, ჩემთვის წარმოუდგენელია მათი გასამართლება

პარტიების გასამართლება არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოში დასრულდეს ეს ჩაკეტილი წრე, რასაც ჰქვია ე.წ. პოლარიზაცია, რადიკალიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის თქმით, თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა” არ გამოცხადდება არაკონსტიტუციურად, საქართველოში პოლარიზაციის პრობლემა არასდროს მოგვარდება. „ეს პოლიტიკური ძალა, ეს პოლიტიკური პარტიების ერთობლიობა მუდმივად იქნება დაბრკოლება ქართული დემოკრატიის განვითარების და ჩვენი […]

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა განათლების სისტემის დეპოლიტიზების შესახებ მანიფესტს მოაწერეს ხელი

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა განათლების სისტემის დეპოლიტიზების შესახებ მანიფესტს მოაწერეს ხელი. ასევე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შეხვედრა გამართეს საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლებთან. მანიფესტის ტექსტში ხაზგასმულია, რომ ათწლეულებია, განათლების სისტემის თვისებრივი გაუმჯობესება არ მომხდარა. გარდა ამისა, მითითებულია, რომ მოსწავლეთა აკადემიური შედეგები ჩამორჩება სასურველ მაჩვენებლებს, შეზღუდულია თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და რესურსებზე ხელმისაწვდომობა, არ არის უზრუნველყოფილი […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის XXIV მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია – „იტალიური ენა და წიგნი – სამყარო აბზაცებს შორის“, გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის XXIV მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო პროექტის – „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე „დანტეს კაბინეტის“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტებისთვის იტალიური ენის ინტერდისციპლინური სწავლების შეთავაზება“, პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება, იტალიური ენის XXIV კვირეულისა და პროექტის პარტნიორი ინსტიტუციის ხელმძღვანელის სტატუსით ესწრებოდა იტალიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, […]