„სტაბილურობა და პროგნოზირებადი გარემო პენსიების მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას მოგვცემს“ – ლევან დავითაშვილი

„თუ ქვეყანაში გვექნება სტაბილურობა და მშვიდობა, და ისეთი არჩევანი, რომელიც სტაბილურობას და გრძელვადიან პერიოდში პროგნოზირებად გარემოს უზრუნველყოფს, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მათ შორის პენსიები გავზარდოთ, მეტიც, ამბიციურადაც გავზარდოთ“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ლევან დავითაშვილი დღეს იმერეთის რეგიონში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, თერჯოლასა და […]

„ბევრი მაგალითია, რომ საქართველოში ჩამოსული ინვესტორი, სასამართლოს გაუმართაობის „მსხვერპლი“ ხდება“ – აკაკი ჩარგეიშვილი

2024 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში ბიზნესი ხელის შემშლელ ფაქტორებად სასამართლო და ადმინისტრაციულ საკითხებს ასახელებს. ასეთია, BAG-ის კვლევის შედეგი, რომლის ფარგლებშიც საანგარიშო პერიოდში რამდენიმე ასეული კომპანია გამოიკითხა. კერძოდ, კვლევის მიხედვით, სასამართლო ბარიერებზე საუბრისას გამოკითხულთა 40% პრობლემურად მიჩნევს სასამართლოს სისტემას, 55% ადმინისტრაციულ საკითხებს, 75% კი მარეგულირებელ სისტემას. საქართველოში რომ სასამართლოს პრობლემები აქვს, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილიც ადასტურებს. როგორც […]

“ყველაფერი თავის დროზე იქნება” – კობახიძე კითხვაზე, რატომ არაა ნამყოფი ენგურის ხიდზე

“ყველაფერი თავის დროზე იქნება” – ასე პასუხობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ არის ნამყოფი ენგურის ხიდზე და აპირებს თუ არა საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას. კითხვაზე, “რატომ არ აინტერესებს საოკუპაციო ხაზთან შექმნილი რეალური ვითარების სიმძიმე”, კობახიძე პასუხობს: “აუცილებლად, აუცილებლად ვესტუმრები. ყველაფერი მაინტერესებს და ყველაფერი თავის დროზე იქნება”, – თქვა მან.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია – არ ვადასტურებთ, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. ამასთან, პრესსამსახური არ ადასტურებს, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია. „პრეზიდენტი დღეს შეხვდა ნიკა გილაურს. არ ვადასტურებთ, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე – თუ გვინდა მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გზა ამ ყველაფრისკენ გადის ურთიერთშერიგებაზე და ურთიერთშერიგება არ არსებობს ურთიერთპატიების გარეშე

თუ გვინდა ურთიერთშერიგება, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, გზა გადის ამ ყველაფრისკენ ურთიერთშერიგებაზე და ურთიერთშერიგება არ არსებობს ურთიერთპატიების გარეშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხდება ურთიერთპატიების გარეშე და გაჟღერებული გზავნილი ძალაშია. „როდესაც საუბრობთ ბიძინა ივანიშვილზე, მინდა გავიხსენო, რომ რუხის რესპუბლიკური […]

თბილისში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების პირველი ეროვნული ფორუმი გაიმართა

13-14 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით თბილისში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების პირველი ეროვნული ფორუმი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ, ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებას 31 მუნიციპალიტეტიდან 200-ზე მეტი ახალგაზრდა ესწრებოდა. “ღონისძიებაზე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა […]

საქართველო კვალიფიკაციების ჩარჩოს ექსპერტთა თემატური სამუშაო ჯგუფის თანათავჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

ბოლონიის პროცესის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) გადაწყვეტილებით, საქართველო ბოლონიის პროცესის კვალიფიკაციების ექსპერტთა თემატური სამუშაო ჯგუფის (TPG A on QF) თანათავმჯდომარედ, ლატვიასთან და საფრანგეთთან ერთად, მეორე ვადით აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. “2024 წლის სექტემბერში უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში გამართულ სხდომაზე ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფმა ( BFUG) მიიღო ბოლონიის პროცესის განახლებული სამუშაო სტრუქტურა, რომელიც […]

დავით შერაზადიშვილი – დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად ავირჩევთ მშვიდობას და განვაგრძობთ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის რაიონის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლების: ხახალაჯვარის, ჭრეშისა და დარბაზის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორამციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორამციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე, ამასთანავე, მოსახლეობას კიდევ ერთხელ განუმარტა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა […]

მაია ბითაძემ კლიმატის კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე კლიმატის კანონპროექტთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის დეპარტამენტის უფროსსა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა შეეხებოდა კლიმატის კანონპროექტს, რომელზეც კომიტეტი აქტიურად მუშაობს. კანონპროექტის მომზადების ფარგლებში უკვე გაიმართა საკონსულტაციო დოკუმენტების პრეზენტაცია, ამ ეტაპზე […]

დაკვეთილ საქმეშიც აღიარებს ოპოზიცია რომ მას აღიზიანებს ქართულ სახელმწიფოში მშვიდობა და არა ომს სურს შეცვალოს სიტყვებით – კი ომს!

„კიდევ ერთი დასტური იმისა რომ ოპოზიცია პლინტუს ქვემოთაა. მათ მიერ განხორციელებული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, ხატია დეკანოიძის და გიგი უგულავას მიერ „ქართული ოცნების“ იმ ბანერების განზრახ დაზიანებას, სადაც „არა ომს!-აირჩიე მშვიდობა“ აწერია. ექსპერტის შეფასებით, მათ მიერ პოლიტიკური ზიზღით ხდება მმართველი გუნდის ბანერების დაზიანება. განსაკუთრებული მიუღებლობა მათ სიტყვების- […]