ნატოს რუსეთის მუქარის არ ეშინია – მარკ რუტე

“ნატო არ დაფრთხება რუსეთის მუქარით, არამედ გააგრძელებს კიევის მტკიცე მხარდაჭერას”, – განაცხადა 14 ოქტომბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ. ის გერმანიის ქალაქ ვისბადენში ალიანსის უკრაინის დახმარების მისიას ესტუმრა, რომელმაც თანდათან უნდა გადაიბაროს დასავლეთის სამხედრო დახმარების კოორდინაცია. „გზავნილი [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის] ის გახლავთ, რომ ჩვენ საქმეს გავაგრძელებთ და გავაკეთებთ ყველაფერ იმას, რაც საჭიროა იმაში დასარწმუნებლად, […]
“საქართველოს მთავრობა ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს” – ევროკავშირის საბჭომ საქართველოზე იმსჯელა

15 ოქტომბერს ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს, ამის შესახებ იუწყება უნგრეთის ევროპის საქმეთა მინისტრი იანოს ბოკა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იანოს ბოკამ განაცხადა, რომ სხდომის მიმდინარეობისას საქართველოს საკითხი გერმანიამ წამოჭრა. “ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას რეგიონის სტაბილურობისა და დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ”. უნგრეთის ევროპის საქმეთა მინისტრი დასძენს, რომ ევროპული საბჭოს მომდევნო […]
აშშ ისრაელს აძლევს 30 დღეს ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების გამოსასწორებლად – აფრთხილებს სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით

Reuters-ი ავრცელებს ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის განცხადების თაობაზე, რომელიც ეხება ისრაელს: ისრაელმა სასწრაფოდ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული სიტუაცია გამოსწორდეს, რათა თავიდან აიცილოს სამართლებრივი მოქმედება აშშ-ის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ იტყობინებოდა აშშ-ის გამოცემა Axios-ი 15 ოქტომბერს. „ამ წერილით გამოვხატავთ აშშ-ის მთავრობის ღრმა შეშფოთებას ღაზაში ჰუმანიტარული […]
პრემიერ-მინისტრმა რუხის კლინიკაში ახალი სამედიცინო აღჭურვილობა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მთავრობის მეთაურმა კლინიკაში ახალი სამედიცინო აღჭურვილობა დაათვალიერა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი იქნა შეძენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საავადმყოფო კიდევ უფრო მეტად აღიჭურვოს რესურსებით. „ეს […]
უშვილობის “პროპაგანდა” რუსეთში შეიძლება დასჯადი გახდეს

რუსეთმა შესაძლოა გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად კიდევ ერთი კანონი მიიღოს და აკრძალოს ე.წ “ნებაყოფლობითი უშვილობის პროპაგანდა”. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისის რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს. საკანონმდებლო ინიციატივა კრძალავს შვილის გაჩენის, როგორც ადამიანის არჩევანის საკითხზე საუბარს, უწოდებს მას რა “პროპაგანდას”, ინტერნეტში, მედიაში, კინოში და რეკლამაში. ბიბისის მიხედვით დუმაში ეს ინიციატივა “ედინაია რასიას” დეპუტატებმა წარადგინეს და ეს ბოლო ორ წელიწადში […]
სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ელჩის თანამდებობას სეზონის ბოლოს დატოვებს

ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი სპორტული ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, სეზონის დასრულების შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონი ელჩის თანამდებობას დატოვებს. ლეგენდარულმა შოტლანდიელმა სპეციალისტმა ინგლისური კლუბის ელჩის პოსტი 2013 წელს მიიღო. სწორედ ამ წელს დასრულდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ მისი 26-წლიანი სამწვრთნელო საქმიანობა. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ 25-პროცენტიანი წილს მფლობელი რამდენიმე თვის წინ კომპანია „ინეოსი“ გახდა, რომელიც ასევე პასუხისმგებელია კლუბის […]
რუსეთის მორიგი საჰაერო შეტევის სამიზნე მიკოლაივია

უკრაინაში, მიკოლაივის რეგიონის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სამშაბათს, 15 ოქტომბერს, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. მიკოლაივის გუბერნატორმა ვიტალი კიმმა “ტელეგრამზე” დაწერა, რომ თავდასხმამ დააზიანა ინფრასტრუქტურული ობიექტი, რესტორანი და სავაჭრო ადგილები, ასევე საცხოვრებელი კორპუსები. უკრაინელმა სამხედროებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ რუსეთის თავდასხმები ღამით განხორციელდა. საჰაერო თავდასხმისას რუსებმა 9 რაკეტა და […]
ჩინეთსა და რუსეთს შორის თავდაცვითი კავშირები ფართოვდება

რუსეთი და ჩინეთი აზიაში ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის ზრდას ეწინააღმდეგებიან და ერთობლივი თავდაცვისა და სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაზე საუბრობენ. პეკინსა და მოსკოვს შორის „უსაზღვრო თანამშრომლობის” ფარგლებში კიდევ ერთი მაღალი დონის შეხვედრა შედგა, სადაც მხარეებმა თავდაცვისაა და სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს. ჩინეთში გამართულ შეხვედრაზე კრემლის ინტერესებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუსოვი წარმოადგენდა, პეკინისას კი – ჩინეთის ცენტრალური […]
ჩრდილოეთის ციალის იშვიათი სტუმრობა სამხრეთში – ფოტორეპორტაჟი

თვალწარმტაცი სანახაობა, სახელად ჩრდილოეთის ციალი (ავრორა ბორეალისი), გასულ კვირას არამარტო ჩრდილოეთ, არამედ სამხრეთ ნახევარსფეროს ზოგ ქვეყანაშიც დაინახეს. მზის ზედაპირზე მომხდარმა გიგანტურმა ამოფრქვევებმა დედამიწის ორბიტის მაგნიტურ ველებთან შეხებისას, ცის სხვადასხვაფრად განათება გამოიწვია.
,, სამომავლო გეგმები რა გაქვთ შვილმომავლისთვის? დათვი და ბაბაია?” – იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი: ,,იცით როგორ მიკვირს თუ როგორ ცხოვრობს ეს ხალხი ასე მშვიდად ბიძინისტანში? სამომავლო გეგმები რა გაქვთ შვილმომავლისთვის? დათვი და ბაბაია? ბევრ ფულს იშოვი და ბიძინისტანშიც შეიძლება კაი ცხოვრებაო? ევროგაერთიანება გვაჭმევსო და დაგვიცავსო? ერთიმეორეს გავყვლეფთ – ერთნი ვითომგანათლების სისტემის კარუსელებით, მეორენი ვითომჯანდაცვის სისტემის კარუსელებით სხვები სხვა მაქინაციებით და ყველანი კი ბოლობოლო ვალების […]