GCCA-ის და UN WOMEN-ის ორგანიზებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე რეგიონში მცხოვრებ ქალბატონებთან შეხვედრები გაიმართა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერების და ინფორმირებულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ერთობლივი ორგანიზებით, ქუთაისში, ზუგდიდში და ახმეტაში მცხოვრებ ქალბატონებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა – ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. „შეხვედრები კითხვა-პასუხის, დიალოგის ფორმატში გაიმართა, სადაც GCCA-ის წარმომადგენელმა, პრაქტიკულ […]
არ გაუზიაროთ პერსონალური ან საბანკო ინფორმაცია ყალბ გვერდებს – McDonald’s Georgia მოქალაქეებს მიმართავს

კომპანია McDonald’s Georgia ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყალბი Facebook გვერდები მაკდონალდს საქართველოს სახელით ავრცელებენ შეთავაზებებს და ითხოვენ პერსონალური ან საბანკო ინფორმაციის გაგზავნას. კომპანია მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. „ყალბი Facebook გვერდები მაკდონალდს საქართველოს სახელით ავრცელებენ შეთავაზებებს და ითხოვენ პერსონალური ან საბანკო ინფორმაციის გაგზავნას. გთხოვთ, არ გაუზიაროთ თქვენი პერსონალური ან საბანკო ინფორმაცია ასეთ გვერდებს. ჩვენი გუნდი აქტიურად […]
Global Finance-მა საქართველოს ბანკი მსოფლიოსა და რეგიონში საუკეთესოდ 9 მიმართულებით დაასახელა

Global Finance-მა საქართველოს ბანკი გამარჯვებულად 9 გლობალურ და რეგიონულ კატეგორიაში დაასახელა. მათ შორის, საქართველოს ბანკი დასახელდა საუკეთესო ციფრულ და საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად მსოფლიოში. კატეგორიების გამარჯვებულები ჟიურიმ ფინანსური ინსტიტუტების მიერ შექმნილი ციფრული პროდუქტების, შეთავაზებების, მოზიდული მომხმარებლების რაოდენობის, განხორციელებული ციფრული ინიციატივებისა და მიღებული შედეგების მიხედვით გამოავლინა. მსოფლიო:
რუსეთს საქართველოდან ელექტროენერგიის მიღების იმედი აქვს ავარიულ სიტუაციებში

რუსული კომპანია „ინტერ რაოს“ გამგეობის წევრმა ალექსანდრა პანინამ რუსულ სატარიფო კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოსა და აზერბაიჯანს მიმართა საგანგებო სიტუაციებში ელექროენერგიის მიწოდების თხოვნით. საუბარია თითოეული ქვეყნიდან 300 მგვტ ელეტროენერგიის მიწოდებაზე. იუწყება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასსი. „დიახ, ჩვენ მივმართეთ ორ ქვეყანას აზერბაიჯანს და ვთხოვეთ შესაძლო მოწოდება საქართველოს, ჩვენ განვიხილავთ იმპორტის შესაძლებლობას და ჩვენ ვითხოვეთ ორი […]
ისრაელმა დაბომბა ბეირუთის გარეუბანი მას მერე, რაც აშშ საჰაერო დარტყმების მასშტაბების წინააღმდეგ გამოვიდა

ისრაელის ავიაციამ 16 ოქტომბერს, დილით, იერიში მიიტანა ლიბანის დედაქალაქის სამხრეთ ნაწილზე, აცნობეს სააგენტო Reuters-ს თვითმხილველებმა. თავდასხმა მოხდა რამდენიმე საათში მას მერე, რაც აშშ-მა გამოაცხადა, რომ წინააღმდეგია ისრაელის მხრიდან ბეირუთზე ამ მასშტაბის დარტყმებისა, დაღუპულთა რაოდენობის ზრდის და ირანის ჩართვით დაძაბულობის გაფართოების საშიშროების ფონზე. Reuters-ის მოწმეებმა გაიგონეს აფეთქების ხმა და დაინახეს ამომავალი კვამლი. თავდასხმა მოხდა მას მერე, […]
ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობა შეუჩერდა

ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) საქართველოს წევრობა შეუჩერდა. ინფორმაცია ფორმულას მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით დღეს მიიღეს. ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership – OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით 8 ქვეყნის მთავრობის მიერ 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაფუძნდა. საქართველო OGP-ის წევრი 2012 წელს გახდა. OGP 75 […]
მთავარი არხი: ქურდაძის ბრალდებები მაუწყებლობის შეწყვეტას ისახავს მიზანს

ტელეკომპანია მთავარი არხი რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას დეზინფორმაციას უწოდებს. რუსთავი 2 ამტკიცებს, რომ მთავარ არხში უკანონო საფინანსო ტრანზაქციები ხორციელდება. მთავარ არხში აღნიშნავენ, რომ არხის ერთ-ერთი დამფუძნებლი მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის ბრალდებები ხელოვნური პრობლემების შექმნასა და მაუწყებლობის შეწყვეტას ემსახურება. “სამწუხაროდ, არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის გამოგონილი […]
TI: 2025-ში მთავრობა დასავლეთიდან ₾60 მლნ გრანტს მიიღებს, რაც ბოლო 20 წელში მინიმალურია

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მომავალი წლის ბიუჯეტის მოკლე ანალიზს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ 2025 წელს მთავრობა დასავლეთის ქვეყნებიდან მხოლოდ 60 მილიონი ლარს გრანტს მიიღებს, რაც ბოლო 20 წლის მინიმალური მაჩვენებელია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2024 წელთან შედარებით გრანტები 2.5-ჯერ შემცირდა. ძირითადი მიგნებები · 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2.3 მლრდ ლარით გაიზრდება […]
ალექსანდრ სირსკი – ბრიტანეთი მუშაობს საკუთარ წინადადებებზე უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ განსახორციელებლად

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სარდალთან, ენტონი რადაკინთან საუბრისას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ღრმა დარტყმების შესაძლებლობა და „გამარჯვების გეგმის“ განხორციელება განიხილა. შეხვედრის შემდეგ სირსკიმ განაცხადა, რომ საუბრისას ცალ-ცალკე განიხილეს რუსულ სამხედრო ობიექტებზე ოპერატიულ და სტრატეგიულ სიღრმეში დარტყმის შესაძლებლობები. „ახლა ბრიტანული მხარე მუშაობს საკუთარ წინადადებებზე, „გამარჯვების გეგმის“ პრაქტიკული განხორციელების ფარგლებში“, – აღნიშნა სირსკიმ. […]
გიორგი ვაშაძე – ყველგან რომ მონოპოლიაა და ფასების კარტელი აქვთ ჩამოყალიბებული, ამის მაგალითია გურიაც – 26 ოქტომბერს იმარჯვებს ხალხი და მარცხდება ის უბედურება, რაც ქვეყანაშია

მთელ საქართველოში დავდივართ და სრული კონსენსუსია, რომ საქართველო იშორებს „ქართულ ოცნებას“, იშორებს ივანიშვილს და მივდივართ სწრაფად ევროპისკენ, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ლანჩხუთში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს „ოცნების” მავნებლურ დაჯგუფებასთან ურთიერთობას საბოლოოდ გაწყვეტს. „კარგი ინფორმაციით მინდა დავიწყო, მთელ საქართველოში დავდივართ და სრული კონსენსუსია, რომ საქართველო იშორებს […]