საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა წალკის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, ღონისძიება გაიმართა შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის -„სამეცნიერო-კვლევითი კლუბის უმცროსი მეცნიერები მთის მდგრადი განვითარებისათვის“, ფარგლებში. „ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ადმინისტრაციული და სხვა სასწავლო კორპუსები. ეწვივნენ ცენტრალურ ბიბლიოთეკას, […]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და მთავრობებისგან მისაღები გრანტები 91 მლნ ლარით მცირდება – 2025 წელს მთავრობა 3.6 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ „2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს ეხმაურება და აფასებს. ორგანიზაციის განმარტებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და მთავრობებისგან მისაღები გრანტები 91 მლნ ლარით მცირდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობითვე, ყველაზე დიდი კლება ევროკავშირის მიერ გამოყოფილ გრანტებშია. 2025 წელს საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან 15 მლნ ლარის გრანტს მიიღებს, რაც 2024 წლის […]

თურქეთში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

აღმოსავლეთ თურქეთში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრა დილით 10:46 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ მალათიიდან 40 კილომეტრში მდებარე კალეს რაიონი იყო. ამასთან, სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, მიწისძვრის ბიძგები ჰასაქის, დეირ-ელ-ზორისა და ალეპოს პროვინციებშიც იგრძნობოდა. […]

სოფელ ჩარდახთან 1.65 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

აგვისტოდან, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩარდახთან მზის ელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის, Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელმა, თორნიკე დარჯანიამ bm.ge-ს განუცხადა, სადგურის დადგმული სიმძლავრე 1.65 მეგავატია. „ამ მომენტისთვის, ეს ჩვენს პროექტებში მიწაზე დადგმული ყველაზე დიდი მზის სადგურია. წლიური გამომუშავება 2.4 მლნ კვტ/სთ იქნება“, – აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ. ამასთან, სექტემბერში ხონის მუნიციპალიტეტში 500 კვტ. სიმძლავრის სადგური […]

კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, გვინდა ევროპის ქვეყნების სამეულში მოვხვდეთ – ირაკლი კობახიძე

სინამდვილეში, კორუფცია თუ სადმეა, ეს არის „ენჯეოების“ სექტორი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მათ არ სურთ საკუთარი ფინანსების გასაჯაროება, არის ის, რომ არის აღვირახსნილი კორუფცია „ენჯეოების“ სექტორში, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს აქვს ამბიციური მიზანი – მოხვდეს ევროპის ქვეყნების სამეულში, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. „რაც შეეხება მთავრობის საქმიანობას, პირადად მე არაერთი […]

პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში თხილის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად ზუგდიდში თხილის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საწარმოს სრული ინვესტიცია 31 766 000 ლარია, რომლიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტის წილი 11 500 000 ლარი, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 3 481 000 ლარია. შპს „აი ჯი აგროს“ თხილის პლანტაციებში 19,110,000 ლარი […]

კასრების კადრები უნდა ეჩვენებინათ არა მარტო ქართველებისთვის, არამედ მსოფლიოსთვის და ნახავდა ყველა, თუ ვის უჭერს მხარს დღეს დასავლეთი

„სააკაშვილის ხელისუფლებას რომ ხალხს დაუსვამ და მერე კიდე იბრძოლებ იგივე პოლიტიკური გუნდის დასაბრუნებლად, ეს არათუ პარტნიორობა, არამედ მტრობაა ჩვენი ქვეყნის.“- წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, რომელთაც ნაცმოძრაობის რეჟიმის სისასტიკის ამსახველი კადრები ნანახი აქვთ, დღეს ისევ იმ რეჟიმის მხარეს დგანან, რადგან ისინი არ გასამართლებულან. […]

გიორგი კალანდარიშვილი – ცესკო სრულ ღიაობას აცხადებს, ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის მიზნით – პასუხი გაცემულია ყველა მანიპულაციასა თუ სპეკულაციასთან მიმართებაში, რომელიც გასულ წლებში ცესკოსთან მიმართებით არსებობდა

სამართლიანობის და თავისუფალი არჩევნების ერთ-ერთი წინაპირობა გამჭვირვალე, საჯარო საქმიანობა გახლავთ და ამ მიმართულებით ინსტიტუცია უკვე მრავალი წელია სრულ ღიაობას აცხადებს არამხოლოდ აქტივობებთან ხელმისაწვდომობის მიმართულებით, არამედ ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას. მისი თქმით, აღნიშნული გამოხატულია შესაბამისი სამუშაო პლატფორმების […]

გიორგი პერტაიამ მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) გენერალური საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, როგორც მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) გენერალური საბჭოს არჩეულმა წევრმა, სტამბულში, მსოფლიო პალატების ფედერაციის გენერალური საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს სავაჭრო პალატის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), ასევე მსოფლიო პალატების ფედერაციის მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო საქმიანობები, ამასთან ICC-ის წევრ სავაჭრო პალატებთან დაგეგმილი ინიციატივები. „ასევე, WCF-ს გენერალური […]

სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 1.1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 1.1%-ით შემცირდა საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.39 მილიონი დოლარი და 767.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით, ანუ 3.0 მილიონი დოლარით ნაკლებია 2023 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.8% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების […]