კობახიძე ამბობს, რომ სუსი „ყალბი ჩანაწერების“ გამავრცელებლებში პოლიტიკურ ძალებს გულისხმობდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არჩევნების წინ „ყალბი ჩანაწერების“ გამავრცელებლებში პოლიტიკურ ძალებს გულისხმობდა. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს სუსს მადლობა გადაუხადა. „პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ. საქმე ეხება როგორც ქვეყნის გარედან მოქმედ ძალებს, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებს. იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები, თუმცა, მე მგონია, […]
ირაკლი კობახიძე სუს-ის ინფორმაციაზე – იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები, თუმცა ასეთ აქტებს არჩევნებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება – კარგია, რომ სახელმწიფო უწყებები ფხიზლად არიან

ირაკლი კობახიძე სუს-ის ინფორმაციაზე – იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები, თუმცა ასეთ აქტებს არჩევნებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება – კარგია, რომ სახელმწიფო უწყებები ფხიზლად არიან განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა, – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სუსი-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სუს-მა […]
ირაკლი კობახიძე – ჩვენ ამ არჩევნებზე მილიონზე მეტი ხმის მიღებას ვაპირებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ამ არჩევნებზე მილიონზე მეტი ხმის მიღებას ვაპირებთ საჯარო მოხელეების რესურსი და არც მათი ოჯახები არჩევნების მოგებას არ ეყოფა – დარწმუნდებით, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, „არის თუ არა საჯარო მოხელეების რესურსი ის, რისი იმედიც […]
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ National Geographic Traveller-ის, ITV-ის, Red magazine-ისა და სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებს უმასპინძლა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გურჯაანის „ღვინის ფესტივალს“ ღვინის თემატიკაზე მომუშავე ბრიტანული და ლიეტუვური მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. „National Geographic Traveller-ის, ITV-ის, Red magazine-ისა და სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტები, ბლოგერები და ღვინის ექსპერტები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმყოფებოდნენ. მედიის წარმომადგენლებს გურჯაანის ფესტივალზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვდა, ადმინისტრაციის […]
რუსეთი შესაძლოა ნავთობის ბაზარზე მთავარი პარტნიორის გარეშე დარჩეს – საუდის არაბეთის პრინცის მუქარა პუტინს

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის მთავარ მოკავშირედ ნავთობის ბაზარზე საუდის არაბეთი გახდა. რადგან ის კრემლის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია 2022 წელს საუდის არაბეთს არწმუნებდა, რომ გაეზარდა წარმოება და რუსული სანქცირებული ნავთობი ჩაენაცვლებინა. თუმცა პრინცი ბინ სალმანი პუტინთან ალიანსის ერთგული დარჩა და პირიქით, დღეში 2 მილიონი ბარელით შეამცირა მარაგი. ასე გახდა საუდის […]
დიდ დიღომში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა დასრულდა

დიდ დიღომში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა და აღჭურვა დასრულებულია, მოქალაქეთა მისაღებად უკვე მზადაა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ცენტრი ყოველთვიურად, 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება. „ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება დედაქალაქში. ამ მიმართულებით, ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა ყველა რაიონში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა, […]
ლევან ცუცქირიძე – სუს-ი მთავრობის სამსახურიდან უნდა დაბრუნდეს სახელმწიფოს სამსახურში – ივანიშვილის პარტიამ მიისაკუთრა ინსტიტუტები და არჩევნებზე ისინი სახელმწიფოს სამსახურში უნდა დავაბრუნოთ

სუს-იც და სახელმწიფოს სხვა ორგანოებიც რეალური საფრთხეების განეიტრალებაზე უნდა მუშაობდნენ და არ დასდევდნენ ოპოზიციას, სამოქალაქო აქტივისტებს, ჟურნალისტებს – მათი საქმე არის არა მთავრობისა და მმართველი პარტიის უსაფრთხოება, არამედ სახელმწიფოს უსაფრთხოება და ამაზე უნდა იზრუნონ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ სუს-ის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილის პარტიამ მათ შორის, […]
ნათია მეზვრიშვილი – სუს-ი ივანიშვილის პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა და არჩევნებამდე სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას, რათა მოსახლეობაში შიში დანერგოს – ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან ეს ფილმი 2012 წელს ნანახი გვაქვს

ეს ყველაფერი მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ, – ასე შეაფასა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა სუს-ის განცხადება. მეზვრიშვილის თქმით, ასეთი დაშინების ინსტრუმენტები არჩევნებამდე მრავლად იქნება, მაგრამ საზოგადოება არ უნდა შეშინდეს. „სამწუხაროდ, სუს-ი უსაფრთხოების დაცვისა და კორუფციის გამოძიების უწყება აღარ არის დიდი ხანია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ეს უწყება ივანიშვილის მორიგ პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა, „იმედთან“ და […]
იუსტიციის სახლის მიმდებარედ მომხდარ ავარიას სატვირთო მანქანის მძღოლი ემსხვერპლა

მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი პირი, სატვირთო მანქანის მძღოლი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა ხეს შეეჯახა და შემთხვევა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ლევან ცუცქირიძე – „ქართული ოცნება“ ბევრს საუბრობს მშვიდობაზე, მაგრამ მშვიდობა ვერასდროს გვექნება, თუკი სუსტი, იზოლირებული და მეგობრების გარეშე ვიქნებით

[ქვეყნის] ნამდვილი მშვიდობა არის უსაფრთხოება, თავდაცვა, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ჯარი და ძლიერი საქართველო – ამას ბიძინა ივანიშვილის პარტიასთან ერთად საქართველო ვერ შეძლებს, ამიტომ, 26-ში ისინი უნდა წავიდნენ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ცუცქირიძის თქმით, დღეს საქართველოს ურთიერთობები ევროპულ სახელმწიფოებთან „კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე გადავიდა“. „მინდა იმ საგარეო […]