უკრაინამ რუსეთის დრონები ჩამოყარა 14 ოლქის თავზე

რუსეთმა 16 ოქტომბრის დილას 136 დრონის და ორი მართვადი რაკეტის საშუალებით მიიტანა იერიში უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების თანახმად, მათი უმეტესობა ნეიტრალიზებულია. ცნობა გავრცელდა Telegram-ის საშუალებით. 51 დრონი ჩამოაგდეს სუმის, ჩერკასკის, კიროვოგრადის, ტერნოპოლის, ხერსონის, ხარკოვის, ჟიტომირის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, კიევის, პოლტავის, ჩერნიგოვისა და ჩერნოვიცკის ოლქებში, იტყობინება უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები. მისი ცნობით, კიდევ 60 რუსული დრონი […]

საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP) წევრობა შეუჩერდა

საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP) წევრობა შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ წევრობის შეჩერების შესახებ ცნობა მთავრობამ დღეს, 16 ოქტომბერს მიიღო. ცნობისთვის, „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (Open Government Partnership – OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით, 8 ქვეყნის მთავრობის მიერ 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში […]

რუსთავში „ქართული დღეები” ტარდება

რუსთავის მერიის ორგანიზებით, ,,ქართული დღეების” ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდება. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მთავარი მოედანი, ქართული ფოლკლორის საღამოებს 24 ოქტომბრამდე დაეთმობა. პროექტის ფარგლებში, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერის გახსნაც იგეგმება, რომლის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება. როგორც რუსთავის მერიის კულტურული პროექტების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხატია ფოცხვერაშვილმა განაცხადა, ,,ქართული დღეების” ფარგლებში ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერში, რომლის რეაბილიტაცია […]

თეონა აქუბარდია – კითხვებზე პასუხგაუცემლობით, კიდევ ერთხელ დასტურდება, თუ რამხელა საფრთხეს უქმნის ივანიშვილის „ოცნება“ ქვეყნის ნამდვილ სუვერენიტეტს და როგორი ყალბია მისი ბუნდოვანი დაპირება ქვეყნის გამთლიანებასთან დაკავშირებით

ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილმა კვლავ დააბრალა საკუთარ ქვეყანას რუსეთთან ომის დაწყება, ხოლო ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებელი სეპარატისტებისთვის ცალმხრივი სამარცხვინო ბოდიშის შემდეგ, კვლავ მოითხოვა ქვეყნის ილუზორული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა, ისე, რომ კვლავ არ ხსნის, თუ როგორ და რა გზით აერთიანებს ქვეყანას დასავლეთისგან იზოლაციის ფონზე, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ დღევანდელ ბრიფინგზე […]

თინა ბოკუჩავა – 12 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო მთავარი ძალა, რომელიც ასხივებდა ცვლილებას – „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ახლაც იქნება ცვლილებების მთავარი ლოკომოტივი

12 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო მთავარი ძალა, რომელიც ასხივებდა ცვლილებას, წინააღმდეგობას და რომელიც ერთი წუთით არ უშინდებოდა ბიძინა ივანიშვილის რეპრესიებს და შურისძიებას – „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ახლაც იქნება ცვლილებების მთავარი ლოკომოტივი. ერთიანობით ვამარცხებთ ბიძინას, ერთიანობით ვათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც მხოლოდ იმისთვის იდევნება, რომ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა, […]

რუსეთი საქართველოსგან ავარიების შემთხვევაში ელექტროენერგიის იმპორტს ითხოვს

“TASS-ის” ინფორმაციით, რუსეთმა აზერბაიჯანსა და საქართველოს სთხოვა ელექტროენერგიის 600 მეგავატის ოდენობით იმპორტი საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს “Интер РАО-ს” მმართველობის წევრმა ალექსანდრა პანინამ რუსული სატარიფო კონფერენციის კულუარებში განუცხადა. “დიახ, ჩვენ ვკითხეთ ორ ქვეყანას: აზერბაიჯანს, და ვიკითხეთ საქართველოსთან მიწოდების შესაძლებლობის შესახებ. ჩვენ განვიხილავთ იმპორტის შესაძლებლობას და ვითხოვეთ ორი მეზობელი ენერგეტიკული სისტემის შესაძლებლობების მოწოდებას საგანგებო პერიოდებში,” […]

სუს-ის ექს-მაღალჩინოსნის თქმით, დამაჯერებელი Fake-ჩანაწერები AI-ით ჯერჯერობით ვერ იქმნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით დამაჯერებელი ფეიქ-ჩანაწერები, რომლის შესახებაც დღეს სუს-მა განაცხადა, ჯერჯერობით ვერ იქმნება. ასე ეხმაურება ქემოკლიძე სუს-ის მიერ დღეს, 16 ოქტომბერს, გავრცელებულ განცხადებას, ხელისუფლების წარმომადგენლებზე ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ყალბი აუდიო-ვიდეო მასალის გავრცელება იგეგმება. „წავიკითხე ჩემი […]

“თვითონ გეგმავენ, როგორც ჩანს, რაღაცა დიდი ფეიკებით დესტაბილიზაციის მცდელობას” – სამადაშვილი

“ძლიერი საქართველოს” ლიდერი, სალომე სამადაშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება საარჩევნოდ თვითონ გეგმავს საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შემოტანას და სწორედ ამას ემსახურებას სუს-ის დღევანდელი განცხადებაც. “თვითონ გეგმავენ, როგორც ჩანს რაღაცა დიდი ფეიკების გამოყენებით, შესაბამისად საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შემოტანის მცდელობას, იმიტომ, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საქართველოში რუსეთის დავალებით შემოაქვს ქაოსი და არეულობა და მათ შორის დეზინფორმაციული არეულობა, ეს არის ბიძინა […]

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 22 გუნდი, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას პროდუქტის განვითარებისა და ვალიდაცის მიმართულებით, იმუშავებენ მომხმარებლის სეგმენტაციაზე, […]

TBC UZ-მა შვეიცარიული responsAbility-სგან დამატებით $10 მლნ მოიზიდა

ქართულ “თიბისი ბანკის ჯგუფში” შემავალმა TBC UZ-მა, რომელიც უზბეკეთში უმსხვილესი სრულად ციფრული ბანკია, responsAbility Investments AG-ისგან 10 მილიონი დოლარის საკრედიტო რესურსი მოიზიდა. როგორც bm.ge-ის TBC UZ-დან აცნობეს, ეს ფულადი აქტივების მენეჯმენტის წამყვან შვეიცარიულ კომპანიასთან რიგით მესამე შეთანხმებაა, რაც TBC UZ-ის მიერ responsAbility-სგან ჯამურად მოზიდულ რესურსს 35 მილიონ დოლარამდე ზრდის. TBC UZ-ში აღნიშნავენ, რომ დაფინანსება ხელს […]