Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 22 გუნდი, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას პროდუქტის განვითარებისა და ვალიდაცის მიმართულებით, იმუშავებენ მომხმარებლის სეგმენტაციაზე, […]
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 22 გუნდი, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას პროდუქტის განვითარებისა და ვალიდაცის მიმართულებით, იმუშავებენ მომხმარებლის სეგმენტაციაზე, […]
ლიბანის ქალაქ ნაბატიეზე ისრაელის საჰაერო იერიშს 5 ადამიანი, მათ შორის მერი ემსხვერპლა

სამხრეთ ლიბანის ქალაქ ნაბატიეში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, დაღუპულებს შორის ქალაქიც მერიც არის. თვითმხილველმა, ქალაქის ადგილობრივმა მკვიდრმა BBC-ს განუცხადა, რომ ერთ-ერთი საჰაერო დარტყმა ნაბატიეს მუნიციპალიტეტის შენობაზე განხორციელდა, სადაც მერი შეხვედრას ესწრებოდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა თავდასხმა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა თავდაპირველი […]
ცესკოში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის პრეზენტაცია გაიმართა

საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის პრეზენტაცია გაიმართა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საოპერაციო-სასაწყობო სივრცე და მიმდინარე სამუშაო პროცესი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ექსპერტებს გააცნო. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საოპერაციო-სასაწყობო სივრცის მოწყობა 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში ტექნოლოგიური ინტერვენციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით […]
„ქართული ოცნება“ „გამაოგნებელ ტყუილს“ უწოდებს ინფორმაციას, რომ ზუგდიდში, მმართველი პარტიის საარჩევნო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა

პარტია „ქართული ოცნება“ „გამაოგნებელ ტყუილს“ უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზუგდიდში, მმართველი პარტიის საარჩევნო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა. მმართველი პარტიის პრესსამსახური აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია“. „გვსურს გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ გამაოგნებელ […]
შალვა პაპუაშვილი სუს-ის ინფორმაციაზე – ოპოზიციამ ვერ შეძლო, ისტერია შემოეტანა წინასაარჩევნო გარემოში – მიზანი შეიძლება ზუსტად ეს იყოს, რომ შემოიტანონ ისტერია, დააბნიონ საზოგადოება, არჩევნებზე მოახდინონ უკანონო გავლენა

ყალბი ჩანაწერების მიზანი ზუსტად ეს არის, რომ შექმნან ყალბი ამბავი, რომელიც გამოიწვევს ემოციურ რეაქციებს საზოგადოებაში და შესაბამისად, მოახდენს გავლენას მათ ნებაზე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მისი თქმით, არის მცდელობა ისეთი საინფორმაციო ველის შექმნის და დამკვირვებლების დარწმუნების, თითქოს საარჩევნო პერიოდში საქართველოში რაღაც ხდება. „მიზანი მარტივია, წინასაარჩევნო გარემო არის […]
მირიამ ლექსმანი – კობახიძე და „ქართული ოცნება“ თავიანთ ნამდვილ მიზნებს აღარც კი მალავენ, საქართველოს დემოკრატიის დანგრევასა და მის რუსეთის სატელიტად გადაქცევას

კობახიძე და „ქართული ოცნება“ თავიანთ ნამდვილ მიზნებს აღარც კი მალავენ, საქართველოს დემოკრატიის დანგრევასა და მის რუსეთის სატელიტად გადაქცევას, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საჭიროა, შესაბამისი პარტიების გასამართლება“. „კობახიძე და „ქართული ოცნება“ თავიანთ ნამდვილ მიზნებს აღარც კი მალავენ, საქართველოს დემოკრატიის დანგრევასა და მის რუსეთის სატელიტად გადაქცევას“, – წერს […]
თბილისში, სისტემური რეგისტრაციის პროექტი 27 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთს ეხება. ამ ეტაპზე, 5 464 ოჯახის განაცხადი დაკმაყოფილდება – კახა კალაძე

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია 12 გეოგრაფიულ არეალში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტსა და იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩართულობისთვის. „2023 წლის ივნისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და […]
საქართველოს 21 წლამდე ნაკრების სავარაუდო მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ცნობილია

ევრო 2025-ის პლეი-ოფში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შესაძლო მეტოქეები ცნობილია. რამაზ სვანაძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონია დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. საქართველომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ითამაშებს. პლეი-ოფის წილისყრა 17 ოქტომბერს გაიმართება, ორმატჩიანი დაპირისპირებები 11 და 19 ნოემბერს შედგება. საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, […]
აღმოსავლეთ თურქეთში, მალათიის პროვინციაში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

აღმოსავლეთ თურქეთში, მალათიის პროვინციაში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ნგრევის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 1:46 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ მალათიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურში აღნიშნავენ, რომ მათი სამაშველო ჯგუფები მზადყოფნაშია. […]