ხათუნა ბურკაძე ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში კვლევებს განახორციელებს

პროფესორი ხათუნა ბურკაძე, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში, ნატო-ს თავდაცვის კოლეჯმა სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე კვლევების განსახორციელებლად შეარჩია. ინფორმაციას თავად ხათუნა ბურკაძე ავრცელებს. პროფესორ ხათუნა ბურკაძის განცხადებით, მისი წინადადებები საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის თანამედროვე გამოწვევების დაძლევის შესახებ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ნატო-ს ექსპერტებმა მოიწონეს და შეარჩიეს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა პროფესორ ხათუნა ბურკაძეს 2024 წლის […]

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, წარმოება-დაწესებულებებს შორის გარდამავალი თასის ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, წარმოება-დაწესებულებებს შორის გარდამავალი თასის ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბორჯომის თასი 2024-ის გამარჯვებული მეორე ქარხნის გუნდი გახდა, მეორე ადგილი სასტუმრომ „Crowne Plaza“ დაიკავა, მესამე ადგილზე კი ა(ა)იპ ბორჯომის სასპორტო სკოლის გუნდი გავიდა. „მათ ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან თასები, მედლები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. მეორე ქარხნის გუნდი […]

თათი მელუა ევროპის კარატეს ფედერაციის სამსაჯო კომისიის წევრად აირჩიეს

მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს ევროპის კარატეს ფედერაციამ (EKF) სამსაჯო კომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ინფორმაციას საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე, მსოფლიო და ევროპის კარატეს ფედერაციის (WKF&EKF) 2024 წლის მსაჯთა რეიტინგის ლიდერი, თათი მელუა ევროპის კარატეს ფედერაციის სამსაჯო კომისიის წევრად აირჩიეს.

გიორგი ვაშაძე – სუს-ი 26 ოქტომბრის შემდეგ გაუქმდება, აღარ იარსებებს – ყველა ოპოზიციურ პარტიას ხელი გვაქვს მოწერილი, რომ ვაუქმებთ სუს-ს და პოლიტიკურ პოლიციას

ამ ქვეყანაში სუს-ი 26 ოქტომბრის შემდეგ გაუქმდება, აღარ იარსებებს – ყველა ოპოზიციურ პარტიას ხელი გვაქვს მოწერილი, რომ ვაუქმებთ სუს-ს და პოლიტიკურ პოლიციას, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განუცხადა. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, სუს-ი არის KGB-ს გადმონაშთი. „მეტი რა მხილება სჭირდება „ქართულ ოცნებას“? ამერიკა, ევროპა: გერმანია, […]

შალვა პაპუაშვილი – გვიმყარდება აზრი, რომ მზადდება 2020 წლის სცენარის გამეორება და არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის ყალბი საბაბის შექმნა

ოპოზიციის, მათი მედიის და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლო დროინდელი ქმედებები, საბოლოოდ გვიმყარებს აზრს, რომ მზადდება 2020 წლის სცენარის გამეორება და არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის ყალბი საბაბის შექმნა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში გახშირდა პროვოკაციები ოპოზიციის მხრიდან, რათა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები […]

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ საქმე გვაქვს რეციდივისტებთან, გვარამიას და მისი გუნდის სახით, რომელიც ერთი და იმავე მეთოდით მოქმედებენ, „რუსთავი 2“-ში იქნება ეს თუ „მთავარ არხში“

ჩვენ საქმე გვაქვს რეციდივისტებთან, გვარამიას და მისი გუნდის სახით, რომელიც ერთი და იმავე მეთოდით მოქმედებენ, „რუსთავი 2“-ში იქნება ეს თუ „მთავარ არხში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორის საჩივართან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სავარაუდოდ, ტელევიზიის „შავ სალაროს“ ეხება. პაპუაშვილის თქმით, საკითხი შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ. „ამ კონკრეტული შემთხვევის დეტალები არ ვიცი, […]

“სუსიდან მგონი რაღაცამ გაჟონა ეკლესიაზე…” – ჩერგოლეიშვილი

“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი: სუსიდან მგონი რაღაცამ გაჟონა ეკლესიაზე და სხვა “დელიკატურ” თემებზე და განცხადება გაავრცელეს წინასწარ – AI -თ გაყალბებულიაო.

“ძვირფასო პედაგოგებო, არ შეეგუოთ კრემლის გეგმას” – გია ხარჩილავა

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა, პედაგოგებს მიმართავს და წერს: ძვირფასო პედაგოგებო! პატივისცემით! მენანება და არ შევეგუოთ საქართველოს დენაციფიკაციის კრემლის გეგმას! ილიას, ამბროსის, ნიკოლაძის, ცისფერყანწელთა, ზვიადის, მერაბის, ქართველ განმანათლებელთა, განმანთავისუფლებელი, მრავალსაუკუნოვან ბრძოლას ღალატი არ ეგების! ახლა,როცა ყველაფერი ხელის გულზე დევს და ქართულ ხერხემალთან რუსული სუნთქვის ოხშივარი, როგორც არასდროს,ისე მძლავრად იგრძნობა, თქვენი (დის)პოზიცია გადამწყვეტია! “ქართული ოცნება” არის რუსთა […]

იტალიის პირველმა ხომალდმა ზღვაში გადარჩენილი 16 მიგრანტი ჩაიყვანა ალბანეთში

იტალიის ხომალდი, რომელზეც ზღვაში გადარჩენილი 16 მიგრანტი იმყოფებოდა, ალბანეთის ნავსადგურში შევიდა. ალბანეთში ისინი თავშესაფარს მოითხოვენ. 16 ოქტომბერს იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების პირველი ხომალდი შევიდა ალბანეთის ნავსადგურ შენჯინში, რათა ადგილობრივ ხელისუფლებას გადასცეს 16 მიგრანტი, რომლებიც საერთაშორისო წყლებში იქნენ აყვანილი, როცა იტალიაში ჩაღწევას ცდილობდნენ. სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდი Libra იტალიის კუნძულ ლამპედუზის ნავსადგურიდან გავიდა 14 ოქტომბერს. ალბანეთში მან ჩაიყვანა […]

“თუ სერია A-ში დავბრუნდები, იქაურობას დავანგრევ” – ბალოტელის პირობა “ჯენოას” მწვრთნელს

“ადანა დემირსპორის” ყოფილი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი დიდი ალბათობით, სერია A-ში დაბრუნდება და თავისუფალი აგენტის სტატუსით “ჯენოას” შეუერთდება. Corriere dello Sport-ის ცნობით, ბალოტელიმ “ჯენოას” ხელმძღვანელობას პირობა მისცა, რომ თუ მას გაიფორმებდნენ, ძველებურად ათამაშდებოდა. “თუ სერია A-ში დაბრუნების შესაძლებლობას მომცემთ, იქაურობას დავანგრევ”, – უთხრა ბალოტელიმ ალბერტო ჯილარდინოს. ფორვარდის გადაბირებით დაინტერესებული პირადად გენუელთა მთავარი მწვრთნელი ალბერტო ჯილარდინო გახლდათ. […]