მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლობა საქართველოს ბიუჯეტს 2 მლნ დაუჯდა

საქართველომ 26-29 სექტემბერს მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლა, რომელსაც არაერთი ქვეყნის მაღალი დონის დელეგატი, ტურიზმის ადმინისტრაციის მენეჯერები და ტურიზმის აღმასრულებლები დაესწრნენ. ღონისძიების მასპინძელი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იყო, რომელმაც დელეგატების დახვედრის და თანხმლები ღონისძიებებისთვის გამარტივებული შესყიდვით ორი მილიონი ლარი დახარჯა. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, სტუმრების დაბინავება და ძირითადი ღონისძიებები თბილისში […]

„ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება დედაქალაქში“ – კახა კალაძე

დიდ დიღომში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა და აღჭურვა დასრულებულია და მოქალაქეთა მისაღებად უკვე მზადაა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ცენტრი ყოველთვიურად, 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება. „ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება დედაქალაქში. ამ მიმართულებით, ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა ყველა რაიონში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების […]

აფხაზეთიდან რუსეთში 100 ტონაზე მეტი მანდარინია ექსპორტირებული – კრასნოდარის საბაჟო

ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 100 ტონაზე მეტი მანდარინი არის ექსპორტირებული. ინფორმაციას კრასნოდარის საბაჟო ავრცელებს. მისი ინფორმაციით, კრასნოდარის მხარეში, მანდარინის პირველი პარტიების შეტანა ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო და ამ დროისთვის 120 ტონა არის გაფორმებული. კრასნოდარის საბაჟოს ინფორმაციით, აფხაზეთიდან რუსეთში, მანდარინის გარდა, ფეიხოა, ხურმა, ლიმონი და თხილი შედის. ოკუპირებული ტერიტორიიდან სოფლის მეურნეობის 280 ტონაზე მეტი პროდუქცია არის ექსპორტირებული.

მთავრობამ ცესკოს თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა. განკარგულება საქართველოს მთავრობის ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული და მას ირაკლი კობახიძე 2024 წლის 10 ოქტომბერს აწერს ხელს. 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის No73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის […]

საქართველოს OGP-ის წევრობა შეუჩერეს

საქართველოს მთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP) წევრობის შეჩერების შესახებ ცნობა დღეს, 16 ოქტომბერს მიიღო. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. OGP-ის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი განცხადება ე.წ. აგენტების კანონის შესახებ. ორგანიზაცია მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ დისკრიმინაციულად მიიჩნევდა. ამასთან, ორგანიზაცია მიუთითებდა საქართველოს მთავრობისთვის OGP-ის წევრობის შესაძლო შეჩერების შესახებ. 2023 წელს ე.წ. აგენტების კანონის პირველი ინიციირების […]

“ჩემს 11 წლის შვილს ინტიმური ხასიათის ვიდეოს გადაღებას და გადაგზავნას სთხოვდა” – პედოფილიის სავარაუდო საქმე –

სავარაუდო სექსუალური ძალადობა – ახალგაზრდა ქალი ამტკიცებს, რომ მის 11 წლის შვილს უცნობი პირი სექსუალური ხასიათის ფოტოების და ვიდეოების გადაღებას და გაგზავნას სთხოვდა. ქეთი მაღრაძე ამბობს, რომ კარლო კაციტაძის უწყება თავდაპირველად საქმის გამოძიებით არ დაინტერესდა და მხოლოდ დღეს დაუკავშირდა. “სთხოვდა გართობას. პირველ ეტაპზე, ჩემს შვილს მხოლოდ მისი სახელი აქვს მიწერილი. თუმცა შემდეგ როცა მოწერა, რომ […]

შალვა პაპუაშვილი „ოცნების“ ბანერის გადაღებვაზე – ხშირად უნდა შეხედონ ამ ბანერებს ქალბატონმა ხატიამ და ბატონმა გიგი უგულავამ, რომ თავიანთ დანაშაულს ჩახედონ თავლებში – ეს ბანერები მათ დანაშაულს ასახავს

ისინი შეეცადნენ საკუთარი დანაშაული გარკვეული საინფორმაციო შტურმით დაეფარათ. რომ ვერ დაფარეს, ბოლოს შეეცადნენ საღებავით დაეფარათ, ვინაიდან ეს ბანერი მათ დანაშაულს ასახავს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური ლიდერების მიერ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერის გადაღებვას. როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ოპოზიცია სწორედ იმ მომავალს უმზადებდა საქართველოს, რაც ბანერებზეა ასახული. „სხვათა შორის, ძალიან კარგია ის, რაც გუშინ […]

მიხაილ როთი – ირაკლი კობახიძეს არ ესმის რა არის დემოკრატია, კრიტიკული ოპოზიცია ფუნქციონირებადი დემოკრატიის არსს წარმოადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს არ ესმის რა არის დემოკრატია, კრიტიკული ოპოზიცია ფუნქციონირებადი დემოკრატიის არსს წარმოადგენს, – ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საჭიროა, შესაბამისი პარტიების გასამართლება“. „საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს არ ესმის რა არის დემოკრატია. კრიტიკული ოპოზიცია ფუნქციონირებადი დემოკრატიის არსს წარმოადგენს. ამომრჩეველი წყვეტს […]

თინა ბოკუჩავა სუს-ის ინფორმაციაზე – ივანიშვილის ტერმინოლოგიით რომ ვისაუბროთ, ის „ტრიუკით“ ვერ შეცვლის ფაქტს, რომ ქართველ ხალხს ევროპული კეთილდღეობისთვის არჩევანი გაკეთებული აქვს

ივანიშვილის წინასაარჩევნო ტერმინოლოგიით რომ ვისაუბროთ -„ტრიუკით“ ივანიშვილი ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ქართველ ხალხს ევროპული კეთილდღეობისთვის არჩევანი გაკეთებული აქვს, – ასე აფასებს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ლიდერი თინა ბოკუჩავა სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მისი თქმით, ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებაში დღეს ნულოვანი ნდობა აქვს. „ვერც ფარული ჩანაწერებით, ფაბრიკაციით, ცრუ ნარატივით, პირადობის ჩამორთმევის მცდელობით და ნებისმიერი სხვა, ივანიშვილის წინასაარჩევნო […]

შალვა პაპუაშვილი – პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში საარჩევნო შტაბის შექმნა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა – წარმოგიდგენიათ, მე რომ პარლამენტში „ქართული ოცნების“ შტაბი შევქმნა, ან პრემიერმა შექმნას მთავრობის ადმინისტრაციაში?!

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შენობაში საარჩევნო შტაბი შეიქმნება – ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ვინაიდან საარჩევნო მიზნებისთვის შენობის, მისი ლოჯისტიკური შესაძლებლობების, რესურსის გამოყენება ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციები მათი ანგარიშებით „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას და ბრალდებებს ავრცელებენ […]