ირაკლი კობახიძე – ვეტერანებმა ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი, მადლობას გიხდით გმირობისთვის, სამშობლოსათვის თავდადებისთვის, იმ წვლილისათვის, რაც საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში შეგაქვთ

გავაგრძელებთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელშეწყობას და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების გაფართოებას. მათ შორის, ამ საკითხებზე გვექნება მსჯელობა 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფომ ვეტერანებისა და მათი ოჯახების ხელშეწყობისთვის აამოქმედა. „საქართველოს […]

სომხეთი და აზერბაიჯანი სტამბოლში ე.წ. «3+3» შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას

17-18 ოქტომბერს სომხეთი და აზერბაიჯანი, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე სტამბოლში საკონსულტაციო რეგიონალური პლატფორმის “3+3” -ის მესამე სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ. საქართველო შეხვედრებში მონაწილეობას არც ამჯერად მიიღებს. ე.წ. „3+3“ ფორმატი გულისხმობს კავკასიის რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს, სადაც ერთიანდება თურქეთი, რუსეთის ფედერაცია, ირანის ისლამური რესპუბლიკა, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო. რეგიონალური პოლიტიკის ქართველი მკვლევრების ნაწილის შეფასებით, იმ ფორმატში, სადაც […]

ბრიტანელი მომღერალი ლიამ პეინი დაიღუპა

ბრიტანელი მომღერალი, ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრი ლიამ პეინი არგენტინაში დაიღუპა. BBC ადგილობრივი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პეინი ბუენოს-აირესის ერთ-ერთი სასტუმროს აივნიდან გადმოვარდა. სამართალდამცველები აზუსტებენ, რომ შემთხვევის ადგილზე „შესაძლო ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი აგრესიული კაცის“ შესახებ მიღებული შეტყობინებების შემდეგ მივიდნენ. სასტუმროში მისულ პოლიციელებს უთხრეს, რომ ცოტა ხნის წინ შიდა ეზოდან ხმაური გაიგონეს. […]

საჩხერის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 720 ჰა ფართობი დამუშავდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგოდ ტერიტორიების თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით დამუშავებას აქტიურად განაგრძობს. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „ამ დროისთვის თერმული ნისლით წამლობა საჩხერის მუნიციპალიტეტში სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს. ქალაქ საჩხერისა და არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 720 ჰა ფართობია დამუშავებული. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. წამლობა მეფუტკრეებთან კოორდინაციით, […]

საქართველოს ნაკრებთან შემთხვევით მოვიგეთ – უკრაინის ნაკრების ვეტერანი

კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ვიქტორ ლეონენკომ (ახლა საფეხბურთო ექსპერტია), ერთა ლიგის ბოლო ორ მატჩში უკრაინის ნაკრების გამოსვლა შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოსთან შემთხვევით მოიგეს (1:0) – ამის შესახებ მან უკრაინის ნაკრების ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუსში ისაუბრა. „საქართველოს ნაკრებთან მატჩში მხოლოდ ნახევარმომენტი შევქმენით და ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ. ქართველებისთვის შემთხვევით რომ არ მოგვეგო, ოქტომბრის მატჩების […]

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან გაერთიანებაზე უარი ოფიციალურად განაცხადა

ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა, რომ ქვეყნის ახალი კონსტიტუცია სამხრეთ კორეას „მტრულ სახელმწიფოდ“ ოფიციალურად აღიარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, გზების და რკინიგზის ჩრდილოეთ მონაკვეთების ბოლოდროინდელი განადგურება, რომლებიც ადრე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას აკავშირებდნენ, ჩრდილოეთ კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებული „გარდაუვალი და კანონიერი ზომა“ იყო, რომელიც „სამხრეთ კორეას მკაფიოდ განსაზღვრავს, როგორც მტრულ […]

თელავის ისტორიულ მუზეუმში შუამთის მონასტრის საგანძურის გამოფენა გაიხსნა

საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და თელავის ისტორიული მუზეუმის მხარდაჭერითა და შუამთის დედათა მონასტრის ინიციატივით ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის მონასტრის აღდგენის 30 წელთან დაკავშირებით თელავის ისტორიულ მუზეუმში შუამთის მონასტრის საგანძურის გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ახალი შუამთის მონასტრის ხატები, საეკლესიო ნივთები და ხელნაწერები, ასევე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში (საგანძურში) დაცული შუამთის მონასტრისთვის შეწირული შვიდი […]

დღეს წმიდა აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მღვდელმოწამე ევდემოზ I-ის ხსენების დღეა

წმიდა ევდემოზი (დიასამიძე) საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მართავდა 1634 წლიდან, გამაჰმადიანებული მეფის, როსტომ-ხანის დროს (1632-38 წწ). წარმოშობით წმიდა ევდემოზი მესხეთის ერთ-ერთ წარჩინებულ – დიასამიძეთა გვარს ეკუთვნოდა. სამწუხაროდ, ეს გვარი მტრისა და თანამემამულეთა უგუნური საქციელის გამო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიფანტა. ერთი შტო ქვემო და შიდა ქართლში დამკვიდრდა, მეორე კი – აჭარაში. წმიდა პატრიარქის შესახებ ძალიან მწირი ბიოგრაფიული […]

არც ვინისიუსი, არც როდრი და არც მბაპე – მესიმ “ოქროს ბურთის” მოგების ფავორიტი დაასახელა

“ლაუტარო “ოქროს ბურთის” მოგებას ყველაზე მეტად იმსახურებს. ის კოპა ამერიკის ბომბარდირი გახდა, ასევე გოლის გატანა ტურნირის ფინალშიც მოახერხა, მარტინესს ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა”, – განაცხადა მესიმ იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში. შეგახსენებთ, “ოქროს ბურთის” დაჯილდოება 28 ოქტომბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართება და გამარჯვებული 30 ნომინანტს შორის გამოვლინდება.

ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში დღეს და ხვალ ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრებენ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. „ევროპული საბჭო განიხილავს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებას. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას“, – აღნიშნულია შარლ მიშელის მოსაწვევ წერილში, რომელიც მან […]