შალვა პაპუაშვილი – 2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 000 000 000 ლარი ჩაიდება

2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 000 000 000 ლარი ჩაიდება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, განმარტავს, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში აგრობიზნესის გამოშვება გაიზარდა – 7,6 მლრდ ლარიდან 16,6 მლრდ ლარამდე, სოფლის მეურნეობის ექსპორტი კი გაიზარდა – 511 მლნ ლარიდან 1,44 მლრდ ლარამდე. “2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 000 […]

“კონტრაქტი არაფერ შუაშია, ხვიჩა ამის გამოა შეშინებული” – ალვინომ კვარაცხელიაზე ისაუბრა

იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრები არ წყდება. როგორც კლუბთან დაახლოებული ჟურნალისტები აცხადებენ, “კვარას” ბოლო პერიოდში მცირე ჩავარდნის მიზეზი “ნაპოლისთან” კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე არსებული სირთულეებია. ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა. “არ ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში მისი პერფორმანსები კონტრაქტთან დაკავშირებულ გაურკვევლობას უკავშირდება. მიმაჩნია, რომ ეს ჭორები მასზე გავლენას არ […]

Global Finance-მა ნათია თურნავას საქმიანობა ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა

გამოცემის მიერ ევროპის რეგიონში შეფასებულ ცენტრალური ბანკების საქმიანობებს შორის ყველაზე დაბალი, D შეფასება, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას აქვს. „საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის მოვალეობას 2023 წლიდან ნათია თურნავა ასრულებს. იმის მიუხედავად, რომ ის ოფიციალურად პრეზიდენტის პოსტს არ იკავებს, ეს მის პრობლემებს შორის ყველაზე მცირეა, რადგანაც როგორც თურნავა, ასევე მთლიანად ეროვნული ბანკი ჩათრეულია საქართველოს […]

ილია მეორე ვეტერანებს – მიუხედავად იმისა, რომ ათეისტური რეჟიმის პირობებში ყველაზე ღირსეული და გამორჩეული მამულიშვილნი მოსპეს და გაანადგურეს, ქართულ გენში გმირული სული ვერ ჩაკლეს, თქვენც ამ გენის გამოვლინებანი ხართ

მიუხედავად იმისა, რომ ათეისტური რეჟიმის პირობებში ყველაზე ღირსეული და გამორჩეული მამულიშვილნი ერთიანად მოსპეს და გაანადგურეს, ქართულ გენში გმირული სული მაინც ვერ ჩაკლეს, თქვენც ამ გენის გამოვლინებანი ხართ, – ამის შესახებ კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიერ ვეტერანებისთვის მიძღვნილ მიმართვაშია ნათქვამი. პატრიარქის მიმართვა ვეტერანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოებას ბოლნისის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ეფრემმა გააცნო. „ჩვენო ვეტერანებო, ქვეყნისათვის დამაშვრალო […]

გიტანას ნაუსედა – საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება – თუკი გამარჯვებას პროევროპული ძალები მიაღწევენ, მაშინ შეიძლება ველოდოთ განსხვავებულ გზას და ჩვენ ამას ძალიან მივესალმებით

საქართველოში გაიმართება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს მიმართულების შესახებაც. თუკი ისინი შეინარჩუნებენ ამჟამინდელ სტატუს-კვოს, არ ვფიქრობ, რომ საქართველო ზრუნავს შანსებზე, მიაღწიოს პროგრესს და წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო საქართველოსა და მოლდოვაში მიმდინარე საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე. […]

კობა კობალაძე – ჩვენ ვირჩევთ ღირსეულ მშვიდობას – მშვიდობის შენარჩუნება გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე საბრძოლო მოქმედებების წარმოებაა

ჩვენ ვირჩევთ ღირსეულ მშვიდობას – მშვიდობის შენარჩუნება გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე საბრძოლო მოქმედებების წარმოებაა, – ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა, კობა კობალაძემ ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, განსაკუთრებულად დასაფასებელია საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული ერთადერთი, უალტერნატივო, მშვიდობის კურსი. „ჩვენ, ვეტერანებს ყველაზე უკეთ მოგვეხსნება და ვიცით ომის მთელი სისასტიკე და […]

საქართველოს საკურორტო პოტენციალს ამერიკის შეერთებულ შტატებში, SPA მემკვიდრეობის საერთაშორისო ფესტივალზე გაეცნენ

ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის EHTTA მიწვევით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ „კურორტების განვითარების სააგენტოს“ დელეგაციამ სპა-მემკვიდრეობის პირველ საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპა-ქალაქ სარატოგა სპრინგსში (ნიუ იორკის შტატი) გაიმართა. „კურორტების განვითარების სააგენტოს“ ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, „ევროპის თერმული მემკვიდრეობის“ კონფერენციაზე კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა. მან აუდიტორიას საქართველოს […]

საქართველოს ნაკრები მეტოქეები 13 დეკემბერს გამოვლინდებიან

ევროპის ნაკრებებისთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 2024 წლის 13 დეკემბერს გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდებიან. წილისყრის შედეგად შეიქმნება 12 ჯგუფი (ზოგი ჯგუფი ოთხგუნდიანი იქნება, რამდენიმე კი ხუთგუნდიანი). ჯგუფების გამარჯვებულები მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვდებიან, მეორეადგილოსნები კი პლეი ოფში მიიღებენ მონაწილეობას. წილისყრის კალათების საბოლოო მდგომარეობა ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა ამ ეტაპისთვის გარკვეულია, […]

Amazon–მა წარმოადგინა პირველი Kindle ფერადი ეკრანით

Amazon.com Inc.–მა წარმოადგინა ელექტრონული წიგნების წამკითხავის, Kindle – ის ახალი მოდელი, რომელიც აღჭურვილი იქნება ფერადი ეკრანით. Kindle 2007 წლიდან გამოდის და ყველა წინა მოდელს ჰქონდა შავ–თეთრი ეკრანი. Kindle Colorsoft ეღირება $279. მოწყობილობა უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისთვის, მომხმარებლებისთვის მიწოდება 30 ოქტომბერს დაიწყება, იუწყება CNBC.

ირაკლი კობახიძე – წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით

ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე კი „მმართველმა გუნდმა დაიწყო აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით“. […]