საქართველოს ბიზნესასოციაციამ ავსტრიის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ავსტრიის ბიზნეს დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც BAG-ის წევრი კომპანიებისა და ავსტრიული კომპანიების თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრისას, საუბარი საქართველო-ავსტრიის ეკონომიკურ ურთიერთობებს, ექსპორტ-იმპორტის მიმართულებებსა და ბიზნეს საქმიანობას შეეხო. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ავსტრიელ სტუმრებს BAG ინდექსის ბოლო კვარტლის შედეგები გააცნო, რის საფუძველზეც […]
პარამკლავჭიდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ლაშა მიქავას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ საქართველოს პარამკლავჭიდის ეროვნული ნაკრების წევრს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ლაშა მიქავას სამინისტროს საპატიო სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სპორტის განვითარებისა და სპორტსმენების ხელშეწყობის მიზნით, კვლავაც არაერთ მსგავს აქტივობას გეგმავს. […]
ლიეტუვა თვლის, რომ ნატომ ახლა უნდა გაუგზავნოს ალიანსში წევრობის მიწვევა უკრაინას

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავისი წევრობის მიწვევა უკრაინას უკვე ახლა უნდა მისცეს, განუცხადა ჟურნალისტებს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კაშიუნასმა ბრიუსელში 17 ოქტომბერს, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ. „მიწვევა ეს პირველი ეტაპია, მაგრამ ის რეალური შეუქცევადობაა, წერტილი, საიდანაც შემობრუნება არ იქნება“, – თქვა კაშიუნასმა. „თუ ნატოს ტერიტორიიდან რუსეთის განდევნა გსურთ, თუ ასეთი იდეა არსებობს, გამოცადოთ ნატო, საუკეთესო გზაა […]
“მეგობარო სპორტსმენებო!” – წალენჯიხის მერის მიმართვა სპორტსმენებს

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა, სპორტსმენებს მიმართავს და ამბობს: მეგობარო სპორტსმენებო! კოლეგებო! ყველაზე დიდი საასპარეზო სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაა! თქვენი ნაწრთობი სხეულის და სულის ყველაზე დიდი გამოცდა ამ სიდიადეშია! “ქართული ოცნება”არის რუსთა ოცნება საქართველოზე! დავდგეთ იქ სადაც ქარიშხალია! მეიმედებით!
კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს

კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ. „ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა 113 მილიონი დოლარი გაყიდა სავალუტო აუქციონზე, ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად. ეს ამ მოკლე პერიოდისთვის ძალიან დიდი თანხაა. რატომ ველოდები ლარის გაუფასურებას? საქართველოს ფინანსური სისტემა ინტეგრირებულია დასავლურ ფინანსურ სისტემასთან, პრაქტიკულად, მის ნაწილს წარმოადგენს. მმართველმა პარტიამ ფაქტობრივად, […]
ნიკა გვარამიას განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მხარს დაუჭერენ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, იქნება ეს არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მხარს დაუჭერენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, იქნება ეს არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. როგორც ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ეს პოლიტიკურ სპექტრსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმების საგანია. „ჩვენ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ მხარს ვუჭერთ „ქართულ ქარტიას“, რომლის სულისკვეთებასაც საქართველოს პრეზიდენტი გამოხატავს ტექნიკური მთავრობის, გარდამავალი ადმინისტრაციის შექმნასთან […]
სოლომონ პავლიაშვილი – სოფლის მეურნეობაში ინოვაციების დანერგვა დარგის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) დანერგვაზე სახელმწიფო, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. მინისტრის მოადგილემ ყურადღება მწარმოებლებსა და სამეცნიერო სექტორს შორის კავშირის გაძლიერებაზე, აგრარული განათლების ერთიანი სისტემის შექმნაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ქვეყნისთვის მორგებული […]
ალექსანდრე ტაბატაძემ ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. „ვულოცავ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს ვეტერანის დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს და ვაფასებდეთ ვეტერანებს, ვინაიდან ამ ხალხის დიდი წვლილია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მშვიდობიან და უსაფრთხო ქვეყანაში. ჩვენი ვეტერანების დაფასებით ხაზს ვუსვამთ […]
ლევან დავითაშვილი – ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა – ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა და ერთეულ ქვეყნებს შეუძლიათ, ასეთ შედეგებზე ილაპარაკონ

ბოლო პერიოდში ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური ეკონომიკური პროგრესი და განვითარება. ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ ნებისმიერ ექსპერტთან. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, ამავე დროს გვაქვს დაბალი ინფლაცია – ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა და ერთეულ ქვეყნებს შეუძლიათ, ილაპარაკონ ასეთ შედეგებზე, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, […]
ლევან სანიკიძე – ჰელსინკის კომისიის მხრიდან ეს მორიგი კრიტიკული გზავნილია – ბუნებრივია, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და 26 ოქტომბრის მნიშვნელოვან ტესტს აკვირდებიან

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერის, ლევან სანიკიძის შეფასებით, ჰელსინკის კომისიის განცხადება მორიგი კრიტიკული გზავნილია. როგორც სანიკიძემ განაცხადა, დასავლელი პარტნიორები მუდმივად ქართველი ხალხის გვერდით დგანან და საჭიროებისამებრ შესაბამის ზომებს მიიღებენ. „ჰელსინკის კომისიის მხრიდან ეს მორიგი კრიტიკული გზავნილია. ბუნებრივია, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და 26 ოქტომბრის მნიშვნელოვან ტესტს აკვირდებიან. ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება მეორედ, […]