ლარის კურსის მერყეობის შემთხვევაში სებ-მა სავალუტო ინტერვენციები უნდა გააგრძელოს – აფბა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” ლარის კურსის მერყეობას და ეროვნული ბანკის ინტერვენციებს ეხმიანება. ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა ეხმაურება სავალუტო ბაზარზე ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებს და აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის სწორი და ინტერვენციები, რომელსაც სებ-ი ახორციელებს ლარის კურსის სტაბილურობისთვის, უნდა გაგრძელდეს, […]
UEFA-მ ალბანეთის ნაკრები დააჯარიმა – “ჰიმნის დროს სტვენა, კიბეების ბლოკირება, საგნების სროლა” –

UEFA-ს ეთიკისა და დისციპლინის კომისიამ ალბანეთის საფეხბურთოო ნაკრები 41 000 ევროთი დააჯარიმა. მიზეზი საქართველო-ალბანეთის მატჩის დროს, მომხდარი ინციდენტია. ალბანეთის ნაკრების ქომაგები, საქართველოს ეროვნული ჰიმნის დროს, ტრიბუნებიდან უსტვენდნენ და უხერხული შეძახილებიც ისმოდა. UEFA ფიქრობს, რომ ეს დისციპლინური დარღვევაა, რის გამოც ფულადი სანქცირების გადაწყვეტილება მიიღეს. დარღვევებში ნახსენებია ჰიმნის დროს სტვენა, სტადიონის კიბეების ბლოკირება და მოედანზე საგნების სროლა.
რუსულ კანონს სტრასბურგში ასაჩივრებენ

რუსულ კანონს და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის და 4 ფიზიკური პირის სახელით ასაჩივრებენ. ამის შესახებ დღეს, 17 ოქტომბერს, საიას ოფისში ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ერთობლივი ბრიფინგზე გახდა ცნობილი.. „რუსული კანონი არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისაგან გათიშვას […]
მოსკოვი აზერბაიჯან – NATO-ს ურთიერთობებზე უკმაყოფილებას გამოთქვამს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მორიგ ბრიფინგზე უპასუხა ასევე კითხვას, გასულ კვირას აზერბაიჯანში NATO-ს საერთაშორისო სამხედრო შტაბის გენერალური დირექტორის იანუშ ადამჩაკის ვიზიტთან დაკავშირებით, სადაც აზერბაიჯანსა და NATO-ს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე იყო საუბარი. “სადაც არ უნდა ჩნდებოდეს ეს აგრესიული ბლოკი, იქ ეყრება საფუძველი კონფრონტაციულ დღის წესრიგს. ხდება ძალიან უხეშად ჩარევა ქვეყნების სუვერენულ საქმეებში. ნატოელთა […]
ენმ-ის ცნობით, წნორში მოხუცთა თავშესაფარში 31 ადამიანს წაართვეს პირადობა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას თქმით, წნორში, მოხუცთა თავშესაფარში, 31 ადამიანს წაართვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ისინი “ქართული ოცნების” ოფისში წაიღეს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” იცის როგორც იმ პირების ვინაობა, ვისაც პირადობები გამოართვეს, ასევე იმათიც, ვინც დანაშაული ჩაიდინა, თუმცა ამ ეტაპზე, არ ასაჯაროებს. “არჩევნებამდე დარჩა 9 […]
„ნიუ ჰოსპიტალსი“ და „საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაცია“ საერთაშორისო კონგრესს გამართავენ

18-20 ოქტომბერს, „ნიუ ჰოსპიტალსის“, „საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის (GBMTA)“, „ევროპის ჰემატოლოგიის ასოციაციის“ (EHA) და „სომხეთის ჰემატოლოგიის ასოციაციის“ (AHA) ორგანიზებით ჰემატოლოგიის საერთაშორისო კონგრესი, EHA-GBMTA-AHA Hematology Tutorial გაიმართება. ღონისძიება „შერატონ მეტეხი პალასში“ 18 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიხსნება და არაერთ აქტუალურ მოხსენებას უმასპინძლებს. სამდღიანი საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ჰემატოლოგები და ექსპერტები ჰემატოლოგიის დარგში […]
ნინო წილოსანი ჰელსინკის კომისიის ანგარიშზე – როგორია მათი შეფასება აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატს ესვრიან? ალბათ, კომისიას სააკაშვილის რეჟიმზე აქვს საუბარი და შეფასებები 12 წლის დაგვიანებით გააკეთა

ის ციტატები, რაც ამ ანგარიშიდან წამიკითხეთ, იმის ფიქრის საშუალებას მაძლევს, რომ ეს ანგარიში საქართველოზე არ არის დაწერილი – თუ საქართველოს გულისხმობდნენ, ალბათ, სააკაშვილის რეჟიმზე იყო საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ჰელსინკის კომისიამ, შესაძლოა, ეს შეფასებები თავის ანგარიშში 12 წლის დაგვიანებით გააკეთა. „ის ციტატები, […]
კახა ოქრიაშვილი – „ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბების პირობებში, ერთი დოლარი შეიძლება გახდეს 5 ლარი, 30 ლარი, 90 ლარი და ბოლოს „გაკუპონდეს“ კიდეც

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა 113 მილიონი დოლარი გაყიდა სავალუტო აუქციონზე, ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად. ეს ამ მოკლე პერიოდისთვის ძალიან დიდი თანხაა. რატომ ველოდები ლარის გაუფასურებას? საქართველოს ფინანსური სისტემა ინტეგრირებულია დასავლურ ფინანსურ სისტემასთან, პრაქტიკულად, მის ნაწილს წარმოადგენს. მმართველმა პარტიამ ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა დასავლეთს და […]
ლევან დავითაშვილი – ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს, რომ მაქსიმალურად ტრანსფარენტული და ობიექტური იყოს ჩვენი საარჩევნო პროცესი

ჩვენთვის ახალი არ არის ის რიტორიკა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, სუბიექტურად ხდება პროცესების შეფასება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, რადგან ვართ საარჩევნო პროცესში და ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ყველაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება ყველა ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანას, იმიტომ, რომ მაქსიმალურად ტრანსფარენტული და ობიექტური იყოს ჩვენი საარჩევნო პროცესი, – […]
სალომე სამადაშვილი – ჰელსინკის კომისიის განცხადება ქმნის საფუძველს, დასანქცირდეს ივანიშვილი და მისი რეჟიმი, თუ შეეცდებიან შეეწინააღმდეგონ ქართველი ხალხის თავისუფალი ნების დაფიქსირებას

ჰელსინკის კომისიის განცხადება ქმნის საფუძველს, დასანქცირდეს ივანიშვილი და მისი რეჟიმი, თუ შეეცდებიან შეეწინააღმდეგონ ქართველი ხალხის თავისუფალი ნების დაფიქსირებას და გამოხატვას 26 ოქტომბერს,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, „ივანიშვილი უკვე მიხვდა, რომ მისთვისვე სჯობია, დემოკრატიულ პროცესს მისცეს შანსი“. „ვხედავთ, დღეს მთელი დემოკრატიული სამყარო ქართველ ხალხს ეუბნება, რომ დღეს რუსული, […]