ალექსანდრე ტაბატაძემ ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
„ვულოცავ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს ვეტერანის დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს და ვაფასებდეთ ვეტერანებს, ვინაიდან ამ ხალხის დიდი წვლილია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მშვიდობიან და უსაფრთხო ქვეყანაში. ჩვენი ვეტერანების დაფასებით ხაზს ვუსვამთ მხედრული ვალის ღირსეულ როლს მომავალი თაობების ცნობიერებაში, რაც ქვეყნის სიძლიერის და განვითარების საწინდარია.
მინდა, მადლიერება გამოვხატო ვეტერანების მიმართ, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. ქედს ვიხრი მათი დაღუპული თანამებრძოლებისა და ოჯახების წინაშე“, – აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ანდრო, რომელიც უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების გაღიმებაზე ზრუნავდა და თურმე აქედან ჰონორარი არასდროს აუღია – ციხეშია. “ოცნება”, რომელიც ბავშვებს ძარცვავდა, ისევ ძალაუფლებაშია

დავით ჩხეიძე: ციხეში გამოკეტეს ახალგაზრდები, ათი ათასობით ჯარიმა აქვთ ადამიანებს, აშინებენ, ავიწროებენ… ემიგრანტებს წაართვეს ხმის უფლება, არასამთავრობოებს და პოლიტიკოსებს მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ…