მბაპეს ბრალს გაუპატიურებაში სდებენ – ფრანგს 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მადრიდის “რეალის” ვარსკვლავი კილიან მბაპე სერიოზულ სკანდალში გაეხვია. Le Parisien-ის ცნობით, ფრანგ შემტევს ბრალი შვედეთში, სტოკჰოლმის სასტუმროში ქალის გაუპატიურებაში ედება. თავად ფეხბურთელი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და “ფეიკს” უწოდებს. შვედეთის პროკურატურის განცხადებით, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თუ მბაპეს ბრალი დაუმტკიცდება, მას 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა […]

„სოფლის მეურნეობაში ინოვაციების დანერგვა დარგის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია“ – სოლომონ პავლიაშვილი

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) დანერგვაზე სახელმწიფო, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. მინისტრის მოადგილემ ყურადღება მწარმოებლებსა და სამეცნიერო სექტორს შორის კავშირის გაძლიერებაზე, აგრარული განათლების ერთიანი სისტემის შექმნაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ქვეყნისთვის მორგებული მოდელის შემუშავებაზე გაამახვილა. „AKIS-ი სოფლის მეურნეობის მართვის […]

„დაბალი ფასის გამო, მომხმარებელს ურჩევნია უხარისხო კარტოფილი იყიდოს, ხარისხიან პროდუქტზე მოთხოვნა შემცირებულია“ – ფერმერი

„ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მომხმარებელს ურჩევნია უხარისხო კარტოფილი იყიდოს დაბალ ფასად, ვიდრე ხარისხიანი შესაბამისი ფასით“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ფერმერმა ილია ყავრელიშვილმა განაცხადა, რომელიც ახალქალაქში კარტოფილს აწარმოებს. მისი თქმით, კარტოფილის გასაყიდი ფასი ბოლო რამდენიმე წელია ძალიან არასტაბილურია, რაც წარმოების პრობლემებს ქმნის. „ჰექტარზე მოსავალი საშუალოდ 65 ტონაა. 500 ტონაზე ნაკლები არასდროს მაქვს მოსავალი და რეალიზაციის პრობლემა […]

„თხილის შეწამვლის გარეშე, ხარისხიან მოსავალს ბუნებრივად ვერ მივიღებთ“- თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.1 მლნ აშშ დოლარით (11%-ით) გაიზარდა და 53.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წელს ექსპორტირებული თხილის 89%-ს გარჩეული თხილი (თხილის გული) შეადგენს და მისი საექსპორტო ფასი დაახლოებით 130%-ით მეტია გაურჩეველი თხილის საექსპორტო ფასზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, ფერმერების ნაწილი თხილის […]

ცნობილი წყვილი დაშორდა: ელენე მახარაშვილის ახალი რჩეული და ირაკლი კვირიკაძის ამერიკული თავგადასავალი – Marao

„მამა, დავით კვირიკაძე, ამერიკაში ცხოვ­რობ­და, იქ თვი­თონ ჩა­მიყ­ვა­ნა. მერე ისე მოხ­და, რომ თვითონ თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და და მე დავ­რჩი. თა­ვი­დან, რა თქმა უნდა, რთუ­ლი იყო. არ ვი­ყა­ვი იმის­თვის მზად. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ნაკ­ლე­ბად ვი­ყა­ვი შეჩ­ვე­უ­ლი. ყო­ველ­თვის გარ­შე­მო მყავ­და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ზედ­მე­ტად ზრუ­ნავ­დნენ ჩემ­ზე და აკე­თებ­დნენ იმას, რაც ალ­ბათ მე უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა… ნიუ-იორკში ჩას­ვლა თა­ვი­დან შოკი აღ­მოჩ­ნდა. აღ­მოჩ­ნდა, რომ […]

თიბისის ტექსკოლაში 600-მა უფროსკლასელმა ტექნოლოგიების შესწავლა დაიწყო

ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 სემესტრზე ჯამში 1123 უფროსკლასელი დარეგისტრირდა, კონკურსის საფუძველზე, მათგან 600 მოსწავლე შეირჩა, რომლებიც მომავალი სამი თვის განმავლობაში ტექნოლოგიებს უფასოდ შეისწავლიან. თიბისიმ ტექსკოლა, ჯეოლაბთან პარტნიორობით გასულ წელს დაარსდა და მთელი საქართველოდან, 2000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. აღსანიშნავია, რომ […]

მაკა ბოჭორიშვილი ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე – ეს განცხადებები სჭირდებათ იმისთვის, რომ ჟურნალისტები მოხვიდეთ, დასვათ კითხვები და შექმნათ პოლიტიკური დღის წესრიგი – არასერიოზულია, როცა ავტორიტარიზმზე არის მინიშნებები

ეს განცხადებები სჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენ [ჟურნალისტები] მოხვიდეთ ჩემთან, დასვათ კითხვები და შექმნათ პოლიტიკური დღის წესრიგი – მეტი ფუნქცია ამ განცხადებას, ისევე როგორც ყველანაირ განხილვას არჩევნებამდე 10 დღით ადრე, საქართველოს შესახებ, არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ავტორიტარიზმზე მინიშნებები […]

გიორგი ვაშაძე – პირობას ვდებ, სუს-ი საქართველოში საბოლოოდ გაისუსება და არასდროს აღარ იარსებებს! – ვეუბნები სუს-ის უფროსს, თქვენი სამსახური გაუქმდება!

პირობას ვდებ, სუს-ი საქართველოში საბოლოოდ გაისუსება და არასდროს აღარ იარსებებს! – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნებში მათი გამარჯვების შემდეგ, სუს-ი გაუქმდება. „სუს-ი საქართველოში არის უკანონობის, აღვირახსნილობისა და პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების, ყველა სიბინძურის წყარო. ვეუბნები სუს-ის უფროსს, თქვენი სამსახური გაუქმდება, როგორც კი ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ […]

გვაქვს სტაბილური ეკონომიკური პროგრესი, რაც მთავრობასთან ერთად ეროვნული ბანკის დამსახურებაა – მინისტრი

„ბოლო პერიოდში ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური ეკონომიკური პროგრესი და განვითარება. ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ ნებისმიერ ექსპერტთან. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, ამავე დროს გვაქვს დაბალი ინფლაცია – ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა და ერთეულ ქვეყნებს შეუძლიათ, ილაპარაკონ ასეთ შედეგებზე,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, […]

პოლონეთში საფერავის წარდგენის მასშტაბური ღონისძიება გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Peope PR” ორგანიზებით, პოლონეთის სომელიეთა ასოციაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ქართული ღვინო საფერავის დეგუსტაცია-სემინარი „Saperavi Experience: Secrets of Georgia’s Red Treasure“ გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „100-ზე მეტი ადგილობრივი სომელიე დაესწრო პოლონეთის დაბა პშჭევში (Pszczew) გამართულ ღონისძიებას, რომელსაც სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ო-ლილე“ ხელმძღვანელი ქეთევან ფრანგულაიშვილი უძღვებოდა. მონაწილეები ქართული […]