“უკანონო მოსმენა არ არის კარგი” – ანზორ ჩუბინიძე

ვინ შეიძლება უსმენდეს ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს? – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ არ იცის, ვინ უსმენს ოლიგარქსი ოჯახს . არვიცი, ალბათ, უნდა დაიწყოს და ალბათ დაწყებულიც არის, თუ მართლაც ეს ასეა, ეს ფაქტი. უკანონო მოსმენა, რა თქმა უნდა, არ არის კარგი”, – ამბობს ჩუბინიძე.

ვინ უსმენს ივანიშვილის ოჯახს? – “ჩვენი ტერიტორიიდან არ განხროციელებულა” – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის მეუღლის შესაძლო აუდიო ჩანაწერებზე პირველ კომენტარს აკეთებს. კითხვაზე, თუ ვინ უსმენს ეკატერინე ხვედელიძეს, გრიგოლ ლილუაშვილმა თქვა: „ვისაც შეუძლია“. „ჩვენი ტერიტორიიდან არ განხორციელებულა“,- განაცხადა ლილუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის ასპასუხოდ. სუსის უფროსს ჩანაწერის ავთენტურობა არ დაუყენებია ეჭვქვეშ. სკანდალური ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის ცოლი, ეკატერინე ხვედელიძე ქოუჩინგის რუსული კურსის დეტალებს არკვევს. youtube […]

საქართველოს მომავალია სასწორზე – ბორელი

ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ევროპელი ლიდერები მედიასთან მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე აქტიურად საუბრობენ. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია, რადგან “სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს“. საქართველოში აშკარად დემოკრატიული უკუსვლაა. შემდეგი არჩევნები სიმართლის მომენტი იქნება და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სვლა, ევროპისკენ თუ მისგან […]

მაკა ბოჭორიშვილი – არანორმალური სიტუაციაა, როცა სხვა ქვეყნის ლიდერები ამდენ კომენტარს აკეთებენ თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში – ეს არ არის ლიეტუვას პრეზიდენტის გადასაწყვეტი

ქართველი ხალხის სუვერენული უფლებაა, ჰყავდეს ის ხელისუფლება, რომელსაც აირჩევს და ეს არ არის ლიეტუვას პრეზიდენტის გადასაწყვეტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებას გამოეხმაურა. ბოჭორიშვილის თქმით, არანორმალური სიტუაციაა, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერები ამდენ კომენტარს აკეთებენ თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. „არანორმალური სიტუაციაა, როდესაც […]

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) მსოფლიო სურსათის დღე 2024 ქუთაისში აღნიშნა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, 16 ოქტომბერს, მსოფლიო სურსათის დღე ქუთაისში აღნიშნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „ყოველწლიურად, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია სურსათის მსოფლიო დღეს აღნიშნავს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც […]

გიორგი ვაშაძე მოუწოდებს ჟურნალისტებს, დააზიანონ „ქართული ოცნების“ ბანერები “არა ომს, აირჩიე მშვიდობა”

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ჟურნალისტებს მოუწოდებს, „ქართული ოცნების“ ბანერი დააზიანონ. ამის შესახებ მან მმართველი პარტიის ბანერების დაზიანების ფაქტებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. ვაშაძე მიიჩნევს, რომ ბანერები „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“, თავს ჭრის საზოგადოებას და „არ შეესაბამება ქართულ გენს“, ამიტომ, სიმბოლურად ყველა უნდა მივიდეს და დააზიანოს. „ეგ ისეთი სამარცხვინო ბანერებია, მე მგონი, […]

ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელში მიგრაციის პოლიტიკის გარშემოც იმსჯელებენ

ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ბრიუსელში 17 ოქტომბერს უკრაინის ომისა და ახლო აღმოსავლეთში კრიზისის გარდა, იმსჯელებენ მიგრაციის გარშემოც. განსაკუთრებული არაერთსულოვნება ევროკავშირის ქვეყნებს შორის ამ თემაზეა. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შეხვედრის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირში რეფორმა მიგრაციის სფეროში ჩქარი წესით უნდა გატარდეს. შოლცის თანახმად, გერმანიის მთავრობა შესაბამის კანონებს ბუნდესტაგში “ძალიან მალე” წარადგენს და კარგი […]

“ხანდაზმულთა თავშესაფარში, 31 ადამიანს ჩამოართვეს პასპორტები და წაიღეს “ოცნების” ოფისში” – თამარ კორძაია

არჩევნებამდე დარჩა ცხრა დღე, “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ აგებს ამ არჩევნებს და ვერ ეგუება წაგებას, სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა რომ სრულიად ჩართოს სახელისუფლებო მანქანა, რათა დააშინოს ან მოისყიდოს საქართველოს მოქალაქეები. მინდა გაცნობოთ, რომ წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 31 ადამიანს ჩამოართვეს პასპორტები და წაიღეს “ქართული ოცნების” ოფისში. ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი წარმოუდგენელია თვით ისეთი დანაშაულებრივი ხელისუფლებისგანაც კი, […]

“ლარი შეიძლება “გაკუპონდეს“, 500-ლარიანი პენსია შეიძლება 6 ან 7 დოლარი გახდეს” – ოქრიაშვილი

დამოუკიდებელი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს: ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა 113 მილიონი დოლარი გაყიდა სავალუტო აუქციონზე, ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად. ეს ამ მოკლე პერიოდისთვის ძალიან დიდი თანხაა. რატომ ველოდები ლარის გაუფასურებას? საქართველოს ფინანსური სისტემა ინტეგრირებულია დასავლურ ფინანსურ სისტემასთან, პრაქტიკულად, მის ნაწილს წარმოადგენს. მმართველმა პარტიამ ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა დასავლეთს და ეს ომი ეხება […]

“მზად ვართ, დავუჭიროთ მხარი მის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე” – სამადაშვილი

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი: “ოპოზიციური ძალებს, რომლებიც პარლამენტში იქნებიან, დასჭირდება კოორდინაცია, კოალიციის დღის წესრიგზე ჩამოყალიბება და ეს ყველაფერი მოითხოვს, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი დონის პოლიტიკურ ჩართულობას და ხელის შეწყობას. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის პრეზიდენტის როლი, რომ ხელი შეუწყოს არჩევნების შემდეგ სწრაფად ჩამოყალიბდეს როგორც კოალიციური მთავრობის პროგრამა, ასევე კონკრეტული სამოქმედო […]