დამტკიცდა სესხის კაპიტალში შენატანად გადაკვალიფიცირების კრიტერიუმები – რა უნდა იცოდეს ბიზნესმა?

2025 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოში საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების რეგულაციები იცვლება. კერძოდ, მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა ცვლილება „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N423 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში. ცვლილებები OECD (Organisation for Economic Co-operation and Development)-ის ახალი გაიდლაინების გათვალისწინებით შემუშავდა და ის ახლებურად განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რის საფუძველზეც სესხი შესაძლოა, განხილულ იქნეს, როგორც კაპიტალში შენატანი. ეს […]
გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი „მზისკარი“ დაიწყო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი „მზისკარი“ დაიწყო. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. „„მზისკარი“ საოჯახო მასპინძლების ქსელია მთელი ქვეყნის მასშტაბით. პრეზენტაციას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები და პროექტის ბენეფიცარები. პრეზენტაციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ პროექტის პირველ მონაწილეებს კვების ობიექტებისთვის საჭირო მანიშნებლები […]
კახა კალაძე – „ნაცმოძრაობას“ აღიზიანებს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მშვიდობაა, ამიტომ აზიანებენ ჩვენს ბანერებს

ყველა რადიკალს, ბოროტმოქმედს, ვინც ქვეყანაში სიძულვილს თესავს, ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, ევროინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ „ქართული ოცნების“ ბანერების დაზიანება ხდება იმიტომ, რომ მათ აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მშვიდობაა. „ამ ადამიანებს აღიზიანებთ ეს […]
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თეატრი „სახელოსნო 42“ წარმოგიდგენთ ოქტომბერ-ნოემბრის სპექტაკლებს

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თეატრი „სახელოსნო 42“ წარმოგიდგენთ ოქტომბერ-ნოემბრის სპექტაკლებს თეატრი „სახელოსნო 42“ ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით – კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. გაეცანით ოქტომბერ – ნოემბრის აფიშას: 27 ოქტომბერი, 2, 10 და 14 ნოემბერი […]
მოქალაქე „აგენტების რეესტრში“ მოხვედრის გამო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართავს

დეა ერემაშვილმა „აგენტების რეესტრში“ მოხვედრის გამო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. იგი ამბობს, რომ საჯარო რეესტრმა მისი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მისი ნებართვის გარეშე გამოაქვეყნა. „აგენტების კანონმა“ უცხოეთიდან გრანტის მიმღები ორგანიზაციები დაავალდებულა, („აგენტების რეესტრში“) დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“. ისინი ვალდებული გახდნენ, ყველა დასაქმებულის პერსონალური მონაცემები, მათთან შეთანხმების გარეშე, იუსტიციის სამინისტროს მიაწოდონ, საჯარო რეესტრის კი […]
ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს “გამარჯვების გეგმა” წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს გააცნო თავისი „გამარჯვების გეგმა“ – ზომების კომპლექსი, რომელიც, მისი სიტყვებით, ომის მსვლელობაში კიევის სასარგებლოდ შეიტანს გარდატეხას. ზელენსკის მიზანია, დაარწმუნოს დასავლელი პარტნიორები, რომ კიევს ნატოში შესვლა შესთავაზონ და რთული ზამთრის წინ უზრუნველყონ სამხედრო დახმარება ბრძოლის ველსა და დანგრეულ ქალაქებში. გეგმა, რომელიც, ზელენსკის აზრით, დაასრულებს ომს „არაუგვიანეს მომავალი წლისა“, მან უკვე […]
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თეატრი „სახელოსნო 42“ წარმოგიდგენთ ოქტომბერ-ნოემბრის სპექტაკლებს

თეატრი „სახელოსნო 42“ ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით – კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი და Visa. თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებისთვის მეოთხე რიგის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება. გაეცანით ოქტომბერ – […]
Webster University Tbilisi-ს საქმიანობის 3 წელი, კურსდამთავრებულების გამოშვება და სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება

Webster University Tbilisi 3 წლისაა. უნივერსიტეტმა 16 ოქტომბერს, დაბადების დღესთან ერთად, პირველი კურსდამთავრებულების გამოშვება და სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება აღნიშნა. ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ნიდერლანდების ელჩი, საბერძნეთის საელჩოს და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, Webster University Tbilisi-მა შეაჯამა გასული 3 წელი და დამსწრე საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო. კურსდამთავრებულებს კი […]
კახა კალაძე – ამ ოპოზიციას, გინდ შეერთებულს, გინდ დაშლილს, გინდ სალომესთან ერთად, გინდ მის გარეშე, გინდ „შალიკოს ფანჩატურით“, გინდ მის გარეშე, აქვს ნულის ტოლფასი შანსი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის დამარცხებას ვარაუდობს და აცხადებს, რომ ოპონენტებს გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნიათ. მისივე მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტის ოპოზიციასთან თანამშრომლობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. „ამ ოპოზიციას, გინდ შეერთებულს, გინდ დაშლილს, გინდ სალომესთან ერთად, გინდ მის გარეშე, გინდ შალიკოს ფანჩატურით, გინდ მის გარეშე, აქვს ნულის ტოლფასი შანსი. არანაირი შესაძლებლობები არ გააჩნიათ, ეს […]
დავით შერაზადიშვილი – დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და განვაგრძობთ მშვიდობიან განვითარებას

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერის მოსახლეობას შეხვდა. შერაზადიშვილის თქმით, ქვემო ქართლის რეგიონი გამოირჩევა თავისი მრავალეთნიკური მოსახლეობით. „ჩვენი რეგიონი გამოირჩევა თავისი მრავალეთნიკური მოსახლეობით და ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა. აქ სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ადამიანები საუკუნეების მანძილზე ერთად მშვიდად, მეგობრულად ვცხოვრობთ. პატივს […]