ზურაბ აბაშიძე – საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან პირობებში თვითონ გადაწყვიტოს, როგორ გზას აირჩევს ევროპული მომავლისკენ

სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დეკლარაცია დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით კონგრესის მონაწილეების წინაშე სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე გამოვიდა, რომელმაც საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარების და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე, ასევე, […]

ევროპაში ყველაზე ძვირად ღირებული ტექნოლოგიური კომპანიის აქციები ბირჟაზე რეკორდულ დონემდე დაეცა

ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული ნიდერლანდური ტექნოლოგიური კომპანიის აქციები ჩამოიშალა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. კერძოდ, ჰოლდინგ ASML-ის აქციები, რომელიც მიკროსქემებისთვის საჭირო აღჭურვილობას აწარმოებს, საფონდო ბირჟაზე რეკორდულ დონემდე დაეცა. ASML-მა ერთ დღეში საბაზრო კაპიტალიზაციის 16%, ანუ 60 მლრდ ევროზე მეტი დაკარგა, რამაც „ინვესტორები შოკში ჩააგდო.” კომპანიაში აცხადებენ, რომ მრავალი გამოწვევა შეექმნა. მათ შორის, არის ქარხნის მშენებლობის შეფერხება და პროდუქციაზე […]

გივი მიქანაძე ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე – მსგავსი განცხადებები, შეიძლება განვიხილოთ წინასაარჩევნო პროცესებში პირდაპირ და უხეშ ჩარევად – რადიკალურ ოპოზიციას სწორედ მსგავსი განცხადებები ასულდგმულებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი განცხადებები, შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო პროცესებში პირდაპირ და უხეშ ჩარევად – რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს სწორედ მსგავსი განცხადებები ასულდგმულებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისი თქმით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ არჩევნების […]

კახა კალაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სტრასბურგში გასაჩივრებაზე – ჩვეულებრივი სისულელე და სპეკულაციებია! – როგორც შეიძლება გამჭვირვალობა ცუდი იყოს?!

ჩვეულებრივი სისულელე და სპეკულაციებია – ერთხელ ხომ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს და არ დააკმაყოფილა იმიტომ, რომ შინაარსობრივად არის სისულელე – როგორც შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი?! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილებას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრონ. კალაძის მტკიცებით, თუ კი […]

ლევან მგალობლიშვილი – შეუფასებელია ვეტერანების ღვაწლი და დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიებაზე ვეტერანებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ მიმართეს. ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას. „დღეს […]

გიორგი პერტაია – ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიო პალატების ფედერაციის ბიზნესის გაციფრულების სამუშაო ჯგუფებთან, რათა დავეხმაროთ ბიზნესს ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) მიწვევით, სტამბოლში მიმდინარე სამუშაო შეხვედრებს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს. მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პალატის პრეზიდენტმა როგორც ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრმა, ევროპალატის აფილირებული კორესპონდენტი წევრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ბიზნესისთვის ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სავაჭრო პალატა აქტიურად მუშაობს […]

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი „მზისკარი“ დაიწყო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი „მზისკარი“ დაიწყო. „მზისკარი“მთელი ქვეყნის მასშტაბით საოჯახო მასპინძლების ქსელია. პრეზენტაციას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები და პროექტის ბენეფიციარები. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, პრეზენტაციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ პროექტის პირველ მონაწილეებს […]

მარია ზახაროვა – „მეორე ფრონტის“ შესახებ რეალისტური შეფასებებია მოცემული – ქართველი ხალხი ხედავს, რომ თავისუფლების, დემოკრატიის კარგი სიტყვის მიღმა რეალურად საშიში „მგელი“ იმალებოდა, ის შხამიანია და დიდი კბილები აქვს

„მეორე ფრონტის“ შესახებ რეალისტური შეფასებებია მოცემული, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა. „მიმაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეებს, 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში მომხდარის სიღრმისეული გამოცდილების გათვალისწინებით, ესმით მომხდარის ძირითადი მიზეზი. ეს არის ყველაზე საშინელი ავანტიურა, რომლისკენაც დასავლეთმა ამ ქვეყნის მაშინდელ ხელისუფლებას უბიძგა. ეს უფრო აშკარა ხდება. ახალი დოკუმენტები ჩნდება. მსგავსი მოვლენები […]

სევდია უგრეხელიძე ევროპის საბჭოს – გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ დეკლარაციას, რადგან ამით თქვენ მხარს დაუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს

ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დეკლარაცია განიხილება. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმართველობათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა, სევდია უგრეხელიძემ ევროპის საბჭოს კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, დეკლარაციას მხარი დაუჭირონ. სევდია უგრეხელიძის თქმით, ამით ისინი ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს დაუჭერენ მხარს. „დღეს ჩვენ დეკლარაციას საქართველოს შესახებ განვიხილავთ, რომელიც „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ შედეგად გამოწვეულ დემოკრატიულ უკუსვლას და პოლარიზაციას ასახავს. […]

თავდაცვის მინისტრი ვეტერანების დღისადმი გამართულ ღონისძიებას დაესწრო

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანების დღე აღინიშნება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალურ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრმა ვეტერანებს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისა და გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ჩიქოვანი განსაკუთრებით დაჭრილ-დაშავებულ ვეტერანებს მიესალმა და საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. თავდაცვის […]