მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა გააცნო. მიხეილ სააკაშვილი საჯარო მოხელეებს მიმართავს და მოუწოდებს, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მომავლისკენ გაიხედონ. „მოგმართავთ, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ქართველი საჯარო მოხელეების ქომაგი. ივანიშვილი, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს გაშინებთ თქვენ, რომ ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში გემუქრებათ რეპრესიები და სამსახურის დაკარგვა. ოლიგარქი, როგორც […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტის დაარსებიდან 102-ე წლისთავი აღინიშნა. ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვიცე-რექტორმა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, პროფესორმა თამარ წერეთელმა მადლობა გადაუხადა რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ფაკულტეტის დღის დაარსების ინიციატივისთვის და აღნიშნა, რომ ენერგეტიკა ქვეყნის წინსვლის გარანტიაა. როგორც წერეთელმა განაცხადა, ენერგეტიკის ფაკულტეტი წარმატებით აგრძელებს თავის ისტორიულ მისიას, მოამზადოს […]

გენადი არველაძე – ჩვენი მიზანია, საქართველო ვაქციოთ ჰაბად, რომელიც რეგიონის ქვეყნებს ხარისხის ინფრასტრუქტურის კუთხით მომსახურებას მიაწვდის

17 ოქტომბერს სსიპ აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა, პირველად მისი არსებობის ისტორიაში, უცხო ქვეყანაში აკრედიტაცია გასცა, კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებული საკალიბრო ლაბორატორიისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, აკრედიტაციის გაცემა უცხო ქვეყანაში ფართოდ გამოყენებული პრაქტიკაა მსოფლიოში და ძირითადად განვითარებული […]

ნათია მეზვრიშვილი – ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა დონეზე – საუბნო, საოლქო კომისიებში, დაკომპლექტებულია მერიებსა და საკრებულოებში დასაქმებული „ოცნების“ პარტაქტივით – გასაოცარია ნათესაური კავშირების მასშტაბი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პარტიას აქვს მტკიცებულებები, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დამოუკიდებელი არ არის. როგორც ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ცესკო დაკომპლექტებულია „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივით. მეზვრიშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარტიას გააჩნია მტკიცებულებები, რაც ადასტურებს იმას, რომ ცესკო დამოუკიდებელი არ არის და პარტიული აქტივით არის დაკომპლექტებული. „დღეს ჩვენ მოვიტანეთ მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, […]

ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო – ღაზაში, თავშესაფრად გადაკეთებული სკოლის შენობაზე ისრაელის თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელმა ღაზას სექტორის ქალაქ ჯაბალიაში სკოლას შენობაზე, სადაც დევნილები იყვნენ შეფარებული, საჰაერო იერიში განახორციელა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე, მედჰათ აბასსზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. ამასთან, ღაზას ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. „არ არის წყალი თავდასხმის შედეგად გაჩენილი […]

ქეთევან თურაზაშვილი – კასპის მეოთხე სკოლის მოსწავლეები, სკოლაში დროულ დაბრუნებას ითხოვენ

კასპის მეოთხე საჯარო სკოლა, ისევე როგორც სხვა უამრავი სკოლა ქვეყნის მასშტაბით, არის დაკეტილი და ბავშვებისთვის უფუნქციო, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა, ქეთევან თურაზაშვილმა კასპში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მასწავლებლები და ბავშვები საკუთარ სკოლაში დაბრუნებას წლობით ელოდებიან, ხელისუფლება კი მხოლოდ ტყუილ დაპირებებს გასცემს. მისივე თქმით, თუნდაც მხოლოდ იმ ათასობით […]

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ასპინძაში მოსახლეობას ხვდება

დღეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი და კოალიციის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში, ივერ ბალახაშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. ფავლენიშვილის თქმით, ბოლო 12 წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში არის სრული უძრაობა, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში. „შეხვედრებს სამცხე-ჯავახეთში ვმართავთ, ახლა სოფელ რუსთავში ვიმყოფებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ […]

რუსეთი ამბობს, რომ “ბოდიშზე” ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ “გარკვეული იმედი” ჩაუსახა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ამბობს, რომ “ბოდიშთან” დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ მოსკოვს “გარკვეული იმედი” ჩაუსახა. ამის შესახებ რუსეთის საგარეოს სპიკერმა ბრიფინგზე ისაუბრა. კერძოდ, მან თქვა, რომ “საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები, მოუხადონ ბოდიში სამხრეთ ოსეთის ხალხს 2008 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომისთვის, გარკვეულ იმედს იძლევა”. მარია ზახაროვამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ […]

ლილუაშვილის მტკიცებით, სუს-ის განცხადება AI ჩანაწერებზე “პრევენციისთვის” გაკეთდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მტკიცებით, სუს-ის გუშინდელი განცხადება AI ჩანაწერებზე “პრევენციისთვისაა”. ლილუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ირწმუნება, რომ ამ განცხადებით უწყებამ ის ადამიანები გააფრთხილა, ვინც “ამაში არიან ჩართულები”. “ეს გაკეთდა პრევენციისთვის, გასაფრთხილებლად იმ ადამიანებისთვის გაკეთდა, ვინც ამაში არიან ჩართულები, რომ თუკი ისინი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. ეს იყო […]

კალაძე: ჩემზე პროევროპელი, პროამერიკელი არ ვიცი, რამდენი შეიძლება დადიოდეს ქვეყანაში

“ჩემზე პროევროპელი, პროამერიკელი, არ ვიცი, რამდენი ადამიანი შეიძლება დადიოდეს ამ ქვეყანაში” – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ჰელსინკის კომისიის განცხადებას ეხებოდა, რომლის თანახმადაც, “მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მომავალს”. კალაძემ ამ განცხადებას “სიყალბე და სიცრუე” უწოდა. ის ირწმუნება, რომ “ამის თქმის არანაირი საფუძველი არ არსებობს” და ოცნების სხვა ლიდერების მსგავსად, […]