მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა

მსოფლიო ბანკმა ცენტრალური აზიის და ევროპის რეგიონის ეკონომიკური პროგნოზი განაახლა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. ახალი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა წელს 5.2%-ის ნაცვლად 7.5%-ით გაიზრდება – ეს 2024 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ზრდის მოლოდინის გადახედვის უკვე მეორე შემთხვევაა, რადგანაც 12 ივნისს WB-იმ ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.2%-მდე გაზარდა, ახლა კი მსოფლიო ბანკმა კიდევ უფრო […]
„მზისკარის“ პროექტი ბევრ, ძალიან მნიშვნელოვან წამოწყებას შეუწყობს ხელს – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე – პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარი“ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ როგორც ტურისტული სექტორის, აგრეთვე იმ საოჯახო რესტორნების წარმომადგენლები, რომლებიც სამომავლოდ „მზისკარის“ ერთიან ქსელში გაერთიანდებიან. მისასალმებელ სიტყვაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეკონომიკის […]
ბრანისლავ ონდრუში: ევროპარლამენტის წევრის სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ არსებობს არცერთი სხვა კანდიდატი სახელმწიფო, რომელიც ისე თანმიმდევრულად მოქმედებს, როგორც საქართველო თავისი გაწევრიანების წინა პროცესში

ბრანისლავ ონდრუში: ევროპარლამენტის წევრის სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ არსებობს არცერთი სხვა კანდიდატი სახელმწიფო, რომელიც ისე თანმიმდევრულად მოქმედებს, როგორც საქართველო თავისი გაწევრიანების წინა პროცესში ევროპარლამენტის წევრის სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სავარაუდოდ არ არსებობს არცერთი სხვა კანდიდატი სახელმწიფო, რომელიც ისე თანმიმდევრულად და აქტიურად მოქმედებს, როგორც საქართველო თავისი გაწევრიანების წინა პროცესში, – აცხადებს ევროპარლამენტის წევრი სლოვაკეთიდან ბრანისლავ […]
თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური საავადმყოფო გაიხსნა

თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი დღეს საზეიმოდ გაიხსნა. სამედიცინო ცენტრი დიღომში, ლუბლიანას ქუჩა N70-ში განთავსდა. 11-სართულიანი შენობა 83 საწოლზეა გათვლილი და 352 თანამშრომელია დასაქმებული. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, პლეტიზმოგრაფის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ექოსკოპიური, რენტგენოლოგიური სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი. სამომავლოდ იგეგმება უახლესი მაგნიტო-რეზონანსული ტექნიკით აღჭურვაც. ახალ შენობაში კლინიკას გადაუდებელი ამბულატორიული […]
მედია – ისრაელმა სავარაუდოდ, “ჰამასის” პოლიტბიუროს თავმჯდომარე იაჰია სინვარი მოკლა

ისრაელმა სავარაუდოდ, “ჰამასის” პოლიტბიუროს თავმჯდომარე იაჰია სინვარი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ისრაელის უშიშროების კაბინეტთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აქამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განცხადება გაავრცელა, რომ ამ მომენტისთვის ამოწმებენ, არის თუ არა ღაზას სექტორში დაბომბვის შედეგად მოკლულ სამ ტერორისტს შორის “ჰამასის” პოლიტბიუროს თავმჯდომარე, იაჰია სინვარი. განცხადებაში აღინიშნება, რომ სახლში, სადაც […]
საქართველოდან შესაფუთი მასალების ექსპორტი 9 თვეში 31,47%-ით, $47,8 მილიონამდე გაიზარდა – კლასტერი

ქართული შესაფუთი მასალების სექტორი ზრდას განაგრძობს. საგარეო ვაჭრობის მონაცემები ცხადყოფს, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში ექსპორტი წლიურად 11,4 მლნ დოლარით, 47,8 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც 31,47%-იან ზრდას წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში, შესაფუთი მასალებიდან ყველაზე მეტი – 27 მილიონი დოლარის ღირებულების ქაღალდის მუყაოს შეფუთვის ექსპორტი განხორციელდა. ქართული შესაფუთი მასალების რეალიზაცია ძირითადად მეზობელ სახელმწიფოებში ხორციელდება. საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში […]
“ივანიშვილის ყველაზე გრანდიოზული გადაგდება და ქოსატყუილობა” – ელისაშვილი

,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა წყალტუბოში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, განაცხადა: ,,წყალტუბოდან მინდა გაგახსენოთ ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული და მასშტაბური ტყუილი და გადაგდება, ბიძინა ივანიშვილის ქოსატყუილობა, ეს არის წყალტუბო, სადაც ყოველი არჩევნების წინ ,,ქართული ოცნება” და პირადად ბიძინა ივანიშვილი მართავდნენ ხოლმე პრეზენტაციას და პირობას დებდნენ, რომ იწყებოდა წყალტუბოს, ამ ჩვენი ყველაზე დიდი და საამაყო, ლეგენდარული კურორტის […]
“თუ გაბედეს არჩევნების მოპარვა… “ოცნებამ” უკვე წააგო” – პრეზიდენტი

El Pais-სთან ინტერვიუში ზურაბიშვილმა თქვა, რომ “ოცნებას“, სამართლიანი არჩევნების პირობებში, მაქსიმუმ 30 პროცენტიანი მხარდაჭერის მიღება შეუძლია. სალომე ზურაბიშვილი, ესპანური გამოცემითვის მიცემულ ინტერვიუში, ამბობს: “აშკარაა, რომ “ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები უკვე წააგო. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება არჩევნების მოპარვას არ გარისკავს ჩვენ აღმოვაჩინეთ თაღლითობის რამდენიმე შემთხვევა და ეს არის, თითქმის, რაოდენობრივად განსაზღვრული, დაახლოებით 10%. თუმცა, მე მჯერა, რომ […]
გალიები ფარშევანგების გარეშე – “წლის შემდეგ კვერცხებიც გვექნება” – რა ხდება ქობულეთში

ქობულეთის მერიამ წინასაარჩევნოდ ცენტრალურ პარკში რკინის ვოლიერები ჩადგა, სადაც, წესით ფარშავანგები უნდა შეეშვათ, თუმცა, გაირკვა, რომ ფარშავანგები არ ჰყავთ და აცხადებენ, რომ ჯერ ვერც იყიდიან, რადგან ბიუჯეტში შესაბამისი თანხა არ გააჩნიათ. ადგილობრივები ტვ პირველთან ამბობენ: “როცა მუნიციპალიტეტში მოსახლოება ებრძვის არაერთ პრობლემას – გაზიფიცირებას, სასმელი წყლის პრობლემას, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, ამ დროს ხელისუფლება ადამიანებს დასცინის და უშენებს […]
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის “ჩრდილოვან ფლოტს”

ბრიტანეთმა ხუთშაბათს გამოაცხადა სანქციების ახალი რაუნდი რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზეა აღნიშნული, შეზღუდვებს დაექვემდებარა 18 ნავთობტანკერი და 4 გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტანკერი, ასევე კომპანია „რუსგაზდობიჩა“. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეს არის სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ და იმ ტანკერების საერთო რაოდენობამ, რომლებსაც ბრიტანეთის სანქციები აქვთ დაწესებული, 47-ს მიაღწია. […]