რა წერია ევროპული საბჭოს დასკვნაში საქართველოს შესახებ

ევროპული საბჭო ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე. ამავდროულად, იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მოქმედებების კურსის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. „ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. ევროპული საბჭო საქართველოს მოუწოდებს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროინტეგრაციის ძირითადი […]
“ბატონო ბიძინა, ჩემი ძმის საქმე თაროზეა… როდემდე შეიძლება ლოდინი?” – ლია კრიალაშვილი

მუხროვანის ამბოხის შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა, ტელეკომპანია იმედთან, თქვა: “ძალიან მტკივა გული ამ ხელისუფლებაზეც, იმიტომ, რომ დღემდე თაროზეა ჩემი ძმის საქმე შემოდებული, როდემდე შეიძლება ლოდინი არ ვიცი. ბატონ ბიძინას მინდა მივმართო, მესმის, რომ გარე ძალები ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის საქმეში და მათ გამო თავს იკავებდნენ და იქნებ, ახლა მაინც, რასაც […]
თბილისის მერია – სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება. განცხადებაში მერია სამწუხაროს უწოდებს, რომ „მგზავრებმა ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს” . ამასთან, მერია განმარტავს, რომ პარკის გახსნასთან დაკავშირებული კონცერტი მაინც შედგება და ღონისძიებაზე მოქალაქეებს იწვევს. მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარს მოიცავს, დამოუკიდებელი საქართველოს […]
“თურნავამ ვერ აღასრულა საერთაშორისო სანქციები ფარცხალაძის მიმართ, რომელსაც კავშირები აქვს პუტინთან” – Global Finance –

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა ევროპის რეგიონში ცენტრალური ბანკების მმართველებს შორის ნათია თურნავა ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა. გამოცემა აფასებს 2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 30 ივნისამდე ცენტრალური ბანკების მმართველების მიერ გაწეულ საქმიანობას. შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია – ინფლაციის კონტროლი, ეკონომიკური ზრდა და მასთან დაკავშირებული მოკლე და საშუალოვადიანი მიზნები, სავალუტო სტაბილურობა და მონეტარული პოლიტიკა. გამოცემა წერს, […]
გურია დიდად ტურისტულად დატვირთული მხარე არ არის – “მენაბდის მარანი”

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში მოქმედი ეთნოგრაფიული სტილის მცირე სასტუმროს „მენაბდის მარანი“ დამფუძნებელი, ვახუშტი მენაბდე BM.GE-სთან სასტუმროს დატვირთულობაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, გურიის მხარე დიდად ტურისტული დატვირთულობით არ გამოირჩევა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ 8-ნომრიან სასტუმროში ქართველი და უცხოელი სტუმრები თანაბარი რაოდენობით სტუმრობენ. „გურია დიდად ტურისტულად დატვირთული მხარე არ არის. ჩვენ ძირითადად სეზონურად ვმუშაობთ. დატვირთულობა პერიოდულობით გამოირჩევა. სასტუმროში […]
“ეს ჩემი ბრძოლაა, – მაქვს მიზანი და თუ ამ რუსებს ჩემი ეშინიათ – ძალიანაც სწორად” – გივი თარგამაძე

ყოფილი მაღალჩინოსანი, გივი თარგამაძე: ეს ჩემი ბრძოლაა. პირადად ჩემი, ჩემი წინაპრების, ჩემი ოჯახის, უკვე ჩემი შვილებისაც. ჩემი ცხოვრება ამ ბრძოლას ეძღვნება. ამ ბრძოლაში თავი არასდროს დამიზოგავს. არც ახლა ვაპირებ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ მიყურებს – ვის სულთამხუთავად მივაჩნივარ, ბოროტად, ვის კი ნამდვილ მებრძოლად, ეს არაფერს მიცვლის – მაქვს მიზანი და მის მისაღწევად არაფერს დავიშურებ. […]
“ბოროტებას მძიმე დარტყმა მიადგა” – ნეთანიაჰუ ჰამასის ლიდერის მკვლელობის შესახებ

ჰამასის ლიდერის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვა გააკეთა. “ეს არის ჰამასის შემდეგ დღის დასაწყისი”, – განაცხადა მან. “ბოროტებამ მძიმე დარტყმა განიცადა, მაგრამ ჩვენ წინაშე მდგარი ამოცანა, ჯერ კიდევ არ არის შესრულებული”, – თქვა ნეთანიაჰუმ. მან სინვარის მკვლელობას ომში “მნიშვნელოვანი მომენტი უწოდა და დაამატა, რომ ღაზას მოსახლეობისთვის ესაა “შესაძლებლობა” საბოლოოდ […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება ან ჩვენ ნატო-ს წევრი ვიქნებით

უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება, ან ჩვენ ნატო-ს წევრი ვიქნებით, – უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამის შესახებ მან აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა. „დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფოებიდან რომელი დაზარალდა? არცერთი. მხოლოდ ერთი – უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთმა – უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბრისას მას ვუთხარი: რა […]
რამაზ სვანაძე: რთული მატჩები გველოდება – მერჩივნა პირველი თამაში სტუმრად ჩაგვეტარებინა

მას შემდეგ, რაც კენჭისყრაზე გაირკვა, რომ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ხორვატია იქნება, nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა: “ძალიან დაძაბული თამაშები გველის. ტრადიციულად ხორვატია ძალიან კარგი გუნდია, განსაკუთრებით მისი ახალგაზრდული სექტორი, ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელით. მოწინააღმდეგის შეფასებას რაც შეეხება, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, რთული […]
,,ცოლი მაინც არ გყავდეს უკრაინელი, ბიჭო” – ,,მგზავრები” სამთავრობო კონცერტზე აღარ იმღერებენ

ცოტა ხნის წინ, თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე ზღვის უბნის პარკს გახსნის, ცერემონიას კი მუსიკალურად გააფორმებს ჯგუფი “მგზავრები“. საზოგადოებაში ამ ინფორმაციას დიდი რეზონანსი მოჰყვა და ხალხის აღშფოთებული ნაწილი წერდა, რომ იმ დროს, როდესაც ევროპული მარში ტარდება, ხელისუფლებას, რომელიც რუსეთისკენ მიგვაქანებს, არ უნდა უმღერო. ,,ცოლი მაინც არ გყავდეს უკრაინელი, ბიჭო” […]