გოგლიჩიძე კვარაცხელიას უშუალოდ დაუპირისპირდება, ლობოტკას გილმორი შეცვლის – ნაკრებებიდან კლუბებში…

სანაკრებო პაუზის შემდეგ საკლუბო ფეხბურთი ბრუნდება. იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში ქართული დაპირისპირებაა, საბა გოგლიჩიძის (საბა საზონოვი ტრავმირებულია) “ემპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” უმასპინძლებს – კვირას, 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 14:30 საათზე. “კარლო კასტელანიზე” (16 284 მაყურებელი) ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება მასპინძელთა (1:0) გამარჯვებით დასრულდა. ეს იყო ამა წლის აპრილში და ამის შემდეგ ნეაპოლელებს ევროტურნირებზე გასვლის შანსი […]

სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არც პასპორტს, არც ელექტრონულ პირადობის მოწმობასა და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას არ ფლობს

2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არც საქართველოს მოქალაქის პასპორტს, არც ელექტრონულ პირადობის მოწმობასა და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას არ ფლობს. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად აცნობა. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში, ჯამში, 882 052 მოქალაქე, როგორც სრულწლოვანი, […]

ალეკო ელისაშვილი – ბაობაბი გახმაო, მთელი მთავრობა მოთქვამდა, აფრიკიდან ჩამოტანილი ხე გახმება, აბა, რა იქნება?! – ბაობაბი კი არა, საქართველო გახმა ივანიშვილის ხელში

ბაობაბი გახმაო, ერთი კვირა მთელი მთავრობა მოთქვამდა. აფრიკიდან ჩამოტანილი ხე გახმება, აბა, რა იქნება?! ბაობაბი კი არა, საქართველო გახმა ივანიშვილის ხელში, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ქუთაისში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მან სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, ქვეყანა ევროკავშირის წევრი აუცილებლად უნდა გახდეს, რათა გამდიდრდეს და ემიგრანტები სამშობლოში […]

ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის ომის დაწყება არ უნდა დაეშვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო პასუხისმგებლობა უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ჯო ბაიდენს დააკისრა. ამერიკელი კომენტატორის, პატრიკ ბეტ-დევიდის პოდკასტში, რომელიც Youtube-ის არხზე 17 ოქტომბერს გავიდა, ტრამპმა განაცხადა, რომ ბაიდენმა ომის პროვოცირება გამოიწვია, ზელენსკიმ კი ომის დაწყება დაუშვა. ტრამპის თანახმად, უკრაინელებს თანაუგრძნობს და მათი დახმარება […]

დღეს კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელის და არქიმანდრიტის გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეა

წმიდა გრიგოლი ხანძთელი დაიბადა დაახ. 759 წელს, იგი დიდგვაროვანთა წრიდან იყო. ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა და „საშოჲთგანვე დედისაჲთ შეწირულ იყო ღმრთისა დედისაგან თჳსისა“. ღვთისაგან გამორჩეული ყრმის „გულისხმიერობაჲ სწავლისაჲ განსაკვირვებელი იყო ფრიად, რამეთუ მსწრაფლ ხოლო დაისწავლა დავითნი და ჴმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაჲცა ისწავლა მრავალთა ენათა და საღმრთონი წიგნნი […]

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 18 ოქტომბერს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 18 ოქტომბერს – ვალუტის კურსი რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 18 ოქტომბერს – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: · 1 აშშ დოლარი – 2.7171; · 1 ევრო – 2.9516; · 1 ფუნტი – 3.5344; · 1 ლირა კი 0.0795 ლარი ეღირება.

LVMH-ს ალკოჰოლის გაყიდვები შეუმცირდა

2024 წლის იანვარ-სექტემბერში Louis Vuitton Moet Hennessy-ის (LVMH) კონგლომერატში შემავალი კომპანიების ალკოჰოლის გაყიდვები შემცირდა. ამის შესახებ The Spirits Business წერს. გამოცემის მონაცემებით, კომპანიის განყოფილებამ, რომელიც სპირტიანი სასმელებისა და კონიაკის გაყიდვებით იყო დაკავებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11% დაკარგა (2,23 მილიარდი დოლარი). ამასთან, შამპანურისა და ღვინის გაყიდვები შემცირდა 6%-ით (2,33 მილიარდი დოლარი). მთლიანობაში, ჯგუფის ალკოჰოლის […]

ალექსანდრე წულაძე – საამაყოა, რომ ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან მრავალწლიანი პარტნიორობის შედეგად საქართველოს წვლილი შეაქვს CERN-ში მიმდინარე უმსხვილესი გლობალური სამეცნიერო კვლევების წარმატებაში

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ავრცელებს. მათი ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტმა კოსტას ფონტასმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით […]

თენგიზ შარმანაშვილი ჯგუფ „მგზავრების“ მიერ ზღვისუბნის პარკში კონცერტის გაუქმებაზე – ხალხი მეხსიერებადაკარგული ჰგონიათ

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი, ჯგუფ „მგზავრების“ ვიდეოს აზიარებს, სადაც ისინი რუსეთში გასამართ კონცერტებს აანონსებენ. შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ვიდეო 2008 წლის მოვლენების შემდეგ არის გადაღებული, “მგზავრებს” კი ხალხი მეხსიერებადაკარგული ჰგონიათ. „2008 წლის მოვლენების შემდეგ. ევროპა არა? ხალხი მეხსიერებადაკარგული ჰგონიათ“, – წერს თენგიზ შარმანაშვილი. ჯგუფმა “მგზავრებმა” 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნასთან დაკავშირებით გასამართი კონცერტი იმ […]

პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში – ფაზა II“ დასრულდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტში პროექტი – „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში – ფაზა II“-ის შეაჯამეს. მათივე ცნობით, პროექტი სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რისთვისაც 2023-2024 წლებში, ჯამში, 563,540 ევრო დაიხარჯა. „პროექტი ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) და სლოვენიური კომპანიების კონსორციუმმა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ მხარეები პროექტის მესამე ფაზის საპროექტო განაცხადზე […]