საქართველოში არჩევნების გამო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ენგურის ხიდს ჩაკეტავს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი – ენგურის ხიდი – ჩაიკეტება. აფხაზური სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება, რომ გადაწყვეტილება უკავშირდება „საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებს“ და ასევე „სასაზღვრო რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო ფრენებს“. გადაწყვეტილების თანახმად, ენგურის ხიდის ჩაკეტვა არ შეეხებათ […]
კობახიძემ ევროპული საბჭოს პოზიცია დაუკავშირა ევროკავშირზე „გლობალური ომის პარტიის“ გავლენას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას, რომელიც ევროპული საბჭოს დასკვნაში საქართველოს შესახებ ჩანაწერს ეხებოდა. კობახიძემ საქართველოს მთავრობის მოქმედებების შესახებ დასმული შეკთხვის საპასუხოდ, უკრაინისა და მოლდოვის შესდახებ ილაპარაკა. „ამ დროს უკრაინას და მოლდოვას აქვს დადებითი შეფასებები, სადაც ერთმანეთზე მიყოლებით ხურავენ ტელევიზიებს, პოლიტიკურ პარტიებს, არ არსებობს არც მედიაპლურალიზმი, არც პოლიტიკური პლურალიზმი, ყვავის კორუფცია, […]
ზურაბ ჭიაბერაშვილი – ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ევროპული გზის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს, რაც სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის დაბრუნებას ნიშნავს

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ევროპული გზის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის დაბრუნებას ნიშნავს, – ასე გამოეხმაურა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინკის განცხადებას. მისი თქმით, 26 ოქტომბერს, არჩევნებში საზოგადოებამ ან ევროკავშირი უნდა აირჩიოს, ან “ქართული ოცნების” ჩაკეტილი წრე, […]
თორნიკე რიჟვაძე – მოსახლეობამ აჭარაში კარგად იცის, რომ სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის” მთავარი რეკეტი გახლდათ ხაზარაძე, რომელსაც უკავშირდება არაერთო ოჯახის გაუბედურება აჭარაში, მთლიანი გვარების გაუბედურება, მათი გაკულაკება

მსურს გაგაცნოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მორგებული და გათვლილია აჭარის თითოეული მცხოვრებლის საჭიროებებზე, მათ კეთილდღეობაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიზნით და სულისკვეთებით ვხელმძღვანელობდით აქამდე და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ ახალი შემართებით გავაგრძელებთ ამ მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე […]
პრემიერ-მინისტრი – არაფერი არ არის შეჩერებული, თუ რამეა შეჩერებული, ეს არის სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტეგრაცია – ყველა მიმართულებით გვაქვს ვითარება, რაც ხელს შეუწყობს, რომ 2030 წლისთვის ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრი

არაფერი არ არის შეჩერებული. თუ რამე არის შეჩერებული, ეს არის სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტეგრაცია ევროკავშირში- ყველა მიმართულებით გვაქვს ისეთი ვითარება, რაც ხელს შეუწყობს, რომ 2030 წლისთვის ჩვენ გავხდეთ სწორედ ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, გრძნობს თუ არა საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ახლა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის […]
პრემიერი – მანიპულაცია კი არა, ადამიანური შეცდომებიც გამოირიცხება, ისეთი აპარატურით ჩატარდება არჩევნები, ასეთ ვითარებაში საფუძველი არ აქვს გაყალბებაზე საუბარს – იმედია PVT-ს არ გაგვიყალბებენ

იმედია PVT-ს არ გაგვიყალბებენ, ან რაიმეს ასეთს არ გააკეთებენ, – ასე შეაფასა, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაივლის, რასაც საერთაშორისო დამკვირვებლები აღიარებენ, ხოლო თუ ასე არ მოხდება, მზად არიან განსხვავებული ვარიანტები წარმოადგინონ, რაც „არ არის მუქარა და მარტივი რეალობაა“. როგორც პრემიერმა განმარტა, ოპოზიციას […]
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე – კიევის ბრალი არ არის 2021 წლის საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ფარული შემოგზავნა, ბრიუსელის ბრალი არ არის მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას რომ ითხოვს – ჩვენი ბრალია, ჩვენი!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, „პრობლემა არ არის ბრიუსელში, არც ვაშინგტონსა და კიევში, ის არის აქ, საქართველოში“. პაპუაშვილის განცხადებით, რა თქმა უნდა, კიევის ბრალი არ არის, 2021 წლის არჩევნების წინ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ფარული შემოგზავნა და არც ბრიუსელის ბრალია ის, რომ მსჯავრდადებული სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. „რა თქმა […]
თავდაცვის მინისტრმა მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადა 20 წლისაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მათ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. „სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის […]
ჩვენი ბრალია, ჩვენი! – შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს პასუხობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ეხმიანება ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის თანახმად, “პრობლემა არ არის ბრიუსელში, არც ვაშინგტონსა და კიევში, ის არის აქ, საქართველოში”. პაპუაშვილის განცხადებით, რა თქმა უნდა, კიევის ბრალი არ არის, 2021 წლის არჩევნების წინ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ფარული შემოგზავნა და არც ბრიუსელის ბრალია ის, რომ მსჯავრდადებული სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. “რა თქმა […]
ვიმედოვნებთ, ვინც უნდა მოიგოს არჩევნები, ხელახლა დაიწყებს სამუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით – პაველ ჰერჩინსკი

ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც უნდა მოიგოს არჩევნები, ხელახლა დაიწყებს სამუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირში გრძნობენ, რომ მშვიდობის, განვითარების და კეთილდღეობის ზონა უნდა გაფართოვდეს სხვა ქვეყნებშიც, რაც, მისივე თქმით, საქართველოსაც მოიცავს. „ევროკავშირი არის ჭეშმარიტად წარმატებული მშვიდობიანი პროექტი. 70 წელზე მეტი დროის განმავლობაში ევროკავშირის საშუალებით […]