სულ კარგად იყვნენ, დავემშვიდობებით მალე – აჩიკო გულედანი “ოცნებაზე”

მომღერალი და “მწავნე ოთახის” სოლისტი აჩიკო გულედანი 20 ოქტომბერს, ევროპულ მარშს უერთდება და ამბობს: “ჩანს, რომ ხალხი არის მოტივირებული იმისთვის, რომ თავი გადაირჩინონ და არა ის, რომ რომელიმე პარტიაზე იფიქრონ. კონკრეტულად, ახლა არის იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენი ქვეყანა, დამოუკიდებლობა, რაც აღვადგინეთ 1991-ში, შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ ჩვენი გზა. ნებისმიერი რამ, შეიძლება, ხვალ – მარსიელები ხართო დაგაბრალონ, […]

მოტყუებით დაეუფლნენ აშშ–ში მცხოვრები პირის $1 634 000 და 1 მილიონ ევროს – ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს

ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმე – საქართველოს პროკურატურამ 4 პირი დააკავა. უწყების ცნობით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირების კუთვნილ 1 634 000 აშშ დოლარს და ერთ მილიონ ევროს. ზემოაღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი წარმომავლობის მქონე ქონებების ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა თბილისის ერთ-ერთ […]

“წყალში ვლპებით და ონკანებში წყალი არ გვაქვს” – ბაუჟაძე

წყალში ვლპებით და ონკანებში წყალი არ გვაქვს. რომ დათვალოთ რამდენი მილიონია გამოყოფილი (და არა დახარჯული) გული გაგისკდებათ. არადა, საქართველოში ყველაზე ჭარბტენიან მუნიციპალიტეტში ვცხოვრობთ.

ბადრი ჯაფარიძე – პაველ ჰერჩინსკის განცხადება ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არის სრულიად ანტიდასავლური ძალა, სადაც მისი ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან ევროპელი ლიდერების ლანძღვაში, ევროკავშირის ღირებულებების ფეხქვეშ გათელვაში

ევროპული საბჭოს განცხადება ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს, რომ ქართველი ხალხის ოცნება, მიზანი მიღწეული იქნას, – ასე აფასებს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საქართველოს შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნას. როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ქართველმა ხალხმა არაერთხელ მტკიცედ განაცხადა, რომ მის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს საქართველო იხილოს ევროპულ ოჯახში, ევროკავშირში […]

ბუნდესტაგმა საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც მიგრაციის პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამკაცრებას ითვალისწინებს

გერმანიის ბუნდესტაგმა სამთავრობო კოალიციის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების პაკეტის მიღებას მხარი დაუჭირა. მედიის ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტს მხარი 361-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 290 წავიდა, ხოლო 9-მ თავი შეიკავა. დოკუმენტების პაკეტის პირველი ნაწილი ითვალისწინებს გერმანიაში თავშესაფრისა და ბინადრობის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას. კერძოდ, იგეგმება დეპორტაციას დაქვემდებარებული თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის სახელმწიფო სოციალური შეღავათების შემცირება. გარდა ამისა, მკაცრდება კანონმდებლობა იარაღის შენახვისა […]

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ზემო ფონიჭალის რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა, კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალა N11 კორპუსის მიმდებარედ, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს დასახლებების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები. დელეგატის თქმით, მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და […]

„ჯივიპიმ“ ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2024 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე წყალსადენის ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო, რომელშიც კომპანია 1,5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 6.5 კმ სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები განახლდება, 53 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება, 27 საკვანძო ჭა და 17 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყობა. „აღსანიშნავია, რომ […]

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი თელავის რაიონის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლების – ბუშეტისა და ქვემო ხოდაშენის მოსახლეობას შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. შეაჯამა სოფლებში მიმდინარე სამუშაოები. ასევე, ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას. მათივე ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ევროკავშირი გამოვიდა დეპორტაციის ახალი წესების სასწრაფოდ მიღების მოწოდებით

ევროკავშირის ქვეყნები არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარების მიზნით ახალი წესების სასწრაფოდ მიღებას ითხოვენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც ბრიუსელში გამოქვეყნდა 17 ოქტომბერს. ევროკავშირის ლიდერებმა ასევე დაადასტურეს თავიანთი გადაწყვეტილება, ებრძოლონ იმიგრაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. რუსეთს, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებს არ უნდა მიეცეთ უფლება, „ბოროტად გამოიყენონ ჩვენი ღირებულებები, მათ შორის თავშესაფრის უფლება, და ძირი გამოუთხარონ ჩვენს […]

“სუპერლიგის იდეა ისევ ცოცხალია და ყველაფერი მზადაა…”- ლაპორტა

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კატალონიური კლუბის ოფიციალურ არხთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის შესახებ ისაუბრა. ესპანელი საფეხბურთო სელექციონერის თქმით, სუპერლიგის შექმნის იდეა ჯერ კიდევ ცოცხალია. “თავიდან მეგონა, რომ მეტი ფული გვექნებოდა, თუმცა მეტი მატჩი მივიღეთ. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა პრესტიჟული ტურნირია, თუმცა ახალი ფორმატისგან ცოტა მეტს ველოდებოდი. სუპერლიგის იდეა ისევ ცოცხალია, ყველაფერი მზადაა, თუმცა […]