კობახიძის მტკიცებით, EU-ში არა საქართველოს, არამედ სხვა კანდიდატების ინტეგრაციაა შეჩერებული

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მორიგი განცხადების შემდეგ, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ “არაფერი არ არის შეჩერებული”. ის ირწმუნება, რომ “თუ რამე არის შეჩერებული, ეს არის სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტეგრაცია ევროკავშირში”. “არაფერი არ არის შეჩერებული, თუ რამე არის შეჩერებული, ეს არის სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტეგრაცია ევროკავშირში. როცა შენი ეკონომიკური […]
ფიშერი: საქართველოს არ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს, და EU-ში გაწევრიანდეს

ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოზე, რომელიც 17 ოქტომბერს დაამტკიცა ევროპულმა საბჭომ, ევროკავშირის გაფართოების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ. თუ გაღელვებთ ეს საკითხი, წაიკითხეთ და გაიგეთ ეს სიტყვები. საქართველოს შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს. მაგრამ მას არ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც უნდა, და გაწევრიანდეს ევროკავშირში. თქვენ გადაწყვიტეთ.
დარჩელის საბავშვო ბაღის ხელმძღვანელის თქმით, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის პირველი საბავშვო ბაღის დირექტორი ირინა კაკაჩია აცხადებს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ასეთი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად მასწავლებელი ასახელებს მის ღია მხარდაჭერას ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ქვეყნის ევროპულ გზას ირჩევენ და ამ მიმართულებით გამართულ აქციებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, როგორც საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორი ირწმუნება, მისი კანდიდატურა მიუღებელი იყო ასევე პარტია „ქართული ოცნების“ ადგილობრივი […]
ალექსანდრე წულაძემ სამტრედიის მუნიციპალიტეტის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, ვანის, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, გივი ჭიჭინაძემ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, რომლებმაც 100-ზე მეტ წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრად კომპიუტერები გადასცეს. „მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას […]
დიმიტრი ხუნდაძე – ღრმად მწამს, რომ ჩვენი არჩევანი მშვიდობის, სტაბილურობის, რწმენისა და ტრადიციების შენარჩუნების სასარგებლოდ იქნება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მოსახლეობას ქალაქ მცხეთაში შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. მათივე ცნობით, დელეგატმა მოისმინა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე. „მცხეთაში მიღებული გადაწყვეტილება განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს! ღრმად მწამს, რომ […]
“აფხაზეთი ინციდენტს აშკარა პროვოკაციად მიიჩნევს” – სოხუმი გალში ჩამოგდებულ დრონზე

აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, აფხაზეთ-საქართველოს ე.წ. საზღვრის ერთობლივი პატრულირებისას, აფხაზეთის [დე ფაქტო] ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და რუსეთის ФСБ-ის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლების მიერ აღმოჩენილი უპილოტო დრონი გალის რაიონის სოფელ ბგოურასთან [ქვემო ოტობაია], რომელიც იღებდა შემოგარენს და სამხედრო ობიექტებს, “აშკარა პროვოკაციაა”. “აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ინციდენტს აშკარა […]
“პარტიაში ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვინც დაგვცინოდნენ და გვაგინებდნენ” – მიშა მესხი

თბილისის საკრებულოს დეპუტატიმიშა მესხი მოახლოებულ არჩევნებზე საუბრობს: “ამ წინასაარჩევნოდ ბევრჯერ გამიგია სიტყვა, მოიცა რა, რა ნაცები მოვლენ და ნაცების დრო წავიდა… იცით, რა მაინტერესებს? თქვენი აზრით, ეს “ახალი” და ნაციონალური მოძრაობა რომ მოვიდეს უმრავლესობაში, დავუშვათ, გაქვთ იმის ილუზია, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს ბოლომდე მოიხდის? ან გაქვთ ილუზია, როცა სააკაშვილი ციხიდან გამოვა დათო ახალაია, ბაჩო ახალია, […]
კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას შალვა გოგოლაძე დაიკავებს, ხოლო მას შემდეგ, რაც გამოიყოფა სპორტის სამინისტრო, იგი დაიკავებს სპორტის მინისტრის თანამდებობას – პრემიერი

კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას შალვა გოგოლაძე დაიკავებს, ხოლო მას შემდეგ, რაც გამოიყოფა სპორტის სამინისტრო, იგი დაიკავებს სპორტის მინისტრის თანამდებობას – პრემიერი გვინდა, წარმოგიდგინოთ ბატონი შალვა გოგოლაძე, რომელიც ამ ეტაპზე დაიკავებს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, ის იქნება სპორტის კურატორი კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხოლო მას შემდეგ, რაც გამოიყოფა სპორტის სამინისტრო, ის დაიკავებს სპორტის […]
150-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე გაიარა რეგისტრაცია, მათ არ ეშინიათ საკუთარი ფინანსების გასაჯაროების – პრემიერი

150-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე გაიარა რეგისტრაცია, მათ არ ეშინიათ საკუთარი ფინანსების გასაჯაროების – პრემიერი გამჭვირვალობის შესახებ კანონი არც არავის ზღუდავს და არც სტიგმატიზაციას ახდენს არც ერთი ორგანიზაციის, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ100-ზე ბევრად მეტმა ორგანიზაციამ გაიარა რეგისტრაცია ერთი მარტივი მიზეზის გამო, არავითარ პრობლემებს არ უქმნის ამ ორგანიზაციებს ეს კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ […]
სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, რუსეთში გაიგზავნა ჩრდილოეთ კორეის 12 ათასი ჯარისკაცი

სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა გამოაცხადა ჩრდილოეთ კორეის 12 ათასი სამხედროს რუსეთში გაგზავნის შესახებ უკრაინის წინააღმდეგ ომში მის დასახმარებლად. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი იტყობინება. როგორც ამტკიცებენ, ფხენიანმა ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ჯარების დისლოკაციის შეცვლა უკვე დაწყებულია. საუბარია ოთხ სამხედრო ბრიგადაზე, მათ შორის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებზე. თუ ინფორმაცია დადასტურდება, ეს შეიძლება გახდეს ისტორიაში ჩრდილოეთ კორეის ჯარების […]