ზუგდიდის ბაღების გაერთიანება – ირინა კაკაჩია დარჩელის საბავშვო ბაღის გამგე არ ყოფილა, შესაბამისად, არც თანამდებობიდან გაუთავისუფლებია ვინმეს

„სკოლამდელ – სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“ დარჩელის საბავშვო ბაღის ყოფილი გამგის მოვალეობის შემსრულებლის და ამჟამად, მუსიკის მასწავლებლის, ირინა კაკაჩიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება, რომლის თანახმადაც, თითქოს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რაც მათი მტკიცებით, სიცრუეა. მათივე მტკიცებით, ირინა კაკაჩია სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღის გამგე არ ყოფილა, შესაბამისად, არც თანამდებობიდან ვინმეს გაუთავისუფლებია. „ვეხმაურებით ა(ა)იპ „სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებათა“ […]

ედვარდ მკრტიჩიანი – ტურიზმის ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი” ახალგაზრდა მეწარმეებს დიდ მოტივაციას გვაძლევს ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარის“ მნიშვნელობაზე პროექტის მონაწილე ედვარდ მკრტიჩიანი საუბრობს – საოჯახო სასტუმროს მფლობელის განცხადებით, „მზისკარი“ ხელს შეუწყობს გასტროტურიზმის განვითარებას საქართველოს რეგიონებში, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, „ედის დაჩა“ საოჯახო სასტუმროა დაშბაშის კანიონთან ახლოს და შენობას ძველი ქართული ხის ორნამენტები აქვს. „უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროექტის შემქმნელებს. […]

„ჰამასი“ იაჰია სინვარის სიკვდილს ადასტურებს

„ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრი, ხალილ ალ-ჰაია დაჯგუფების ლიდერის, იაჰია სინვარის დაღუპვას ადასტურებს და აცხადებს, რომ სინვარის სიკვდილი მხოლოდ გააძლიერებს ჯგუფს. მედიის ინფორმაციით, ხალილ ალ-ჰაიამ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ის პირობას დებს, რომ „ოკუპანტები“ მალე ინანებენ მის მოკვლას. „ჰამასის“ მაღალჩინოსნის თქმით, ისრაელელი მძევლები არ დაბრუნდებიან მანამ, სანამ ღაზაში აგრესია არ დასრულდება და არ მოხდება ღაზას სექტორიდან ისრაელის […]

მთიან აჭარაში ორ საოჯახო-სასტუმრო სახლს „კარგი მასპინძლის“ სტატუსი მიენიჭა

მთიან აჭარაში ორ საოჯახო-სასტუმრო სახლს „კარგი მასპინძლის“ სტატუსი მიენიჭა. საოჯახო სახლების – „სხალთა“ და „მოყვარე“ მეპატრონეები პირველები აღმოჩნდნენ, რომლებიც პროექტით გათვალისწინებული ეტაპები წარმატებით გადალახეს. საოჯახო სასტუმროები სხალთისა და მერისის ხეობებში მდებარეობს და წლებია მასპინძლობენ ტურისტებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტი „კარგი მასპინძელი“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის […]

სასწაულ არჩევანს სთავაზობენ ხალხს ევროპისკენ, „მიმზიდველს“ და „უალტერნატივოს”, არ შეიძლება რეალურად ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული, მშვიდობის, ღირსების და უკეთესი ცხოვრების გარანტორი ძალა, უნდა დავივიწყოთ ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებაზე ფიქრი

სასწაულ არჩევანს სთავაზობენ ხალხს ევროპისკენ, „მიმზიდველს“ და „უალტერნატივოს”, არ შეიძლება რეალურად ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული, მშვიდობის, ღირსების და უკეთესი ცხოვრების გარანტორი ძალა, უნდა დავივიწყოთ ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებაზე ფიქრი პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ხელისუფლების ოპონენტების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს კამპანიურ სიყალბეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი გზავნილები სულ უფრო მძაფრდება. […]

აფხაზეთი ე.წ. საზღვარს 23-30 ოქტომბრისთვის ჩაკეტავს – სოხუმი

“აფსნიპრესის” ინფორმაციით, სასაზღვრო რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო ფრენების შესახებ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ე.წ. უშიშროების საბჭოს წევრებმა განიხილეს აფხაზეთის [დე ფაქტო] “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინადადება 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დროებით შეაჩერონ მოქალაქეთა გადასვლა აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე”. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს “რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციების მცდელობებით”. ე.წ. […]

“როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, მაშინვე შეიცვლება განცხადებები” – პრემიერი

საქართველოს პრემიერი აშშ-ს და ევროკავშირს ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ არც ავტორიტარიზმი და არც ანტიდემოკრატიული ქმედებები “ოცნებასთან” კავშირში არ არის და ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ვითარება შეიცვლება, თუმცა, არ ამბობს, როგორ და რა პირობებით ელოდება უკრაინაში ომის დასრულებას, ისევე, როგორც არ ამბობს, რატომ უკავშირებს პარტნიორების მიერ საქართველოს მთავრობისადმი გაკეთებულ განცხადებებს უკრაინის […]

საქართველოს მთავრობის ნაბიჯები, ფაქტობრივად, გაწევრიანების პროცესს აჩერებს – მაკრონი

საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, – ამის საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. რაც შეეხება საერთაშორისო საკითხებს, ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მოლდოვას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო კონტექსტში, როდესაც ის რუსეთის მიერ განხორციელებული ჰიბრიდული ქმედებების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოში არსებული ვითარების გამო, მაშინ, როდესაც მთავრობის მიერ გადადგმული […]

ბადრი ჯაფარიძე – მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის უკულტურო ხელისუფლება

ახლა მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის უკულტურო ხელისუფლება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ კულტურის ახალი მინისტრის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც ქართულ კულტურას დიდი ზიანი მიაყენა. „მათ ხელისუფლებაში ყოფნის მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩათ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საკადრო […]

ბელგიაში, საგანგებო სიტუაციებში ცხოველების გადასარჩენად, ეროვნული გუნდი შექმნეს

ბელგიაში გუნდი გამოჩნდა, რომელიც საგანგებო სიტუაციებში ცხოველებს გადაარჩენს. ისინი დაეხმარებიან შინაურ ცხოველებს და პირუტყვს სტიქიური უბედურების დროს(წყალდიდობა, ხანძარი, კატასტროფები). ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. გუნდს აქვს მანქანები სხვადასხვა ზომის ცხოველების გადასაყვანად, სპეციალური აღჭურვილობა ცხენებისა და პირუტყვისთვის და ნავები წყალში ცხოველების გადასარჩენად. სამაშველო ოპერაციების გარდა, გუნდი გადამზადებულ მოხალისეებს თავშესაფრებში გაგზავნის და ფულით დაეხმარება. გუნდმა მუშაობა 2021 წელს […]