კესო მახარაძე – “მზისკარი” ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონებისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის და გასტრონომიული კუთხით განსაკუთრებული ხაზია

“მზისკარი” ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონებისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის და გასტრონომიული კუთხით განსაკუთრებული ხაზია, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარის“ პროექტის მონაწილე, „ტაბერნე გურიაში-აცანას“ დამფუძნებელი, კესო მახარაძე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ […]
დანიამ უკრაინისთვის 320 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა

დანიამ უკრაინისთვის 320 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა. ამის შესახებ განცხადებას დანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. განცხადების თანახმად, დანიის მთავრობამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 21-ე პაკეტი მოამზადა, რომლის ღირებულებაც 2.4 მილიარდ დანიურ კრონას შეადგენს (დაახლოებით 320 მილიონი ევრო), რომელიც მიემართება არა მხოლოდ იარაღის საწყობებიდან გადაცემაზე, არამედ საერთაშორისო მიმწოდებლებისგან შეკვეთაზეც. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ითვალისწინებს […]
თუ ერთ დღეს გავიღვიძებთ და ვნახავთ, რომ უვიზოდ ქვეყნიდან არ გვიშვებენ და ვიზას მოსკოვი გვიხსნის, მაშინ წუწუნი გვიან იქნება – იაგო ხვიჩია

ჩვენ 26 ოქტომბერს ბევრად უფრო ფრთხილი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს – დღეს შეიძლება ადამიანებს ყველაფერზე ეცინებათ „ქოც-ნაცური“ ჩხუბის შემხედვარე, მაგრამ თუ ერთ დღეს გავიღვიძებთ და ვნახავთ, რომ უვიზოდ ქვეყნიდან არ გვიშვებენ და ვიზას მოსკოვი გვიხსნის, მაშინ წუწუნი გვიან იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისივე თქმით, მთელი […]
Airbus-ის შეკვეთები სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით ხუთჯერაა გაზრდილი

ევროპულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა კორპორაცია Airbus-მა სექტემბერში 235 თვითმფრინავზე მიიღო შეკვეთა, რაც 5,1-ჯერ მეტია წინა თვეში მიღებულ შეკვეთებთან შედარებით. მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში Airbus-მა მთლიანობაში 667 თვითმფრინავზე მიიღო შეკვეთა. ხოლო საბოლოო ჯამში, გაუქმების გათვალისწინებით, შეკვეთები იანვარ-სექტემბერში სულ 648 თვითმფრინავია. სექტემბერში კომპანიისგან თვითმფრინავების მიწოდება, აგვისტოსთან შედარებით, 6.4%-ით 47 ერთეულიდან 50 ერთეულამდე გაიზარდა. კომპანიის მონაცემებით, წლის […]
“საქართველოს შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ მას არ შეუძლია რაც უნდა ის აკეთოს და თან ევროკავშირში გაწევრიანდეს” – ფიშერი

საქართველოს შეუძლია, რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ მას არ შეუძლია, რაც უნდა ის აკეთოს და თან ევროკავშირში გაწევრიანდეს” – ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი 17 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ დასკვნას. გერმანელი დიპლომატი პლატფორმა “X”-ზე წერს, რომ სწორედ გუშინ მიღებული დებულებებია ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოსთან მიმართებით. ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია […]
“ჩვენ გვესმის ეს პასუხისმგებლობა” – ბაიდენი და შოლცი ერთმანეთს შეხვდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს შეხვდა – უცხოური მედიის ცნობით, დახურულ კარს მიღმა ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა და რუსეთ-უკრაინის ომი განიხილეს. როგორც Politico იტყობინება, შოლცმა მშვიდობის დამყარების საკითხში ორივე ქვეყნის საერთო პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას მხარს უჭერს იმდენად, რამდენადაც ეს მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ […]
24-25 ოქტომბერს, ბათუმში ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება

24-25 ოქტომბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპინძლებს. ფესტივალი ტრადიციულად საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე გაიმართება. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ ორი დღის განმავლობაში ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში იმოგზაურონ, დააგემოვნონ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი კერძები, გაეცნონ აჭარულ ტრადიციებსა და კულტურას. გასული წლის მსგავსად, წელსაც მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდება. მოეწყობა სპეციალური […]
ჯგუფი “მგზავრები” განცხადებას ავრცელებს
ჯგუფი “მგზავრები” თბილისის მერიის მიერ დაორგანოზებულ კონცერტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვყენებს და იმ ბულინგის კამპანიას პასუხობს, რაც მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ კონცერტში მონაწილეობა მათ უნდა მიეღოთ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა. “მგზავრები” ყოველთვის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებაში და მართავდა კონცერტებს არა […]
ქალთა ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებისთვის ემზადება. ირის ანტმანის გუნდი ირლანდიასთან გასამართი ორი თამაშისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ვარჯიშობს. მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „პლეი-ოფში თამაში საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული მომენტია და მოთამაშეები მას შრომით ხვდებიან. შესაძლოა, ეს განსაკუთრებული თამაში იყოს, მაგრამ ისე ვემზადებით, […]
„მსოფლიო ბანკის კვლევით, 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს“ – ვახტანგ ცინცაძე

„მსოფლიო ბანკის კვლევით, 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს“ – ვახტანგ ცინცაძე მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განახლებული ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მიმოხილვის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,5 პროცენტს შეადგენს, რაც რეგიონის მასშტაბით ყველაზე […]