სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა – “მგზავრები”

ჯგუფი განმარტავს, რომ პარკის გახსნის ღონისძიება, რომელიც თბილისის მერიის მიერაა ორგანიზებული, “აპოლიტიკურია” და დაემთხვა ამავე დღეს დაგეგმილ “ევროპის მარშს”, “ამიტომ, კონცერტმა მიიღო პოლიტიკური ელფერი”. “მგზავრები” ყოველთვის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებაში და მართავდა კონცერტებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. რა თქმა უნდა, პარკის გახსნა პარტიული ღონისძიება არ არის, თუმცა გახსნის თარიღი დაემთხვა 20 ოქტომბრის ღონისძიებას, […]

„ისეც არ გაგვიძვირებია პროდუქცია, რომ ამას მოთხოვნაზე ემოქმედა“ – „ზარაფხანა“

„ისეც არ გაგვიძვირებია პროდუქცია, რომ ამას მოთხოვნაზე ემოქმედა“ – აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორი. თორნიკე სამხარაძე ამბობს, რომ პროდუქციაზე ფასმა მხოლოდ 4%-ით მოიმატა და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც მსოფლიო ბირჟაზე ერთი უნცია ოქროს ღირებულება 2 600 დოლარი გახდა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბირჟაზე ოქროს ფასმა მორიგი რეკორდი მოხსნა. თბილისის დროით 15:30 საათზე მონაცემებით, ერთი უნცია ძვირფასი […]

„შეიძლება ითქვას, ექვსნიშნა და უფრო მეტიცაა თანხები, რომელსაც ადამიანები მშენებარე კორპუსში ბინის ყიდვისას კარგავენ“ – ადვოკატი

„თანხები, რომელსაც ადამიანები მშენებარე კორპუსებში ბინების ყიდვისას კარგავენ, არ არის პატარა. შეიძლება ითქვას, ეს არის 6 ფიცრა და უფრო მეტიც“, – ამის შესახებ ადვოკატმა ანა აბრამიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც პიროვნება, რომელიც არის მშენებელი, ერთ პროექტს აჩერებს და ახალ პროექტს იწყებს. ასეთ დროს, დიდია ალბათობა იმისა, რომ პრობლემა […]

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება მზადაა, წინა წლების მსგავსად, ყველაფერი გააკეთოს თავისუფალი და […]

ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან, იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, 3+3” რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის ფარგლებში, რომელშიც საქართველო არ მონაწილეობს, განაცხადა: “ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან. ჩვენ გვაქვს ინტერესების განყოფილება იქ, შვეიცარიის საელჩოში. იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც, საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა განიხილონ აქტუალური საკითხები, უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობის, ტურიზმის, ხალხთა შორის კონტაქტების სფეროში, უშუალოდ საქართველოს შესაბამის ხელისუფლებასთან. დავადასტურეთ, რომ ამ პლატფორმის კარი […]

“ყოჩაღ მარიამს, ასე უნდა “დავაჩმოროთ” ეს კრიმინალები ყველგან” – ვის მიმართავს სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მარიამ დოლიძის ინტერვიუს ეხმიანება და წერს: ყოჩაღ ჩვენი აქტივისტი მარიამ დოლიძე, როგორ მაგრად დაუდგა ისნის მე-5 უბანში ივანიშვილის შეიარაღებულ ძველ ბიჭებს, ასე უნდა “დავაჩმოროთ” ეს კრიმინალები ყველგან. ასევე დიდი მადლობა ქართველ მეზღვაურებს, როდესაც ერთად გამოუცხადეს პროტესტი ივანიშვილის რეჟიმს. ჩვენ თავის დროზე მივაღწიეთ რა ჩვენი მეზღვაურების დიპლომების აღიარებას, გამოვიყვანეთ ისინი საერთაშორისო […]

EU-ში არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის დასაჩქარებლად ახალი წესების მიღებას ითხოვენ – Politico

არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარების მიზნით, ევროკავშირის ქვეყნები ახალი წესების დაუყოვნებლივ მიღებას ითხოვენ – როგორც ევროკავშირის სამიტის დეკლარაციაში წერია, გადაწყვეტილებით იმიგრაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან ბრძოლას იწყებენ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა არალეგალურ მიგრანტებთან ბრძოლის საკითხში პოლონეთს და სხვა ქვეყნებს სოლიდარობა გამოუცხადეს. რუსეთს, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებს არ უნდა მიეცეთ უფლება, „ბოროტად გამოიყენონ ჩვენი ღირებულებები, მათ შორის თავშესაფრის […]

გია ვოლსკი – ვიქონიოთ იმედი, რომ დამოკიდებულება შეიცვლება, ან კეთილი ინებონ და დაგვისახელონ, რაში სცოდავს ქვეყანა, გარდა იმისა, რომ არ შედის დაპირისპირებაში ოკუპანტ რუსეთთან, რომელიც საქართველოს საბოლოოდ გაანადგურებს

ვიქონიოთ იმედი, რომ შეიცვლება დამოკიდებულება, ან კეთილი ინებოს ვინმემ და დაგვისახელონ, რაში სცოდავს ეს ქვეყანა, გარდა იმისა, რომ არ შედის ისეთ დაპირისპირებაში ოკუპანტ რუსეთთან, რომელიც საქართველოს საბოლოოდ გაანადგურებს როგორც ეკონომიკურად, ისე ფიზიკურად – მოგონილი უტიფრობაა, რომ რაიმე რუსული ინტერესი ტარდება საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აბსოლუტური […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – თეთრი სახლის გუნდს ველი უკრაინაში

თეთრი სახლის გუნდი მალე ეწვევა უკრაინას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „უკუკავშირთან დაკავშირებით [გამარჯვების გეგმაზე], თეთრი სახლის გუნდს ველი უკრაინაში. ველით, და უახლოეს დროში ის აქ იქნება ამა თუ იმ პასუხებით,” – განაცხადა ზელენსკიმ.

მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

ვიცი, რომ ბევრი მიდიხართ არჩევნებზე იმ ქვეყნებში, სადაც იმყოფებით. მნიშვნელოვანია, რომ დაურეკოთ თქვენ ახლობლებს, ვინც საქართველოშია და სთხოვოთ, არ მისცენ ხმა ქვეყნის გარუსებას და, პირიქით, მხარი დაუჭირონ პროევროპულ ძალებს, – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებისადმი მიმართვაში. როგორც მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, თუკი არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, გაუქმდება ევროკავშირთან სავიზო მიმოსვლა და ამასთან, ქვეყანა […]