„გაზრდილი მოთხოვნის გამო პროდუქტი დაახლოებით 2 ლარით გაძვირდა და ახლა 1 ლიტრი ზეთი მინიმუმ 7 ლარი ღირს“

მსხვილ სავაჭრო ობიექტებში მზესუმზირას ზეთის სიმცირეა. დახლები, ფაქტობრივად, ცარიელია და არჩევანიც – მაქსიმალურად შეზღუდული. იმპორტიორები აცხადებენ, რომ პროდუქციის შემოტანასთან დაკავშირებით მცირე შეზღუდვა იყო და როგორც კი მდგომარეობა გამოსწორდება, მარაგიც შეივსება. იმპორტიორებმა ,,რეზონანსს“ აცნობეს, რომ რამდენიმე დღის წინ მიწოდების მხრივ მცირე დაბრკოლება შეიქმნა, რომელიც მალევე გამოსწორდა, რითიც, სავარაუდოდ, ქსელურმა მარკეტებმა ისარგებლეს და ფასები მყისიერად გაზარდეს. ამ […]

ლავროვი: ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან

რუსეთი აუცილებლობის ფარგლებში ინარჩუნებს კონტაქტებს საქართველოსთან, არის ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში საკითხების განხილვის შესაძლებლობა, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან, ჩვენ იქ გვაქვს შვეიცარიის საელჩოსთან არსებული ინტერესების სექცია, იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც აუცილებლობის ფარგლებში აქვთ შესაძლებლობა, განიხილონ მიმდინარე საკითხები, უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობის, ტურიზმის სფეროებში, ხალხებს შორის პირდაპირი […]

მამუკელაშვილმა ბოლო საგამოფენო მატჩში “ჰიუსტონს” 9 ქულა ჩაუგდო

სანდრო მამუკელაშვილმა საგამოფენო მატჩები დაასრულა. “სან ანტონიო სფურსმა” ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა “ჰიუსტონ როკეტსთან” გამართა და დიდი სხვაობობით – 107:129 დამარცხდა. სანდრო თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. ქართველმა კალათბურთელმა მეტოქის ფარს თამაშიდან 9-ჯერ შეუტია, ქულები კი პერიმეტრიდან სროლით მოიპოვა (3-6). მამუკელაშვილს საჯარიმო არ უსვრია, თავად კი 3-ჯერ დაჯარიმდა. “ჰიუსტონის” გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ჯეილენ გრინმა (30 ქულა), ალპერენ […]

“მასშტაბურად რომ აღვიქვათ საფრთხე, – სწორედ ასე ინაღმება ველი” – ნათია ფანჯიკიძე

ხაზარაძის მიმართ”შაყირის” ტალღა, მის ვიდეოებზე სომხური სიმღერების დადება და პიროვნულად არასაკმაოდ მომწიფებულ მოქალაქეებში აზრის ჩატენა, რომ სომხური ეროვნება დამამცირებელია, სცდება წითელ ხაზს. ოსებს, რომლებიც რუსებს შეეკრნენ, ქართველები დახოცეს და სახლებიდან გამოყარეს, ბოდიში უნდა მოვუხადოთო – ამ განცხადებას მშვიდობის ნამეტანი მოყვარე მთავრობის მომხრეები კბილებით იცავდნენ და მოძმეთაშორისი სიყვარულის პიედესტალიდან ტუქსავდნენ “გლობალური ომის პარტიელებს”. ახლა იგივე ხალხი […]

მიხეილ ყაველაშვილი – ჰერჩინსკის პასუხი მოეთხოვება, იმიტომ, რომ 27 ქვეყნის სახელით საუბრობს – მისი დაკვეთა არის, ამ მშვიდ გარემოში შეცვალოს პროცესი, რომ არ მისცენ „ქართულ ოცნებას” ხმა, ეს არის დანაშაულებრივი გზავნილი

ჰერჩინსკის პასუხი მოეთხოვება, იმიტომ, რომ 27 ქვეყნის სახელით საუბრობს – მისი დაკვეთა არის, რომ ამ მშვიდ გარემოში შეცვალოს პროცესი, რომ არ მისცენ „ქართულ ოცნებას” ხმა, ეს არის დანაშაულებრივი გზავნილი, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს საგარეო უწყებამ ამ […]

ლევან სანიკიძე – იძულებითი ემიგრაცია დიდ ეროვნულ ტრაგედიად იქცა, რაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი დემოგრაფიული კატასტროფა

იძულებითი ემიგრაცია დიდ ეროვნულ ტრაგედიად იქცა, რაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი დემოგრაფიული კატასტროფა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა. სანიკიძის თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც უნდა ქმნიდნენ ეკონომიკურ დოვლათს, უპერსპექტივობის გამო ტოვებენ ქვეყანას. „უკანასკნელი 12 წლის მანძილზე იძულებითი ემიგრაცია ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობისთვის საკუთარი თავის გადარჩენის ერთადერთ საშუალებად იქცა. მხოლოდ 2023 წელს საქართველო […]

რამდენიმე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია სავარაუდოდ ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებისა და პირადობის მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება („სამართლიანი არჩევნები“), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია („საია“) და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო („საერთაშორისო გამჭვირვალობა“) სავარაუდოდ ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებასა და პირადობის მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციები სამართალდამცავ და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ერთობლივად მოუწოდებენ, რომ შეისწავლონ, გამოიძიონ და დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები კანონის სავარაუდო […]

“ერთადერთი სურვილი მაქვს ამ დაბადების დღეზე…” – ჯანგირაშვილი

ერთადერთი სურვილი მაქვს ამ დაბადების დღეზე – 26–ში გავიმარჯვოთ. თუ ეს სურვილი არ ასრულდა, სხვა ყველა სურვილი ფასს კარგავს და ცარიელ სიტყვებად რჩება. ვერც ბედნიერი, ვერც გახარებული და ვერც წარმატებული ვერ ვიქნები ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველო იქნება იმ შემთხვევაში, თუ 26–ში პუტინისტი რუსები არ გავყარეთ ხელისუფლებიდან. მე ძალიან იმედიანად ვარ. ეს ცარიელი ოპტიმიზმი არ არის. […]

“დილის კურიოზი – ალბათ, საახალწლო კურიოზებში მოხვდება” – რომან გოცირიძე

დილის კურიოზი. მივდივარ “ფორმულას” დილის გადაცემაში. იღება ლიფტი 17-ე სართულზე. დგას იქვე კამერა და ჟურნალისტი გოგონა. ჩქარობს, რომ სტუდიაში შესვლამდე მოასწროს კომენტარის ჩაწერა საინფორმაციოებისათვის. მეკითხება: ნათია თურნავამ რომ თავი მოიჭრა, რას იტყოდით ამაზე ( იგულისხმება ევროპის ყველაზე უარეს ბანკირად დასახელება ცნობილი გამოცემის მიერ)? გამოუძინებლობის ბრალი იყო თუ უყურადღებობის, ვერ გეტყვით, კითხვა სხვანაირად გავიგე. ვპასუხობ გაკვირვებული […]

“ექსპლუატაციაში ჯამურად 6 მეგავატი სიმძლავრის სადგურებს გავუშვებთ” – “შაინ ენერჯის” შედეგები

მზის ელექტროსადგურების სამშენებლო/საპროექტო კომპანიის „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი bm.ge-სთან კომპანიის ერთ წლიან ოპერირებას აფასებს. ნინა გადელია აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს კომპანიის მიერ ჯამურად გაშვებული სიმძლავრე 6 მეგავატს აღწევს, მიმდინარე პროექტებიდან გამომდინარე, კი ეს რიცხვი მომავალი 2025 წლისთვის კიდევ უფრო გაიზრდება. „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი ქვეყანაში მზის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ მოთხოვნასაც აფასებს და როგორც ამბობს, გასულ წელთან შედარებით, […]