ირაკლი კობახიძე – კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრში ბავშვებს ექნებათ განვითარების და სპორტულ მიღწევებზე ზრუნვის საშუალება

ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა სამტრედიაში, სადაც პირველ რიგში, ბავშვებს ექნებათ განვითარების და სპორტულ მიღწევებზე ზრუნვის საშუალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედიაში, კახა კალაძის სახელობის ახალი საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა სამტრედიელებს მიულოცა საფეხბურთო კომპლექსის გახსნა და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მინდა მოგილოცოთ არაჩვეულებრივი დღე. ძალიან მიხარია, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს, […]

კუპიანსკიდან და მისი შემოგარენიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

ხარკივის რეგიონის სოფელი კუპიანსკი, რომელიც კიევმა სრულმასსტაბიანი ომის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ რუსული ოკუპაციისგან დაიხსნა, კვლავ იერიშების სამიზნეა. უკრაინა იქიდან ათასობით ადამიანის ევაკუაციას ცდილობს. კუპიანსკი ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ხარკივის რეგიონში მთავარი სარკინიგზო კვანძია. ბოლო თვეების განმავლობაში მას რუსული ძალები უფრო მიუახლოვდა და გამუდმებული დაბომბვის სამიზნე გახდა. რეგიონის გუბერნატორმა სამშაბათს თქვა, რომ ოფიციალურ პირებს უკვე აღარ შეეძლოთ […]

“უახლოეს დროში ის აქ იქნება” – ზელენსკი თეთრი სახლის გუნდზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, წარდგენილი “გამარჯვების გეგმის” შესახებ უკუკავშირისთვის უკრაინაში თეთრი სახლის წარმომადგენლებს ელოდებიან. როგორც European Pravda წერს, ზელენსკიმ ტელემარათონზე გადაცემულ ინტერვიუში გაიხსენა, რომ ის იყო პირველი, რომელმაც “გამარჯვების გეგმა” აშშ-ის პრეზიდენტს წარუდგინა და მისგან “თითქმის მყისიერი გამოხმაურება მიიღო”. უკუკავშირთან დაკავშირებით [გამარჯვების გეგმაზე], თეთრი სახლის გუნდს ველი უკრაინაში. ველით, და უახლოეს დროში ის აქ […]

ბაიდენი შოლცთან შეხვედრაზე: უკრაინის დახმარება არ უნდა შესუსტდეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პარასკევს ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ბერლინში. ეს მისი ბოლო ვიზიტია გერმანიაში სახელმწიფოს მეთაურის რანგში. ის ბელვიუს საპრეზიდენტო სასახლეს ეწვია და შეხვდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს. ბაიდენისა და შოლცის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ომი უკრაინაში. გერმანია შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ქვეყანაა კიევისთვის სამხედრო დახმარების მოცულობით. ბაიდენმა მადლობა გადაუხადა შოლცის მთავრობას უკრაინის მხარდაჭერისთვის. […]

“საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დე-ფაქტო შეწყვეტილია“ – ევროპელი ლიდერების კრიტიკული შეფასებები საქართველოზე

17-18 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრა გაიმართა. ბელგიის დედაქალაქში თავი მოიყარა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ლიდერმა. სამიტის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც იდგა. კრიტიკული აღმოჩნდა როგორც ევროპული საბჭოს დასკვნითი ტექსტი, ისე ევროპელი ლიდერების განცხადებები. „მოქმედების ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე-ფაქტო აჩერებს მიღების პროცესს“, – ვკითხულობთ შეხვედრის შეჯამებაში, რომელიც 17 ოქტომბრის საღამოს გამოქვეყნდა. […]

ჯგუფი „მგზავრები“ – სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი „ბულინგი“ მოჰყვა, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი უარი ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე

სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი უარი ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, – ამის შესახებ ჯგუფი „მგზავრები“ სოციალურ ქსელში წერს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მგზავრები“ ყოველთვის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებაში და მართავდა კონცერტებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. „რა თქმა უნდა, პარკის გახსნა პარტიული ღონისძიება არ არის, თუმცა […]

GITA – ს ორგანიზებით, საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE მიმდინარეობს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, წელს პირველად დაორგანიზდა და ყოველწლიურად ჩატარდება საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტებსა და სტუდენტებში გაზარდოს ინოვაციური და ტექნოლოგიური პროცესების მიმართ ინტერესი და გამოავლინოს წლის საუკეთესო უნივერსიტეტი ამ მიმართულებით. კონკურსის ფარგლებში ყოველ წლიურად შეირჩევა კონკრეტული თემა, რომლის გამოწვევებზეც სტუდენტებმა საკუთარი […]

გოგლიჩიძის ფასი გაიზარდა და “მილანში” კალაბრიას შემცვლელთა შორის განიხილება

Transfermarkt-ის განახლებული ფასების მიხედვით „ემპოლის“ 20 წლის მცველის, საბა გოგლიჩიძის ღირებულება 300 ათასი ევროდან 5 მილიონამდე გიზარდა. Calcio Mercato წერს, რომ დავიდე კალაბრიას „მილანთან“ კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ ეწურება, თუმცა არაა გამორიცხული გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს და მის შემცვლელთა კანდიდატებს შორის გოგლიჩიძესაც ასახელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ „მილანი“ აქედანვე აკვირდება იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც დაცვის ორივე […]

ლავროვი იმეორებს „ოცნების“ ნარატივს და თბილისს კვლავ ეპატიჟება „3+3“ ფორმატში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კვლავ ეპატიჟება საქართველოს „3+3“ ფორმატში. „კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, — ყოველთვის ასე ვაკეთებთ, როცა ამ ფორმატში ვიკრიბებით — რომ საქართველოსთვის ამ პლატფორმის კარი ღიაა. ვიმედოვნებთ, დროთა განმავლობაში ქართველი მეზობლები შემოუერთდებიან ფორმატის მუშაობას. როგორც კი თბილისი გადაწყვეტს, შეუძლია დაიკავოს კუთვნილი სკამი“, — განაცხადა სერგეი ლავროვმა თურქეთში, „3+3“ რეგიონული პლატფორმის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. […]

გლობალურ საკონტეინერო კომპანია MSC-ის საქართველოდან შემოსავალი ₾122 მილიონამდე გაეზარდა

გლობალურ საკონტეინერო კომპანია MSC-ის საქართველოში შემოსავალი 26 მილიონი ლარით, ანუ 27%-ით გაიზარდა და მან 122 მილიონ ლარს მიაღწია – ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის ფინანსურ ანგარიშში არის აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, MSC საქართველოში საკონტეინერო გადაზიდვების ლიდერია და ის მომხმარებლებს საკონტეინერო მომსახურებას ფოთის და ბათუმის პორტებში აწვდის. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის შემოსავლები წყაროების მიხედვით ასე […]