წარმოების გაზრდის მიზნით, კომპანია „ქართული ზეთისხილი“ დედოფლისწყაროში ახალი საწარმოს მშენებლობას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ზეთისხილის ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, სიმბოლური კაფსულა კომპანიის „ქართული ზეთისხილი“ ხელმძღვანელ გიორგი სვანიძესთან ერთად ჩაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „სახელმწიფოს მხარდაჭერით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 3000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა ზეთისხილის […]

შახტრის მცველმა ახალდაბადებული შვილის ტატუ დაიხატა – ბავშვი მისი არ აღმოჩნდა

“შახტარის” მცველმა, ვინისიუს ტობიასმა, რომელიც 2 წელი მადრიდის “რეალში” იჯარით თამაშობდა, ახალდაბადებული შვილის სვირინგი გაიკეთა, თუმცა მალე აღმოჩნდა, რომ ბავშვი მისი არ იყო. 8 ოქტომბერს, ინგრიდ ლიმას, რომელიც ბრაზილიელ მცველს უკვე დაშორდა, გოგონა გააჩინა. ვინისიუს იმდენად გაუხარდა ბავშვის დაბადება, რომ მისი სახელი (მაიტე) სხეულზე ამოიტვიფრა, თან წარწერაც დაამატა: “მიყვარხარ”! თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ ლიმამ ინსტაგრამზე […]

ოსიმენმა სხვადასხვა უნარებით მისთვის იდეალური ფეხბურთელი შექმნა – დაასახელა თუ არა ნიგერიელმა კვარაცხელია

“ნაპოლიდან” “გალათასარაიში” იჯარით მოთამაშე ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა სხვადასხვა უნარებით მისთვის იდეალური ფეხბურთელი შექმნა. მან კრიშტიანო რონალდოს თავით თამაში, ნეიმარის მარჯვენა, ლეო მესის მარცხენა ფეხი და დიმიტარ ბერბატოვის ბურთის კონტროლი საუკეთესოდ მიიჩნია. შეხსენებისთვის, ოსიმენმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე “გალათასარაის” ფორმა 4 შეხვედრაში მოირგო და 2 გოლი გაიტანა. მომზადებულია Football Fans Tribe-ს მიხედვით.

ამერიკის შეერთებული შტატებში ფიგურული ციგურაობის გრან-პრის პირველი ეტაპი დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ალენში მიმდინარე გრან-პრის პირველ ეტაპზე, პირველ სატურნირო დღეს, მოკლე პროგრამები სპორტულმა წყვილებმა წარმოადგინეს. საქართველოს ნაკრების წევრებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ, ამ სეზონზე პირველად, მაყურებლებსა და მსაჯებს ახალი მოკლე პროგრამა აჩვენეს.ჩვენი სპორტული წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ 68.64 ქულით ჯერჯერობით მე-3 პოზიციას იკავებს. თავისუფალი პროგრამა დღეს 23:45 საათიდან დაიწყება. ასპარეზობაში ჩვენი ნაკრების […]

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი ღონისძიებები ქუთასიში გაიმართება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები იმერეთში გაგრძელდება. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დღეს, მოსახლეობასთან შეხვედრა ქუთაისში გაიმართება, სადაც მმართველი პარტიის ლიდერები სიტყვით გამოვლენ. მმართველი პარტიის ცნობით, ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.

ანა ნაცვლიშვილი – დღევანდელი ხელისუფლება არის იმ საფრთხის ნაწილი, რასაც რუსეთი უქმნის ცივილიზებულ სამყაროს – ეს ხალხი გაშიფრულია როგორც ჰიბრიდული ომის ნაწილი, რუსეთის ინტერესების გამტარი ძალა

დღევანდელი ხელისუფლება არის იმ საფრთხის ნაწილი, რასაც რუსეთი უქმნის ცივილიზებულ სამყაროს იმიტომ, რომ ეს ხალხი არის უკვე გაშიფრული და დანახული როგორც ჰიბრიდული ომის ნაწილი, რუსეთის ინტერესების გამტარი ძალა დღეს საქართველოში,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ჰელსინკის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მონაწილეობს ძალიან მძიმე პროცესებში, რის უკანაც დგას რუსეთი […]

დონალდ ტრამპი – სინვარი კარგი ადამიანი არ იყო – მოხარული ვარ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმის გაკეთება გადაწყვიტა, რაც უნდა გაეკეთებინა

სინვარი კარგი ადამიანი არ იყო – მოხარული ვარ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმის გაკეთება გადაწყვიტა, რაც უნდა გაეკეთებინა, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი ისრაელის ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ პოლიტბიუროს თავმჯდომარის, იაჰია სინვარის ლიკვიდაციას. „ის კარგი ადამიანი არ იყო, ზოგჯერ ასეც ხდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, […]

ალექსანდრე წულაძე ქუთაისში რეაბილიტირებული საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურას გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ქუთაისში 34-ე და 37-ე საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სკოლების განახლებულ ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე. „მინისტრი პედაგოგებსაც შეხვდა და მათ ახალ გარემოში წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სკოლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების […]

დავით ფაცაცია ისნის რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ისნის რაიონში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე დავით ფაცაციამ დევნილ მოსახლეობას გააცნო მათი მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა, ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, სახელმწიფოს ძირითად ღირებულებებსა და პრიორიტეტებზე. დავით ფაცაციამ ყურადღება გაამახვილა მშვიდობის შენარჩუნების, ქვეყნის […]

აიათოლა ალი ხამენეი – „ჰამასი“ ცოცხალია და იგი ცოცხალი დარჩება

„ჰამასი“ ცოცხალია და იგი ცოცხალი დარჩება, – ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელის ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ პოლიტბიუროს თავმჯდომარის, იაჰია სინვარის ლიკვიდაციის შემდეგ განაცხადა. „მისი სიკვდილი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობის ფრონტისთვის მტკივნეულია, მაგრამ ეს სინვარის მოწამეობრივი სიკვდილით არ დასრულდება. „ჰამასი“ ცოცხალია და იგი ცოცხალი დარჩება“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ. მისივე თქმით, სინვარი […]