მართვის მოწობის შეცვლა-აღდგენის ხარჯი და პროცედურები

საქართველოში მართვის მოწმობის შეცვლა და აღდგენა ფასიანია. თუ მოქალაქეს საკუთარი მართვის მოწმობის შეცვლა, ან დაკარგულის შემთხვევაში, აღდგენა სურს, შესაბამისი სერვისის მიღება მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში შეუძლია. ამასთან, სააგენტოს განმარტებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის შეცვლის საფუძველი შეიძლება იყოს: მართვის მოწმობის მფლობელის მოთხოვნა; უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის საფუძველზე ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობის გაცემა; ვადის […]
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 მებრძოლი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 მებრძოლი დაიბრუნა, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. „ჩვენი 95 მებრძოლი კვლავ სახლშია. ჯარისკაცები, რომლებიც მარიუპოლსა და „აზოვსტალს“, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვისა და ხერსონის ოლქებს იცავდნენ. ყოველ ჯერზე, როცა უკრაინა რუსეთის ტყვეობიდან თავის ხალხს იხსნის, ჩვენ იმ დღეს ვუახლოვდებით, როდესაც თავისუფლება ყველას დაუბრუნდება, ვინც რუსეთის ტყვეობაში იმყოფება“, […]
ერთიანი გათბობის სისტემებისთვის ახალ რეგულაციას სამშენებლო კომპანიები და დეველოპერები აფასებენ

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით სემეკმა რეგულაციები შეიმუშავა. მარეგულირებლის მიერ დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილებებით მიუხედავად იმისა თუ ვინ დარეგისტრირდება მრავალბინიანი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად – ფიზიკური, იურიდიული პირი, თუ ამხანაგობა, ბუნებრივი გაზის საანგარიშსწორებო მრიცხველზე განხორციელდება საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოთვლა და დარიცხვა. ამისთვის, […]
აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა უკრაინის დახმარების საკითხი და ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ განიხილეს

აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა უკრაინის დახმარების საკითხი და ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ განიხილეს, – ამის შესახებ განცხადებას გერმანიის მთავრობა ავრცელებს. „ლიდერებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომი დაგმეს, განიხილეს მათი გეგმები უკრაინისთვის დამატებითი უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ, მათ შორის, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენება“, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე, […]
“ნაპოლი” – ვინ გაიტანა, დაიტვირთა, დაისვენა და ნაკლები შანსი მიიღო ნაკრებში – კვირას გოგლიჩიძის წინააღმდეგ…

სანაკრებო პაუზის შემდეგ საკლუბო ფეხბურთი დაბრუნდა. იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში ქართული დაპირისპირებაა, საბა გოგლიჩიძის (საბა საზონოვი ტრავმირებულია) “ემპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” უმასპინძლებს – კვირას, 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 14:30 საათზე. “კარლო კასტელანიზე” (16 284 მაყურებელი) ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება მასპინძელთა (1:0) გამარჯვებით დასრულდა. ეს იყო ამა წლის აპრილში და ამის შემდეგ ნეაპოლელებს ევროტურნირებზე გასვლის შანსი […]
“ბევრი ნარკოტიკი და ალკოჰოლი მიიღო… ოთახს ლეწავს” – პეინის სიკვდილამდე, 911-ში შესული ზარების ჩანაწერი გავრცელდა

BBC ავრცელებს სატელეფონო ჩანაწერის ტრანსკრიპტს, რომელიც საგანგებო დახმარების სამსახურში იმ სასტუმროდან განხორციელდა, სადაც One Direction-ის ყოფილი წევრი, ლიამ პეინი გარდაიცვალა. ბრიტანელი მომღერალი არგენტინის დედაქალაქის, ბუენოს-აირესის პრესტიჟულ უბანში, პალერმოში მდებარე სასტუმროს მესამე სართულის აივნიდან გადავარდა. მომღერლის გარდაცვალებამდე, საგანგებო დახმარების სამსახურში სასტუმროდან ორი ზარი შევიდა. ზარების ავტორი, სავარაუდოდ, სასტუმროს მთავარი ადმინისტრატორია, რომელიც ამბობს, რომ მათმა ერთ-ერთმა სტუმარმა […]
100 წლის ბრაზილიელმა გინესის რეკორდი დაამყარა – მან ერთ კომპანიაში 84 წელზე მეტი იმუშავა

ორტმანის კარიერა 1938 წელს, 15 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მან, კომპანიაში, მიტანის თანაშემწის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა. უოლტერ ორტმანს პატარა ასაკიდან მუშაობა ოჯახის ფინანსური კრიზისის გამო მოუწია. მან კომპანიის ყველაზე დაბალი კარიერული კიბიდან, მენეჯერის პოზიციამდე დაწინაურება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში კომპანიას არაერთი რეორგანიზაცია ჰქობდა, ორტმანი კარიერის ბოლომდე ფასეულ კადრად ითვლებოდა.
“დინამო ბათუმმა” “გაგრას” მოუგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. “დინამო ბათუმმა” 16 აპრილის შემდეგ პირველად მოიგო საშინაო მატჩი. ახალი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით სძლიეს “გაგრას” – 3:2. დინამო ბთ 3:2 გაგრა მოქმედმა ჩემპიონმა “დინამო ბათუმმა” მერვეადგილოსან “გაგრას” მოუგო. თავად ბათუმელები მეოთხე საფეხურზე არიან. სხვათა შორის, ბოლო 9 საშინაო შეხვედრაში გამარჯვება არ ჰქონდათ… პირველი გოლი ანგოლელმა მარიო ბალბურდიამ გაიტანა თავურით. ბალბურდია […]
ჰელსინკის კომისია: ოცნება ღიად ანტიდასავლურია და რუსეთთან უფრო და უფრო მეგობრული ხდება

ჰელსინკის კომისია: ოცნება ღიად ანტიდასავლურია და რუსეთთან უფრო და უფრო მეგობრული ხდება მზადება რუსეთისგან მომავალი გრძელვადიანი საფრთხეებისთვის – ამ სათაურით ანგარიშს შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია აქვეყნებს. დოკუმენტში ვრცლადაა საუბარი საქართველოს შესახებ. ჰელსინკის კომისიამ ქვეყანა 49-ჯერ მოიხსენია. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთის გრძელვადიანი საფრთხის ეფექტურად წინააღმდეგობისთვის, ყოვლისმომცველი, მდგრადი სტრატეგია უნდა მიიღოს: “რუსეთი განიხილავს შავ […]
სეული: ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში, რუსეთის დასახმარებლად 12 000 ჯარისკაცს გზავნის

სეული: ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში, რუსეთის დასახმარებლად 12 000 ჯარისკაცს გზავნის სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში რუსეთის დასახმარებლად 12 000 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული დაზვერვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვიტა, უკრაინაში, ჯამში, 12 000 ჯარისკაცისგან შემდგარი ოთხი ბრიგადა გაგზავნოს. დაზვერვის მიხედვით, ჯარისკაცების მობილიზაცია უკვე დაწყებულია. 14 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ […]