ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბიზნესს ჩინეთთან ვაჭრობის მიმართულებით სტაბილურობა და სიცხადე სურს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი აცხადებს, რომ ბიზნესს ჩინეთთან ვაჭრობის მიმართულებით სტაბილურობა და სიცხადე სურს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ პარასკევს ლამისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორმხრივი კავშირები ახლა ახალ საწყის წერტილში დგას და აღნიშნა, რომ ამ ეპოქის ფონზე მსხვილ სახელმწიფოებს შორის კონკურენცია არ უნდა იყოს. ლამი შანხაიში […]

ჯო ბაიდენი „დიდი ოცეულის“ სამიტის წინ ბრაზილიის პრეზიდენტს შეხვდება

ჯო ბაიდენი „დიდი ოცეულის“ სამიტის წინ ბრაზილიის პრეზიდენტს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პერუში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ბრაზილიის პრეზიდენტი, ლულა და სილვაც დაესწრება. 16 ან 17 ნოემბერს კი აშშ-ის პრეზიდენტი ბრაზილიის ქალაქ მანაუსს ან ბელენს ეწვევა. ცნობისთვის, ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ სამიტი […]

თურქეთმა ხელახლა წარადგინა „გავლენის აგენტების“ შეცვლილი კანონპროექტი

თურქეთის მთავრობამ პარლამენტს ხელახლა წარუდგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცნობილა „გავლენის აგენტების“ სახელით და მანამდე კრიტიკული გამოხმაურებების შემდეგ გამოიწვია. ონლაინ გამოცემა „Duvar“-ის თანახმად, კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი დანაშაულის მუხლის შემოღებას თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსში, რათა გააძლიეროს ძალისხმევა „ჯაშუშობის“ წინააღმდეგ. კანონის მიღების შემთხვევაში, „უცხო სახელმწიფოს ან ორგანიზაციის სტრატეგიული ინტერესების ან მითითებების შესაბამისად, სახელმწიფოს უსაფრთხოების ან მისი შიდა თუ […]

დრონმა იერიში მიიტანა ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლზე

შაბათს უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლისკენ, რომელიც ჩრდილოეთ ისრაელში, სანაპირო ქალაქ კესარიაში, მდებარეობს. პოლიტიკოსი არ იმყოფებოდა მასში, არავინ დაშავებულა, იტყობინება მთავრობის ხელმძღვანელის პრესსამსახური. როგორც Reuters-ი აღნიშნავს, მანამდე ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დრონი ლიბანიდან გაუშვეს და ის შენობას დაეჯახა. მაგრამ დეტალები არ გავრცელებულა. სამხედროებმა მხოლოდ აღნიშნეს, რომ მოხერხდა კიდევ ორი უპილოტო საფრენი […]

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პარიზი მზადაა, განიხილოს უკრაინის მიღება ნატოში

პარიზი ღიაა უკრაინის ნატოში დაუყოვნებლივ მიწვევის იდეისთვის, მაგრამ მოკავშირეებთან მოლაპარაკებები ამ საკითხზე გაგრძელდება, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ კიევში ვიზიტისას. უკრაინის დედაქალაქში შაბათს, 19 ოქტომბერს, გაიმართა ბაროსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰას შორის მოლაპარაკებები. ორივე მინისტრმა თანამდებობა ცოტა ხნის წინ, 2024 წლის სექტემბერში დაიკავა. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ბაროსა და სიბიჰას […]

მილანში ასტრონავტებისთვის Prada-ს მიერ შექმნილი სკაფანდრები წარადგინეს

მილანში გამართულ ასტრონავტიკის საერთაშორისო კონგრესზე მოდის სახლმა Prada და კერძო კოსმოსურმა კომპანიამ პირველად წარადგინეს სკაფანდრი, რომელიც მთვარეზე დაჯდომისთვის იქნება გამოყენებული. სკაფანდრები დამზადებულია ინოვაციური მასალისგან, რომელიც გაუძლებს როგორც ექსტრემალურ სიცხეს მთვარის განათებულ სამხრეთ პოლუსზე, ასევე დაბალ ტემპერატურებს რეგიონებში, რომლებიც მუდმივად ჩრდილშია. ღია კოსმოსში კი ასტრონავტები ამ სკაფანდრებში სულ მცირე 8 საათის გატარებას შეძლებენ. NASA-ს მისია Artemis […]

მთავრობამ კულტურის მინისტრის მოადგილის კომპანიას “სანატორიუმი ლიკანი”, აუქციონის გარეშე, ₾16 მილიონად მიჰყიდა

პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილედ წარდგენილ შალვა გოგოლაძის კომპანია შპს „რაიმონდს“, გუშინვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „სანატორიუმ ლიკანის“ 2 148 766 ჩვეულებრივი აქცია პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 16 283 293 ლარად საკუთრებაში გადაეცა. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი განკარგულება 18 ოქტომბრით თარიღდება, როცა გოგოლაძე ირაკლი კობახიძემ მინისტრის მოადგილედ დანიშნა. ცნობისთვის, შალვა გოგოლაძე შპს “რაიმონდის” წილის 50%-ს […]

Sotheby’s აუქციონზე რობოტის მიერ დახატული პორტრეტი გაიყიდება

Sotheby’s ამ ლოტში 120-180 ათასი დოლარის მიღება სურს. აუქციონი 31 ოქტომბერს გაიმართება. Ai-Da მსოფლიოში პირველი მხატვარი რობოტი გახდება, რომლის ნამუშევარიც აუქციონზე გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მაისში მისი ნახატი გაეროში წარადგინეს. „ჩემი ნამუშევრები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპების შესაბამისია, რომელთა თანახმადაც ხელოვნური ინტელექტი პასუხისმგებლობიანად უნდა იყოს გამოყენებული. ეს იყო ალან ტიურინგის პოზიციაც“, – ამბობს რობოტი, რომელიც […]

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ — 20 ოქტომბერს თბილისში მარში გაიმართება

20 ოქტომბერს თბილისში გაიმართება მარში სლოგანით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. მარშის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა. მარშის მონაწილეები 17:00 საათზე შეიკრიბებიან ხუთ ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი გმირთა მოედანი 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა) მარჯანიშვილის მოედანი ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა) ხუთივე ლოკაციიდან მსვლელობა თავისუფლების მოედანზე დასრულდება, სადაც 19:00 საათზე აქცია-კონცერტი გაიმართება. აქცია-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ჯგუფი ყველა LOUDSPEAKERS ნიაზ […]

გიგანტური მტრედი მანჰეტენზე

ნიუ-იორკის ჰაი-ლაინზე ივან არგონტეს ახალი ინსტალაცია განთავსდა. გიგანტური მტრედის სკულპტურა, რომელიც თითქმის ერთ ტონას იწონის და რომლის სიმაღლეც 5 მეტრს აღწევს მანჰეტენზე მე-10 ავენიუსა და 30-ე ქუჩების კვეთაზე 18 თვის განმავლობაში დარჩება. გიგანტური მტრედი ნიუ-იორკის ჰაი-ლაინზე – ივან არგონტეს ახალი ინსტალაცია, რომელიც თითქმის ერთ ტონას იწონის და რომლის სიმაღლეც 5 მეტრს აღწევს, უკვე მანჰეტენზეა. პარიზში […]