ჟან-ნოელ ბარო – საფრანგეთი ღიაა უკრაინის ნატო-ში მოწვევის იდეისადმი, ეს საკითხი პარტნიორებთან განიხილება

საფრანგეთი ღიაა უკრაინის ნატო-ში მოწვევის იდეისადმი, ეს საკითხი პარტნიორებთან განიხილება, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ კიევში უკრაინელ კოლეგა, ანდრეი სიბიგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებისთვის მოწვევას, [საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტმა ამაზე გასულ კვირას პრეზიდენტ ზელენსკის პარიზში ვიზიტის დროს ისაუბრა. ღია ვართ ამისთვის, და ეს არის საკითხი, რომელსაც დღეს ჩვენს ნატო-ელ […]

მთაწმინდის პარკმა ღვინის ფესტივალს – „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ უმასპინძლა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, რიგით მეექვსე ღვინის ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ თბილისში, მთაწმინდის პარკში გაიმართა, სადაც 50 ღვინის მწარმოებლების პროდუქცია წარმოდგენილი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ყველა რეგიონიდან იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ღვინის ეროვნული სააგენტო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ფესტივალისადმი დიდ ინტერესზე როგორც მონაწილე მარნების, ისე სტუმრების ყოველწლიურად მზარდი რაოდენობა მიუთითებს. „ღვინის […]

გერმანიაში სახანძრო სადგური დაიწვა – ზარალი 20-დან 24 მილიონ ევრომდეა

გერმანიაში ახალი სახანძრო განყოფილება დაიწვა. პირველადი შეფასებით, ზარალი 20-დან 24 მილიონ ევრომდეა. დამწვარია სახანძრო განყოფილების შენობა, სპეცტექნიკა და სასწრაფო დახმარების ათამდე მანქანა. შემთხვევას მსხვერლი არ მოჰყოლია. ხანძარი, სავარაუდოდ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის კუთვნილ სასწრაფო დახმარების მანქანას გაუჩნდა, რომელშიც ლითიუმ-იონური აკუმულატორები და გარე ელექტროგადამცემი იყო. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავს, განყოფილებაში ხანძრის საწინააღმდეგო სიგნალიზაცია არ იყო დამონტაჟებული, რადგან ექსპერტებმა […]

დავით გამყრელიძე – მინდა, მადლობა ვუთხრა სუს-ს იმისთვის, რომ სუსტი რგოლები, ის ადამიანები, რომლებიც 5000 ლარად იყიდებიან, დაშინებას ექვემდებარებიან, მათ გამოვლენაში გვეხმარება

მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა სუს-ს იმისთვის, რომ ის სუსტი რგოლები, ის ადამიანები, რომლებიც 5000 ლარად იყიდებიან, რომლებიც დაშინებას ექვემდებარებიან, ამ ადამიანების გამოვლენაში ასე გვეხმარება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კოალიციას „ჩანერგილი ადამიანები არ სჭირდება!“ „არჩევნებამდე დარჩენილია ზუსტად ერთი კვირა და ბოლო დღეებში ხელისუფლება, სუს-ი […]

მიხეილ ჯანელიძე – ამასაც მოვესწარით, კარასინი იცავს საქართველოს ღირსებას და ევროინტეგრაციას ევროკავშირის ელჩისგან

ამასაც მოვესწარით, კარასინი იცავს საქართველოს ღირსებას და ევროინტეგრაციას ევროკავშირის ელჩისგან, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებას. საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი პოსტს „ფეისბუქზე“ წერს. „ამასაც მოვესწარით, კარასინი იცავს საქართველოს ღირსებას და ევროინტეგრაციას ევროკავშირის ელჩისგან. რა თქმა უნდა, მხოლოდ კარასინის გვერდით დგომით შევძლებთ […]

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, სადაც ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, სადაც ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ქუთაისში დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, სადაც ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს. ნიკეას ქუჩაზე სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდა. მშენებლობის ბიუჯეტი 77 347 872 ლარს შეადგენს. ახალაშენებულ […]

დასავლეთთან კავშირების გაწყვეტა, ხელის შემშლელი იქნება ბიზნესისთვისაც – “ხომლის მარანი”

დასავლეთთან კავშირების გაწყვეტა, ხელის შემშლელი იქნება ბიზნესისთვისაც, – ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ „ხომლის მარნის“ დამფუძნებელმა, თამაზ ომანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ურთიერთობა დიდ ბრიტანეთთან და ევროკავშირთან მნიშვნელოვანია მეღვინეებისთვის, ვინაიდან ამ ბაზრებზე გასვლა პერსპექტიულია ქართული ღვინისთვის. „მეღვინეებისთვის ისეთ ნეიტრალურ ბაზრებზე გასვლა, როგორიცაა ბრიტანეთი და გერმანია, სადაც მევენახეობა არაა განვითარებული, საინტერესოა. აქ ჩვენ დიდი პერსპექტივა გვაქვს, შეიძლება ასეთი […]

მიუნხენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი – ევროპაში უკრაინელი ლტოლვილების თითქმის მეოთხედს გრძელვადიან პერსპექტივაში სამშობლოში დაბრუნება არ სურს

ევროპაში უკრაინელი ლტოლვილების თითქმის მეოთხედს გრძელვადიან პერსპექტივაში სამშობლოში დაბრუნება არ სურს. ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი ავრცელებს, რომელიც 2024 წლის ივნისში ჩატარებული გამოკითხვის ანალიზს ეყრდნობა. „უკრაინელი ლტოლვილების დაახლოებით 35 პროცენტს სურს უკრაინაში დაბრუნება, როგორც კი იქ კვლავ უსაფრთხო გარემო იქნება“, – აცხადებს პანუ პოუტვაარამო, მიუნხენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მიგრაციის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი. უკრაინაში […]

როგორ შეგიძლიათ ბინის შეძენა ბანკისგან თავის არიდებით? – ყველაფერი რაც შიდა უპროცენტო განვადების შესახებ უნდა იცოდეთ

სამწუხაროდ საქართველოს ბევრ მოქალაქეს აქვს პრობლემები ბანკებთან და მაღალი იპოთეკის საპროცენტო განაკვეთის გამო ცდილობს მათ თავი აარიდონ ბინის ყიდვისას. ამისთვის კარგი შესაძლებლობაა – შიდა უპროცეტო განვადება. რას ნიშნავს ეს? შიდა უპროცენტო განვადება გადახდის საშუალებაა, როდესაც შესაძლებელია თანხა ნაწილ-ნაწილ გადავიხადოთ და გადახდის პროცესშივე გავხდეთ ქონების მფლობელი. როგორც წესი, განვადება გაიცემა მშენებლობის დასრულებამდე მოკლე ვადით, ფინანსური ორგანიზაციების […]