Global Finance-ის ე.წ. ანგარიში რეალობას აცდენილია და აშკარაა, რომ ავტორები დაკვეთით მოქმედებენ – ეკონომისტი

ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე გამოცემა Global Finance-ის ანგარიშს ეხმაურება, რომელმაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას, საქმიანობა შეაფასა. როგორც ოთარ ანგურიძე წერს, სახეზეა კიდევ ერთი მიკერძოებული, რომელიღაც კერძო გამოცემის ე.წ. ანგარიში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებია შეფასებული. მისი თქმით, თუ გამოცემას ვენდობით, საქართველოს ეროვნული ბანკი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე სუსტია. თუ მათ შეფასებას […]
არჩევნებამდე ლარს საფრთხე არ ემუქრება – კურსის პროგნოზი არჩევნების შემდეგ

საარჩევნო თვეში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 113 მილიონზე მეტი დოლარი გაყიდა. ოქტომბერში განხორციელებული ინტერვენციების მიზანი საარჩევნო მოლოდინის განეიტრალებაა. ალბათ სებ-ს ბაზრისთვის დოლარის კიდევ მიუწევს და ეს არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში გამოჩნდება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წელს რიგით მეხუთე და ყველაზე მსხვილი ინტერვენცია 16 ოქტომბერს განახორცილეა. სებ-მა ბაზარზე 70 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც თითქმის 65 მილიონი დოლარის ათვისება […]
სასწრაფოს შენობიდან კატის გამოსახლების საწინააღმდეგოდ 62 000 ხელმოწერა შეგროვდა

კატამ ლონდონის სასწრაფო დახმარების სადგურში ჯერ კიდევ კნუტობისას დაიდო ბინა, მას შემდეგ, რაც 16 წლის წინ, ის მაშველებმა გადაარჩინეს. კატას გამოსახლების საფრთხე მას შემდეგ დაემუქრა, რაც სამსახურის მენეჯმენტი შეიცვალა; თუმცა, სოციალური ქსელების მეშვეობით, მალევე შეგროვდა 62 000 ხელმოწერა გამოსახლებისგან მის დასაცავად. ახალმა მენეჯმენტმა საზოგადოების თხოვნა გაითვალისწინა და კატა კვლავ სასწრაფო დახმარების სადგურში განაგრძობს ცხოვრებას. წყარო: […]
სუარესი კიდევ 1 წლით აშშ-ში – ვეტერანი ურუგვაელი სავარაუდოდ, მაიამის “ინტერთან” კონტრაქტს გაახანგლძრივებს

MLS-ის ოფიციალური საიტი გვაუწყებს, რომ 37 წლის ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი მაიამის “ინტერთან” კონტრაქტის გახანგლძრივების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოქმედი შრომითი ხელშეკრულება ვეტერან ურუგვაელს თავის ამჟამინდელ გუნდთან ამ წლის ბოლოს იწურება და დიდი ალბათობით, ის კიდევ 1 წლით გაგრძელდება. MLS-ის რეგურალური სეზონის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი, მაგრა, მაიამის “ინტერს” პირველი ადგილი და შესაბამისად, პლეი-ოფში თამაში უკვე […]
ჟან-ნოელ ბარო – ომში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩართვა სერიოზული ესკალაცია იქნება

ომში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩართვა სერიოზული ესკალაცია იქნება, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, ანდრე სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ეს სერიოზული იქნება და კონფლიქტს ახალ ეტაპზე გადაიყვანს, დამატებითი ესკალაციის ეტაპზე“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ. მისივე თქმით, თუ ჩრდილოთ კორეელი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის […]
მიხეილ ჯანელიძე – ამასაც მოვესწარით, კარასინი იცავს საქართველოს ღირსებას და ევროინტეგრაციას ევროკავშირის ელჩისგან –

ამასაც მოვესწარით, კარასინი იცავს საქართველოს ღირსებას და ევროინტეგრაციას ევროკავშირის ელჩისგან, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებას. საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი პოსტს „ფეისბუქზე“ წერს. „ამასაც მოვესწარით, კარასინი იცავს საქართველოს ღირსებას და ევროინტეგრაციას ევროკავშირის ელჩისგან. რა თქმა უნდა, მხოლოდ კარასინის გვერდით დგომით შევძლებთ […]
სოფელ ზემო ალვანში გიორგი ფანჯავიძის ლიტერატურულ-საგანმანათლებლო ნაწარმოების ,,ალვანელის” პრეზენტაცია გაიმართა

სოფელ ზემო ალვანში გიორგი ფანჯავიძის ლიტერატურულ-საგანმანათლებლო ნაწარმოების ,,ალვანელის” პრეზენტაცია გაიმართა. იდეის ავტორი “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური, მდივანი პეტრე ცისკარიშვილია. „გიორგი ფანჯავიძის ლიტერატურულ-საგანმანათლებლო ნაწარმოებში ,,ალვანელი” 1941 წელს, კომუნისტების წინააღმდეგ 98 თუშის აჯანყებაზეა მოთხრობილი. წიგნში საარქივო მასალების კომპილირებით ქრონოლოგიურად, აღწერილია 1941 წლის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ,,სამანელების’’ ლიდერის ადამ ბობღიაშვილის და მისი თანამებრძოლი თუშების აჯანყებისა და თავგანწირული ბრძოლის […]
მთავრობამ კულტურის მინისტრის მოადგილის კომპანიას “სანატორიუმი ლიკანი”, აუქციონის გარეშე, ₾16 მილიონად მიჰყიდა

პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილედ წარდგენილ შალვა გოგოლაძის კომპანია შპს „რაიმონდს“, გუშინვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „სანატორიუმ ლიკანის“ 2 148 766 ჩვეულებრივი აქცია პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 16 283 293 ლარად საკუთრებაში გადაეცა. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი განკარგულება 18 ოქტომბრით თარიღდება, როცა გოგოლაძე ირაკლი კობახიძემ მინისტრის მოადგილედ დანიშნა. ცნობისთვის, შალვა გოგოლაძე შპს “რაიმონდის” წილის 50%-ს […]
კანადელმა მამაკაცმა 38 ძაღლი ერთდროულად გაასეირნა და რეკორდი მოხსნა

კანადელმა მიტჩელ რუდიმ 38 ძაღლი ერთდროულად, 2 კმ-მდე მანძილზე ფეხით გაასეირნა და გინესის რეკორდი მოხსნა. რეკორდის დასამყარებლად, რუდი ძაღლებით ცხოველთა თავშესაფარმა უზრუნველყო. რეკორდსმენის თქმით, მისი მიზანი ძაღლების აყვანის ხელშეწყობა იყო. “ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა ისეთი რამ, რითაც ეს ძაღლები ჩემპიონები გახდებოდნენ,” – განაცხადა მან. წყარო: რუსთავი 2
20-ში „თბილისი პრაიდი” მარშით „შიგ ევროპაში” რომ გაგიძღვებათ პროდასავლელო ვაჟკაცებო – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში „თბილისი პრაიდსა“ და ოპოზიციაზე წერს. „20-ში „თბილისი პრაიდი” მარშით „შიგ ევროპაში” რომ გაგიძღვებათ პროდასავლელო ვაჟკაცებო! გვერდით მეგის ქარდავა, ძმები ახალაიები, კილერა, ყავარჯნიანი გაბო, გვამების მოტრფიალე მერაბიშვილი, მეღვინე გვარამია, მევახშე ხაზარაძე, გირჩი შარვალჩახდილი, ФСБ-ლяკა და გულადი ბელადი მიშა იგულეთ!” – წერს გოგა ხაინდრავა.