ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარანტია იმისა, რომ საქართველო თანმიმდევრულად ივლის წინ ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანის შესრულებისკენ – სიღარიბის საბოლოო აღმოფხვრა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია და ქვეყანამ შეინარჩუნა 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს და თანმიმდევრულად […]
შალვა პაპუაშვილი – ვხედავთ, როგორ წარმოგვიჩენენ ომს – მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას – თავისუფლებად, სიცრუეს – ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს – ქართველი ხალხის სიყვარულად

ვხედავთ, როგორ წარმოგვიჩენენ ომს – მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას – თავისუფლებად, სიცრუეს – ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს – ქართველი ხალხის სიყვარულად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ევროპა სხვისი პატივისცემაა და არა დაქვემდებარება”. „მოვლენისა თუ საგნის სწორი სახელდება […]
150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეცამეტე რაუნდის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. კერძოდ, GITA-ს ცნობით, გამარჯვებულთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება: Calendo – საქართველოში ჯავშნების პირველი მარკეტფლეისი ინტეგრირებული ERP სისტემით ბიზნესებისათვის; Archfix – პლატფორმა არქიტექტურული რუტინული სამუშაოების ავტომატიზაციისთვის; The Seven Enchantments – ჰორორის ჟანრის […]
შალვა პაპუაშვილი – სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას რომ მოითხოვ, ადეიშვილს ბრიუსელის კაბინეტებში რომ უმასპინძლებ, კეზერაშვილს სასჯელისგან რომ შეიფარებ, ესაა ევროპა? – რა თქმა უნდა, არა!

სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას რომ მოითხოვ, ადეიშვილს ბრიუსელის კაბინეტებში რომ უმასპინძლებ, კეზერაშვილს სასჯელისგან რომ შეიფარებ, ესაა ევროპა? თავად ნატო-ს ატომური ქოლგის ქვეშ მყოფი, საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას რომ მოითხოვ, ესაა ევროპა? – რა თქმა უნდა, არა! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში სიტყვით გამოსვლისას […]
კანადა უკრაინას $47 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

კანადა უკრაინას 47 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ინფორმაციას გამოცემა Reuters კანადის თავდაცვის მინისტრზე, ბილ ბლერზე დაყრდნობით ავრცელებს. “კანადა გააკეთებს ყველაფერს, რომ დაეხმაროს უკრაინას გამარჯვებაში”. – თქვა ბლერმა. სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ მიმდინარე წლის ივლისში პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ილაპარაკა. გამოყოფილი თანხა უკრაინელი სამხედროების გადამზადებას და გაწვრთნას მოხმარდება. ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, […]
“პასუხს ვაგებინებთ” – არჩევნებამდე 1 კვირით ადრე, ივანიშვილი ისევ ენმ-ის აკრძალვაზე საუბრობს

ქართული ოცნების დამფუძნებელმა ქუთაისში მოსახლეობას მიმართა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 1 კვირით ადრე, ისევ ნაციონალური მოძრაობის გასამართლებასა და “გლობალური ომის პარტიაზე” ისაუბრა. 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ივანიშვილის რიტორიკა არც შემაჯამებელ შეხვედრაზე შეცვლილა და სიტყვით გამოსვლისას, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმაში კვლავ მაშინდელი ხელისუფლება დაადანაშაულა. “იმისთვის, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური […]
თენგო თევზაძე – არჩევნებით იზომება დემოკრატიის ხარისხი, ეს არჩევნები იქნება ჩვენი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი – შეიქმნა საიტი 2024 Election.ge, სადაც წინასწარი შედეგები იქნება მოცემული

ჩვენ თქვენთან ერთად მაყურებელს ვეტყვით, როგორ დავიცვათ ხმები, საბოლოოდ გავიმარჯვებთ და წარმოგიდგენთ პრეზენტაციას, სტრატეგიას, გეგმას თუ როგორ უნდა ვიშრომოთ და ეს შრომა 26 ოქტომბერს გამარჯვებაში გადავზარდოთ, – ამის შესახებ „ კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ ხმის დაცვის სტრატეგიის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, შეიქმნა საიტი 2024Election.ge, სადაც წინასწარი შედეგები იქნება მოცემული. „არჩევნებით იზომება დემოკრატიის ხარისხი, […]
ბიძინა ივანიშვილი – ნებისმიერ მომენტში შესაძლოა გაჩნდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა, ამიტომაც, არავის უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ საჭირო დროს წინ აღუდგეს საკონსტიტუციო ცვლილებებს

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ქუთაისში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და განმარტა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც არჩევნებზე ქუდზე-კაცი უნდა გამოვიდეს და „ქართულ ოცნებას“ დავუჭიროთ მხარი, არის ის, რომ რეგიონში და მთლიანად – მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნებისმიერ მომენტში შესაძლოა გაჩნდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა. მისივე თქმით, ამიტომაც, […]
მამუკა მდინარაძე – ისე გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, რომ უარი ვთქვით ცალ ფეხზე დგომაზე, გარედან გადაწყვეტილებების მიღებაზე, ცოტა ხნის წინ ავკრძალეთ ლგბტ პროპაგანდა, დიდი ბრძოლის ფასად შევინარჩუნეთ მშვიდობა

ჩვენ ისე გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, რომ უარი ვთქვით ცალ ფეხზე დგომაზე, უარი ვთქვით გარედან გადაწყვეტილებების მიღებაზე, უარი ვთქვით წლების წინ, 2017 წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე და პირიქით, სულ ცოტა ხნის წინ ავკრძალეთ საერთოდ ლგბტ პროპაგანდა, – ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას […]
მამუკა მდინარაძე – აგენტურული ოთხეულის სათავეში დგანან მკვლელი, მოძალადე სააკაშვილი, მისი პარტიის მეორე დანაყოფი, შარვალჩახდილი და რუბლებით დაფინანსებული ხალხით გარშემორტყმული გვარამია, თაღლითი ხაზარაძე და მოღალატე გახარია

რადგან მათ [ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს] საზოგადოების შეიძლება მცირე, მაგრამ მაინც რაღაც ნაწილი კიდევ უჭერს მხარს, შევახსენოთ მათ, რომ აგენტურული ოთხეულის სათავეში დგანან: პირველი – მკვლელი, მოძალადე, ქვეყნის ტერიტორიების რუსეთზე ჩამბარებელი და საკუთარ ჯარზე ომის დანაშაულის დამბრალებელი სააკაშვილი. მეორე – მისი პარტიის მეორე დანაყოფი შარვალჩახდილი და რუბლებით დაფინანსებული ხალხით გარშემორტყმული თაღლითი და თავისი ტელეკომპანიების გამძარცველი გვარამია, […]