პრეზიდენტი – ყველაფერი კარგად არის და კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება, ერთსულოვნება, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის, რაც აუცილებელია ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის, ამ ქვეყანაში არსებობს

მე ვარ ძალიან კმაყოფილი, ძალიან ბედნიერი და ძალიან იმედიანი – ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება, ერთსულოვნება, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის, რაც აუცილებელია ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის, ამ ქვეყანაში არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ქართულ ქარტიაზე ხელმომწერი 4 ძირითადი პოლიტიკური პარტია, დოკუმენტის ერთგულია და რომელიმე მათგანისთვის […]

“ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები” – პრეზიდენტი პროევროპულ მარშს შეუერთდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხვალინდელ პროევროპულ მარშს შეუერთდება. როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ხალხი გავიდეს გარეთ და აჩვენოს თავის ნება. “ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ ხვალ იქნებით ძალიან ბევრი, მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები. ეს არის ძალიან დიდი დღე იმიტომ, რომ ჩვენი სტაბილურობაც არის ამაზე დამოკიდებული. ყველაზე მნიშვნელოვანია, მშვიდად გავიდეს ხალხი და […]

პუტინი ბრაზილიაში G20-ის სამიტზე არ წავა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, შემდეგ თვეში ბრაზილიაში დაგეგმილ დიდი ოცეულის (G20) სამიტზე არ წავა და ღონისძიებას მის მაგივრად რუსეთის სხვა წარმომადგენელი დაესწრება. პუტინის თანახმად, მისი დასწრება ფორუმის ჩვეულ მუშაობას ხელს შეუშლიდა. შეგახსენებთ, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) 2023 წელს პუტინის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამო მისი დაკავების ორდერი გასცა “საოცარი, მეგობრული ურთიერთობა […]

პრეზიდენტი: 4 მთავარი პარტია ქარტიის სრულიად ერთგული რჩება

პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 4 ძირითადი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა, მისი ერთგული რჩება. “ვარ ძალიან კმაყოფილი, ბედნიერი და იმედიანი – ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება, ერთსულოვნება რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის, ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის, არსებობს ამ ქვეყანაში და არსებობისთვის იმით, რომ ის 4 მთავარი პარტია, იმიტომ რომ სხვებმაც ხელი […]

26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გავაფერადოთ ნომერი 41, და გავაფერადოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ „ქართული ოცნება“ და ავირჩიოთ საქართველოს ნათელი მომავალი

26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გავაფერადოთ ნომერი 41, და გავაფერადოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ „ქართული ოცნება“ და ავირჩიოთ საქართველოს ნათელი მომავალი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში სიმბოლურია, რომ ჩვენი რეგიონული შეკრებების შემაჯამებელი ღონისძიება იმართება ქუთაისში, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქში, საქართველოს სამეფოს ისტორიულ […]

“დაიცავი შენი ხმა, მომავალი შენია” – კოალიცია ცვლილებისთვის ახალი პლატფორმა წარადგინა

“დაიცავი შენი ხმა, მომავალი შენია” – კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, თენგო თევზაძემ დღეს შესაბამისი პლატფორმა წარადგინა. როგორც თევზაძემ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3 030 უბანზე კოალიციას 4 000-ზე მეტი დამკვირვებელი ეყოლება. გარდა ამისა, 26 ოქტომბერს, წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან, საიტი 2024ELECTION.GE ამოქმედდება. ცნობილია, რომ 2024ELECTION.GE-ზე ყველა დათვლილი უბნიდან საარჩევნო ჩეკები ყოველწუთობრივი განახლებით აიტვირთება.

აშშ-ის თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი – თუ ჩრდილოეთ კორეა უკრაინის წინააღმდეგ ომში სამხედროებს გააგზავნის, ეს რუსეთის სასოწარკვეთაზე იმეტყველებს

თუ ჩრდილოეთ კორეა უკრაინის წინააღმდეგ ომში სამხედროებს გააგზავნის, ეს რუსეთის სასოწარკვეთაზე იმეტყველებს,- ამის შესახებ აშშ-ის თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, შონ სავეტმა განაცხადა. სავეტის თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთში შეუერთდება, აშშ კონსულტაციებს გამართავს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან “ასეთი დრამატული ნაბიჯის” შედეგებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯი ასევე “იმეტყველებს რუსეთს მზარდ […]

ევროპარლამენტის მოწოდების გათვალისწინებით საქართველო ეკონომიკურად და პოლიტიკურად დიდ დარტყმას მიიღებს – ანალიტიკოსები

ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ რუსეთს სანქციები დაუწესოს. შესაბამისი რეზოლუცია უკვე მომზადდა, რის გათვალისწინებასაც ქართული მხარე არ აპირებს, რადგან ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური შეზღუდვების შემოღება ქვეყანას მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. სხვადასხვა მოთხოვნებსა და მოწოდებებთან ერთად, ევროკავშირის რეზლუციაში საუბარია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ ყველა ფორმატში და ყველა პლატფორმაზე უკრაინას მხარი […]

ირაკლი კობახიძე – ყოფილი პარლამენტის შენობაში მომავალ წელს გაიხსნება ტექნოლოგიური ჰაბი, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ქუთაისში აშენდება მრავალფუნქციური სპორტის სასახლე და მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების ავტოდრომი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ საკუთარ თავს მუდმივად უნდა შევახსენოთ, რომ მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. მან ასევე, ყველა იმ მიღწევაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პირობებში ჰქონდა და რომელიც ქმნის მყარ ნიადაგს საქართველოს შემდგომი წინსვლისა […]

ზურაბ ჯაფარიძე – „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ამ ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს და სამშვიდობოზე გაიყვანს

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ის კოალიციაა, რომელიც ამ ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს და სამშვიდობოზე გაიყვანს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ, როდესაც კოალიციას ქმნიდნენ აღნიშნეს, რომ გამარჯვებისა და ცვლილებების მოსატანად გადასაჭრელია ოთხი საკითხი. როგორც ზურა ჯაფარიძემ აღნიშნა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის არჩევნებზე მნიშვნელოვანია იყოს ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობა. „უკანასკნელი […]