შეიცვლება თუ არა კომუნალური გადასახადები – ენერგეტიკოსების პროგნოზი და სემეკის განმარტება

მინიმუმ 2026 წლამდე კომუნალური ტარიფები არ შეიცვლება. საქართველო ამ მხრივ ერთ-ერთი იაფი ქვეყანაა, თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის გადასახადების მომსახურება მაინც პრობლემაა. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, სულ მცირე, 2025 წლის ბოლომდე კომუნალური ტარიფების გადახედვა დაგეგმილი არ არის. „რამდენიმე წლიანი ტარიფები გვაქვს დადგენილი, როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სექტორებში. სულ მცირე, 2025 წლის ბოლომდე […]

დასავლეთთან ურთიერთობები დალაგდება მას შემდეგ, როდესაც დარწმუნდებიან, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ევროპული კურსიდან არასდროს გადაუხვევია – პაატა სალია

დასავლეთთან ურთიერთობები დალაგდება მას შემდეგ, როდესაც დარწმუნდებიან, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ევროპული კურსიდან არასდროს გადაუხვევია – პაატა სალია ვფიქრობ, დასავლეთთან ურთიერთობები დალაგდება მას შემდეგ, როდესაც დარწმუნდებიან, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, რომელსაც თავისი მოქმედებებით არასდროს გადაუხვევია ევროპული კურსიდან, – განაცხადა „ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა […]

აიათოლა ალი ხამენეი: სინვარის სიკვდილის მიუხედავად ჰამასი ცოცხალია

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ჰამასი „ცოცხალი დარჩება“ მისი ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილის მიუხედავად (რადიკალური პალესტინური დაჯგუფება ჰამასი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული). 19 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში ხამენეიმ თქვა, რომ სინვარის „დაკარგვა უთუოდ მტკივნეულია წინააღმდეგობის ღერძისთვის“, იგულისხმა რა ახლო აღმოსავლეთში ირანის მხარდაჭერით მოქმედი ჯგუფების ქსელი. „მაგრამ მნიშვნელოვანი ფიგურების მარტვილობით […]

პრეზიდენტი უერთდება მარშს „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უერთდება 20 ოქტომბერს დაგეგმილ მარშს „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. „დარწმუნებული, რომ თქვენ ხვალ იქნებით ძალიან ბევრი. მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები. ეს არის ძალიან დიდი დღე, იმიტომ რომ ჩვენი სტაბილურობაც ამაზეა დამოკიდებული“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც კი არჩევნებზე დაინახავენ ქართველი ხალხის ურყევ ნებას, დაუბრუნდნენ ევროპულ გზას, […]

შალვა პაპუაშვილი – ევროპა ჩვენთან ერთად დაიბადა, მის საწყისებთან ვდგავართ ქართველები, რომლებიც დასავლური კულტურის თანაშემოქმედები ვიყავით

“სხვისი იმედი რას არგებს თავისუფლების მძებნელსა“ – აკაკის ეს სიტყვები დღეს განსაკუთრებით შეგვახსენებს მთავარ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს და რომ ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარიც და მცველიც თავადვე ვართ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ქუთაისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა, თავისი ევროპულობა უკვე განსაზღვრა, ვინაიდან, […]

შალვა პაპუაშვილი იმერეთის მოსახლეობას – ისტორიის ამ უგრძეს გზაზე ჩვენ ჩვენი მისია გვერგო, და ეს მისია ქართული სახელმწიფოს შენარჩუნებაა, არა როგორც ტერიტორიის, არამედ, როგორც თვითმყოფადი ერის ერთობის

ვინ მოთვლის რამდენი რამ სულით ხორცამდე ქართული, ნამდვილი, სანუკვარი უკავშირდება ამ დიდებულ ქალაქს, უძველეს ცივილიზაციებთან წილნაყარსა და დღემდე საქართველოს უმნიშვნელოვანეს კულტურულ კერას, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღევანდელი შეკრების მიზანია, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენოს, საქართველოს დიდი ისტორია და ის […]

კიტეიშვილის დუბლი სახალისო გრაცულ დერბიში – ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ავსტრიის ბუნდესლიგის მეათე ტურში, გრაცულ დერბიში „შტურმმა“ აუტსაიდერი „გრაცერი“ 5:2 დაამარცხა. თამაში სახალისო გამოვიდა: „შტურმი“ იუსუფ გაზიბეგოვიჩმა დააწინაურა, შემდეგ მის მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა, თუმცა შეიძლება ავტოგოლიც იყო. ასეა თუ ისე, გოლი ქართველს ჩაეთვალა. მეორე ტაიმში მიკა ბიერეტმა ანგარიში გაზარდა. მეტოქემ მალე სხვაობის მინიმუმამდე შემცირება მოახერხა, თუმცა მერე თანაქალაქელთა კარი ჯერ სეედიუ […]

სალომე ზურაბიშვილი: მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ხვალ, 20 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ მარშში ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მან ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ის ხვალ მათთან ერთად იქნება. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ იქნებით ძალიან ბევრნი. მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები. ეს არის ძალიან დიდი დღე იმიტომ, რომ ჩვენი სტაბილურობაც არის ამაზე დამოკიდებული. ყველაზე მნიშვნელოვანია, მშვიდად […]

სალომე ზურაბიშვილი – ვარ დარწმუნებული რომ თქვენ ხვალ იქნებით ძალიან ბევრნი – მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები – ჩვენ უარს ვეტყვით და დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, პოლარიზაციას, ერთმანეთს სიძულვილს

მე ვარ დარწმუნებული რომ თქვენ ხვალ იქნებით ძალიან ბევრნი. მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები – ჩვენ უარს ვეტყვით და დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, დავემშვიდობებით პოლარიზაციას, ერთმანეთს სიძულვილს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან საზოგადოებას მოუწოდა არ შეეშინდეს ხვალ ევროპულ მარშზე გამოსვლის და არ დაიჯეროს, რომ არჩევნებში მათ მონაწილეობას აზრი არ აქვს. „ეს არის […]

პრეზიდენტი – დღეს შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა არა მხოლოდ მხარდაჭერა, არამედ, ის, რომ როგორც კი დაინახავენ მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში ურყევი ნება დაუბრუნდეს ევროპას, დაუყოვნებლივ მოხდება ყველაფრის აღდგენა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს, ის საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ქარტიის და სამოქმედო გეგმის, ასევე კიდევ აღნიშნა, რომ „როგორც კი დაინახავენ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა“. „მინდა, გითხრათ, რომ ეს არის […]