ღაზაში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ღაზას სექტორის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ქალაქ ბეიტ ლაჰიაზე განხორციელებულ საჰაერო იერიშს სულ მცირე 73 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები. მათივე ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავდა, ბევრი კი ისევ ნანგრევების ქვეშ რჩება. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ამოწმებს. მათი მტკიცებით, „ჰამასის“ ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები გადაჭარბებულია და არ ემთხვევა ისრაელის არმიის მიერ […]

სრული სიგიჟე – ოსიმენის ზღაპრული სილამაზის გოლი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]

თურქეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში “გალათასარაი” გასვლაზე “ანტალიასპორს” დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. სტამბოლელთა ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი მცირე ტრავმის გამო სათადარიგოთა შორის გახლდათ, მოედანზე მხოლოდ ბოლო 13 წუთი დაჰყო, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე თავი ულამაზესი მაკრატელა გოლით მაინც დაგვმახსოვრა, იქამდე კი “გალათასარაის” რიგებში დუბლით მაურო იკარდი გამოირჩა. ეს “ნაპოლიდან” “გალათასარაიში” იჯარით მოთამაშე ფეხბურთელისთვის თურქეთის […]

ხვალ და ზეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედრო ტექნიკა გადაადგილდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული ფილმისთვის სამხედრო თემატიკის რამდენიმე სცენის გადაღება იგეგმება. მხატვრული ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეპიზოდის გადასაღებად, დედაქალაქის აეროპორტის ძველი ტერმინალის ტერიტორია შეირჩა, სადაც 21-22 ოქტომბერს, ორი დღის განმავლობაში სპეციალური სამხედრო ტექნიკა და სამხედრო ფორმებში ჩაცმული მსახიობები გადაადგილდებიან. პროექტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საქართველოში დასახარჯი ბიუჯეტი, ჯამში, 13 მლნ ლარს […]

“ქართული პორტები ძვირია, მოსაკრებელი მაღალი, რაც ქართულ დერეფანს ხშირად არაკონკურენტულს ხდის” – რას შეცვლის თბილისის მშრალი პორტი?

Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს არსებული გამოწვევები გარკვეულწილად კონკურენტუნარიანობას უკარგავს. როგორც ჯემალ ინაიშვილმა “საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ საქართველოს დერეფანზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა ალტერნატიულ დერეფნებს საქართველოს ინფრასტრუქტურა სათანადო კონკურენციას ჯერჯერობით ვერ უწევს. მისი განცხადებით, ამის უმთავრესი მიზეზი არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზების საჭიროება და ასევე, ქართულ პორტებში […]

ბერიკა შუკაკიძესა და მაია ჯიჯავას იტალიის ვარსკვლავის კავალერის ღირსების ორდენი მიენიჭათ

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს ბერიკა შუკაკიძესა და ცენტრის იტალიური ენის ექსპერტს მაია ჯიჯავას იტალიის ვარსკვლავის კავალერის ღირსების ორდენი მიენიჭათ (Onorificenza di Cavaliere dell’Ordine della «Stella d’Italia»). ამის შესახებ ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაჯილდოებულებს ორდენი იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას მიერ, საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, […]

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 335 ახალგაზრდას საჩუქრად კომპიუტერები გადაეცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ალექსანდრე წულაძე, რომელმაც ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ პედაგოგებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადა. „მინისტრმა საუბრისას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის […]

ღირსი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთმოქმედი (+1763)

წმიდა იოსებ ხუცესის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ ის იყო მოხევე და იქვე მსახურობდა მღვდლად. მოხევეები – „კაცნი მბრძოლნი, ძლიერნი, ახოვანნი, ჰაეროვანნი“, ყოველთვის გამოირჩეოდნენ სარწმუნოებრივი შემართებით, იქაური ეკლესია-მონასტრები გვაცვიფრებენ თავიანთი სილამაზითა და მოუწვდომლობით. იქ თითქოს საგანგებოდ აშენებდნენ ეკლესიებს ისეთ ადგილებში, სადაც მისვლაც კი უკვე აღმსარებლობას უტოლდებოდა. ხევის მშვენებასა და სიმბოლოს წარმოადგენს „მარადის ყინულით […]

რამდენი დრო მიეცემა მიქაუტაძეს? – დღეს კვარაცხელია VS გოგლიჩიძეა

სანაკრებო პაუზის შემდეგ საკლუბო ფეხბურთი დაბრუნდა. იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში ქართული დაპირისპირებაა, საბა გოგლიჩიძის (საბა საზონოვი ტრავმირებულია) “ემპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” უმასპინძლებს – დღეს, 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 14:30 საათზე. “კარლო კასტელანიზე” (16 284 მაყურებელი) ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება მასპინძელთა (1:0) გამარჯვებით დასრულდა. ეს იყო ამა წლის აპრილში და ამის შემდეგ ნეაპოლელებს ევროტურნირებზე გასვლის შანსი […]

რუსული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის 7 ოლქში 110 უკრაინული დრონი გაანადგურეს, დაშავდა 4 ადამიანი

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ ქვეყნის ტერიტორიაზე 110 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, დრონები განადგურდა კურსკის, ლიპეცკის, ორიოლის, ნიჟნი ნოვგოროდის, ბელგოროდის, ბრიანსკის და მოსკოვის ოლქებში. „საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 110 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, – ნაქვამია სამინისტროს განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, 43 კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანაიტრალეს, 27 […]

ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 97-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 97-ე კმ-ზე (სოფ. ბოძაური) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.