ინდოეთში მდინარე ტოქსიკური თეთრი ქაფით დაიფარა – ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ინდოეთში, მდინარე იამუნა, რომელიც ნიუ-დელიში გაედინება, ტოქსიკური თეთრი ქაფით დაიფარა, რაც მოსახლეობას დიდ საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას hindustantimes-ი ავრცელებს. ეკოლოგების განმარტებით, კაუსტიკური ქაფი დიდი რაოდენობით ამიაკსა და ფოსფატებს შეიცავს, რაც ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საშიშია, რადგან შესაძლოა, სასუნთქი გზებისა და კანის დაავადებები გამოიწვიოს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ვითარებას აკონტროლებენ და ქაფის გასანეიტრალებელი ღონისძიებები დაწყებული აქვთ. ამავდროულად, დელიში ჰაერის ხარისხის […]
საფრანგეთი, ბოლო 40 წლის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვის – ევაკუირებულია 1000-ზე მეტი ადამიანი

ცენტრალური საფრანგეთი, ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვის. სტიქია ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია, რომელიც 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარეები, დატბორილია გზები და შენობები. სტიქიის ზონიდან 1 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ძლიერმა წყალდიდობამ დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს. საფრანგეთის მთიან სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შედეგებთან გამკლავება უწევს სამძებრო […]
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 2 000 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა. ამომრჩევლები, გარდა იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ, პასუხობენ რეფერენდუმის შეკითხვას, მხარს უჭერენ თუ არა კონსტიტიციურ ცვლილებას მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით. კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდება. იმ […]
„მადაგონი“ თამარ კორძაიას ბრალდებაზე: ჩვენი დისკრედიტაციისკენ მიმართული ეს გამოგონილი ბრალდება ბინძური პროვოკაციაა და მხოლოდ წინასაარჩევნოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად

„მადაგონი“ თამარ კორძაიას ბრალდებაზე: ჩვენი დისკრედიტაციისკენ მიმართული ეს გამოგონილი ბრალდება ბინძური პროვოკაციაა და მხოლოდ წინასაარჩევნოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად სუპერმარკეტი „მადაგონი” „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის თამარ კორძაიას ბრალდებას ბინძურ პროვოკაციას უწოდებს. კერძოდ, კორძაიას მტკიცებით, რუსთავში სუპერმარკეტ „მადაგონში” და ფარმაცევტულ კომპანია „ფარმა სახლში” 50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ ადამიანებს, ვინც „ქართული ოცნების” მხარდამჭერია. „დღეს, ერთ-ერთი […]
დღეს წმიდა ამბროსი აღმსარებელის ხსენების დღეა

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ პერიოდში დაოჯახდა, 1887 წელს სოხუმის ეპისკოპოსისგან მღვდლად იკურთხა. მსახურობდა სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში. ებრძოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში, პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა […]
როდიდან და ვის დაუფინანსებს სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს – დეტალები

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობისათვის კომუნალური გადასახადების თემა განსაკუთრებით აქტუალურია. დღეს გაგიზიარებთ ბოლო ინფორმაციას, ამ ეტაპისთვის, რა ტარიფით მოგეწოდებათ ელექტროენერგია: „თელასის” სამომხმარებლო აბონენტებისათვის ტარიფი ასეა განსაზღვრული: თვეში 0-101 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 04 თეთრი თვეში 101-301 კილოვატი – 19.05 თეთრი თვეში 301 კილოვატზე ზემოთ – 23.54 თეთრი “ენერგო პროს” სამომხმარებლო აბონენტებისთვის, ტარიფი კი ასე გამოიყურება: თვეში 0-101 […]
სომხეთის ნაკრებს ადგილობრივ სპეციალისტს ჩააბარებენ

Sportball24-ის ინფორმაციით, სომხეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი 45 წლის ადგილობრივი სპეციალისტი ეგიშე მელიქიანი გახდება, ვინაც ამჟამად სომხურ “პიუნიკს” ავარჯიშებს. ის ამ პოსტზე უკრაინელ ოლექსანდრ პეტრიაკოვს ჩაანაცვლებს, ვინაც დაკავებული თანამდეობა ჩრდილოეთ მაკედონიასთან საშინაო 0:2 მარცხის შემდეგ დატოვა. მელიქიანს დონეცკის “მეტალურგსა” და რამდენიმე უკრაინულ გუნდში უმუშავია, 2020 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა, ჯერ “ალაშკერტს” ედგა სათავეში, ახლა კი “პიუნიკს” […]
ლევან დავითაშვილმა საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეებს პროფესიული დღე მიულოცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებულ თითოეულ ავიამეთვალყურეს გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს!, – ამის შესახებ ნათქვამია პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის მილოცვის ტექსტში. მისივე თქმით, ავიამეთვალყურის პროფესია ერთ-ერთ ურთულეს საქმედ მიიჩნევა. „ყოველი წლის 20 ოქტომბერს მსოფლიო საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“-ში დასაქმებულ თითოეულ ავიამეთვალყურეს გილოცავთ […]
ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ30-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ72 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოგადაღებისთვის 21-22 ოქტომბერს სამხედრო ტექნიკა გადაადგილდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული ფილმისთვის სამხედრო თემატიკის რამდენიმე სცენის გადაღება იგეგმება ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მხატვრული ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეპიზოდის გადასაღებად, დედაქალაქის აეროპორტის ძველი ტერმინალის ტერიტორია შეირჩა, სადაც 21-22 ოქტომბერს, ორი დღის განმავლობაში სპეციალური სამხედრო ტექნიკა და სამხედრო ფორმებში ჩაცმული მსახიობები გადაადგილდებიან. მათი ცნობით, პროექტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში” […]