სომხეთის ნაკრებს ადგილობრივ სპეციალისტს ჩააბარებენ

Sportball24-ის ინფორმაციით, სომხეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი 45 წლის ადგილობრივი სპეციალისტი ეგიშე მელიქიანი გახდება, ვინაც ამჟამად სომხურ “პიუნიკს” ავარჯიშებს.
ის ამ პოსტზე უკრაინელ ოლექსანდრ პეტრიაკოვს ჩაანაცვლებს, ვინაც დაკავებული თანამდეობა ჩრდილოეთ მაკედონიასთან საშინაო 0:2 მარცხის შემდეგ დატოვა.
მელიქიანს დონეცკის “მეტალურგსა” და რამდენიმე უკრაინულ გუნდში უმუშავია, 2020 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა, ჯერ “ალაშკერტს” ედგა სათავეში, ახლა კი “პიუნიკს” მოძღვრავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში