რატი ამაღლობელი – ოქტომბერი არის მრავალფეროვნების თვე – ჩვენი პოლიტიკა მრავალხმიანი უნდა გახდეს, ჩვენმა პოლიფონიამ უნდა შეაღწიოს მმართველობის სისტემაში!

ოქტომბერი არის მრავალფეროვნების თვე – ჩვენი პოლიტიკა მრავალხმიანი უნდა გახდეს. ჩვენმა პოლიფონიამ უნდა შეაღწიოს მმართველობის სისტემაში! – ამის შესახებ პოეტმა, რატი ამაღლობელმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე, სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, მან აქციაზე მყოფ მოქალაქეებთან ერთად „გამარჯვების ფიცი“ გააჟღერა. „ოქტომბერი არის ყველაზე ფერადი და მრავალფეროვანი. ახლა, ჩვენი ტყეები სხვადასხვა ფერით არის […]

სააკაშვილი: 26 ოქტომბერს ეს სიმახინჯე უნდა დავასრულოთ

რუსული რეჟიმის ხელწერაა აგრესიული კამპანია. როდესაც ხალხს ვერ სთავაზობ მომავლის პერსპექტივას, კამპანიის საწარმოებლად გრჩება მხოლოდ სიძულვილის ენა. ასეთია რუსული რეჟიმის ბუნება. ძალაუფლების ხელიდან არ გაშვების შიშით შეპყრობილები მიდიან ყველაფერზე. დღეს სახლიდან გასულ ჩემს მცირეწლოვან ქალიშვილს, პირდაპირ სახლთან დახვდა დაკიდებული “ცნობილი” ბანერი და შეშინებულმა ჰკითხა დედამისს – ეს მამიკოა? ეს არის არასრულწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიური ტერორი. ჩემს […]

პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე მივიდა

“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე მივიდა. მარშზე საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა. ამ წუთებში ევროპული მარშის მონაწილეებს სიტყვით გამომსვლელები მიმართავენ, პარალელურად, მიმდინარეობს აქცია-კონცერტიც, სადაც არაერთი ქართველი პროევროპელი მუსიკოსი მონაწილეობს.

საბაჟო-გამშვები პუნქტებისთვის რენტგენოსკანერების შესაძენად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე კვირაში, 4 საბაჟო-გამშვები პუნქტისთვის რენტგენოსკანერების შესაძენად გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი, რის შემდეგაც ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი, მათ შორის, აეროპორტები და პორტები აღჭურვილი იქნება თანამედროვე რენტგენოინსპექტირების სისტემებით. როგორც ლაშა ხუციშვილმა საქართველო-სომხეთის საზღვართან მდებარე საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლოზე“ ჩინეთის მთავრობის მხრიდან საქართველოს საბაჟოსთვის რენტგენოინსპექტირების სისტემების უსასყიდლო გადმოცემის ცერემონიალზე განაცხადა, ეს არის ძალიან […]

“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე მივიდა

პროევროპული მარშის, “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. თავისუფლების მოედანზე, გამომსვლელების მიმართვების შემდეგ, აქცია-კონცერტია დაგეგმილი, სადაც მონაწილეობას არაერთი ქართველი მუსიკოსი მიიღებს. სახალხო მარში თბილისში, 5 ლოკაციიდან დაიძრა. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლების ქუჩაზე, 300 არაგველის ობელისკთან, გმირთა მოედანსა და რესბუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ.

მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები რეპუბლიკის მოედანზეც იკრიბებიან

თბილისში, მარშისთვის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ემზადებიან. მსვლელობის მონაწილეთა ნაწილი ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე იკრიბება. მათ ევროკავშირის მხარდამჭერი ბანერები და დროშები აქვთ მოტანილი. აქციის ორგანიზატორია „ჩემი ხმა ევროკავშირს“, რომელიც 30-ამდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. რესპუბლიკის მოედნის გარდა, 17:00 საათიდან მარშის მონაწილეები შეიკრიბებიან გმირთა მოედანზე, 300 არაგველის ობელისკის (ორთაჭალა) ტერიტორიაზე, მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე (მთაწმინდა) […]

პაატა ბურჭულაძე – კარზე მოგვადგა თავისუფლება და ევროპა, ექვსი დღე გვაშორებს – მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი გამოვედით, ამით „ქართულ ოცნებას“ გავუადვილებთ, აღიაროს, რომ არჩევნები წაგებული აქვს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი გამოვედით – ამით „ქართულ ოცნებას“ გავუადვილებთ, აღიაროს, რომ არჩევნები წაგებული აქვს, – ამის შესახებ საოპერო მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ აქციაზე „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს თავისუფლებასა და ევროპასთან დაახლოებას ექვსი დღე აშორებს. „კარზე მოგვადგა თავისუფლება და ევროპა – ექვსი დღე გვაშორებს თავისუფლებასა და ევროპასთან დაახლოებას. დღეს ძალიან […]

მარშს – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ პრეზიდენტი შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარშს – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ შეუერთდა, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი მარშის მონაწილეებს სპეციალურად მოწყობილი სცენიდან სიტყვით მიმართავს. მარშის მონაწილეებმა ხუთი ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე მსვლელობით გადაინაცვლეს. მათ თან ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე პრეზიდენტის გარდა მოქალაქეებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც მიმართავენ. თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია კონცერტიც, რომელში მონაწილეობას […]

თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნი შეასრულეს

თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის, სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ აქციის მონაწილეებმა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი შეასრულეს. “ჰიმნი შეგვესრულებინოს ყოველთვის გამარჯვებისთვის და გამარჯვების შემდეგ“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც ჰიმნი აქცია-კონცერტზე შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად შეასრულა. ცნობისთვის, მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ევროკავშირის მხარდამჭერი ლოზუნგები და […]