აშშ-ში გარდაიცვალა ფეტულა გიულენი, თურქეთის პრეზიდენტ ერდოანის ცნობილი ოპონენტი

აშშ-ში, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა თურქეთიდან დევნილი სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, პრეზიდენტ ერდოანის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ფეტულა გიულენი. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN TÜRK-ი იუწყება გიულენის ძმისშვილის მიერ სოციალური ქსელებით დღეს, 21 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. გიულენის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს ვებსაიტი Herkul-იც, რომელიც სისტემატურად აქვეყნებდა ფეტულა გიულენის ქადაგებებს. საიტის თანახმად, გიულენი 20 ოქტომბერს, საღამოს […]
“ეს იყო ყველაზე უღირსი საქციელი, რითაც შეეძლო მმართველ პარტიას წარმოეჩინა თავისი “უპირატესობა” და დაესაჯა “საეჭვო” მასწავლებლები” – ეკატერინე წულუკიძე

ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელი ეკატერინე წულუკიძე განათლების სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციაზე და პოლიტიკურ რეპრესიებზე საუბრობს და აცხადებს, რომ განათლების უწყების ჩარევით, პოლიტიკური პოზიციის გამო მისი კანდიდატურა ამოიღეს რაიონის დამსახურებული პედაგოგების სიიდან და სხვა პირით ჩაანაცვლეს. “არასოდეს მეგონა თუ პოლიტიკური რეპრესიები შემეხებოდა როგორც მასწავლებელს! დღეს,მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის,დაბა მესტიის # 2 საჯარო სკოლის ორგანიზებით მასწავლებლის ეროვნული […]
21 ოქტომბერი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 21 ოქტომბერს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, ღამით მთიან რეგიონებში ზოგან თოვლჭყაპი, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +3, +8°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით 0, +5°. […]
ემიგრაციიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხელის ტრაქტორები გადაეცათ

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში, ხელის ტრაქტორები გადაეცათ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მთავარი მიზანი რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაა. უწყების ცნობითვე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორი, ქუთაისში, 30 მიგრანტს გადაეცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი, 88 დაბრუნებულმა მოქალაქემ მიიღო. „ქუთაისში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. შეხვედრას […]
უცხოური მედია თბილისში გამართულ მარშს – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ეხმაურება

ათიათასობით ქართველმა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პროევროპული აქცია გამართა, აქციის მონაწილეები აფრიალებდნენ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებს და ეჭირათ ბანერები წარწერებით: „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, – ასე ეხმაურება სააგენტო „ფრანს-პრესი“ თბილისში გამართულ მარშს – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. გამოცემა წერს, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები განიხილება, როგორც გადამწყვეტი გამოცდა ქვეყნის დემოკრატიისთვის და მისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობისთვის. „საზოგადოებრივი აზრის […]
სამუშაო სივრცეების ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა – რამ გამოიწვია ახალი სივრცეების გახსნა?

კომფორტული სამუშაო გარემო ნაყოფიერი და შედეგიანი მუშაობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ალბათ, სწორედ ამიტომ დედაქალაქში ბოლო წელიწად-ნახევარში ბევრი ახალი სამუშაო სივრცე გაიხსნა. დღეს მათი რაოდენობა 52-ს გაუტოლდა. ბაზარზე კონკურენციამ იმატა. Terminal -ის დირექტორი ჯინო დოლინი ,,კომერსანტთან’’ საუბარში კონკურენციის გაზრდის მიზეზებზე საუბრობს. აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში ბევრი მიგრანტი შემოვიდა, რამაც სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნა და […]
შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიცაცხადებდა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური საშუალებები კანონდარღვევით გამოიყენა. შსს ცნობით, აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს სამინისტრომ დაარღვია”პოლიციის შესახებ” კანონი, მაშინ, როდესაც ერთდროულად გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, არის […]
თბილისში გასულ ღამეს ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ

გასულ ღამეს თავს დაესხნენ ტრანსგენდერ ქალს – ნატა ტალიკიშვილს. მას უცნობმა პირმა თავში აგური ჩაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ტალიკიშვილი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ ის უკვე გამოკითხა. შემთხვევა ორთაჭალის ავტოსადგურთან მოხდა. შსს -ს ინფორმაციით გამოძიება 126 -ე ძალადობის მუხლით დაიწყო.
სტიქიის გამო, ფოთის სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა

ფოთში სტიქიის გამო, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დატბორილია გზები, რაც აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას. „აღნიშნულიდან გამომდინარე, შეჩერდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება 2024 წლის 21 ოქტომბრიდან, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებამდე“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ფოთში, მესამე დღეა სტიქია გრძელდება. მერიის ინფორმაციითვე, გუშინ საღამოს განმეორდა ქარბორბალა, რამაც დააზიანა საცხოვრებელი სახლების […]
ლაშა მძინარაშვილი ბოსტონის კონსერვატორიაში ქართული ცეკვის მასტერკლასს ჩაატარებს

30 ოქტომბერს, ბოსტონის კონსერვატორიაში, ლაშა მძინარაშვილი ქორეოგრაფიული პროგრამის მიმართულების სტუდენტებთან ქართული ცეკვის მასტერკლასს ჩაატარებს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ლაშა მძინარაშვილი ავრცელებს. „30 ოქტომბერს, ბოსტონის კონსერვატორიაში, ქორეოგრაფიული პროგრამის მიმართულების სტუდენტებთან ჩავატარებ ქართული ცეკვის მასტერკლასს. დრო და დრო გაგიზიარებთ სიახლეებს, ჩემს გულშემატკივრებს ✌️“, – წერს ლაშა მძინარაშვილი.