Ryanair-ი გერმანიის სამი ქალაქიდან ფრენებს აუქმებს

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა განაცხადა, რომ 2025 წლის ზაფხულიდან გააუქმებს ყველა ფრენას დორტმუნდის, დრეზდენისა და ლაიფციგის აეროპორტებიდან მაღალი გადასახადების გამო. 60%-ით შემცირდება ფრენების რაოდენობაც ჰამბურგიდან. ეს გამოიწვევს 1,8 მილიონი მგზავრის დაკარგვას, განაცხადა Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ედი უილსონმა. ამის შესახებ Bild იუწყება. საქსონიისთვის ეს ნიშნავს ერთადერთი პირდაპირი ფრენის დაკარგვას ლაიფციგიდან ლონდონში. Ryanair-მა ასევე გააუქმა ფრენები მაიორკას მიმართულებით […]

ევროკავშირის 13 ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს – საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს – ამ გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვა ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუე

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოს საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. მათივე განმარტებით, „ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა. „საქართველოს, როგორც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში მოქცეულ ქვეყანას, თავისუფლებისა და თვითგამორკვევისთვის, […]

ლევან სანიკიძე – გუშინ იყო ნამდვილად თავისუფლების დღე თავისუფლების მოედანზე – მოვიდა წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანი, რომელსაც სურს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატია და საქართველოს ევროინტეგრაცია

წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანი მოვიდა, რომელსაც სურს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატია და საქართველოს ევროინტეგრაცია, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ მარშზე – „საქართველო ირჩევს ევროკავშირზე“ საუბრისას განაცხადა. ლევან სანიკიძის განცხადებით, გუშინ იყო ნამდვილად თავისუფლების დღე თავისუფლების მოედანზე. „წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანი მოვიდა, რომელსაც ამ ქვეყანაში სურს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატია, სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. […]

ქალი საკუთარმა ძაღლმა დაგლიჯა

ავსტრალიის ქალაქ თაუნსვილში, 34 წლის ქალმა, საკუთარი ძაღლის თავდასხმის შედეგად, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო. ის, მძიმე ტრავმით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. პარამედიკოსების განცხადებით, ძაღლმა პაციენტს მარჯვენა მკლავი იდაყვის ქვემოთ მოაწყვიტა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. „შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ ქალი, საკუთარი სახლის გარეთ, გასისხლიანებული იპოვა, ხოლო ძაღლი [სავარაუდოდ, პიტბული] სახლში იყო. ის ძალიან აგრესიული ჩანდა… ჯერ კიდევ […]

ფეთჰულაჰ გიულენი პენსილვანიის კლინიკაში გარდაიცვალა – მედია

თურქი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ყოფილი იმამი და თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული FETO-ს ლიდერი ფეთჰულაჰ გიულენი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს. FETO-სთან დაახლოებული პორტალი Herkul-ის ინფორმაციით, გიულენი 20 ოქტომბერს პენსილვანიის კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია 83 წლის გიულენის გარდაცვალების შესახებ მისმა ძმისშვილმა ებუსემე გიულენმა დაადასტურა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ […]

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები – საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია

საქართველოს, როგორც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში მოქცეულ ქვეყანას, თავისუფლებისა და თვითგამორკვევისთვის, ფასეულობებისა და ღირსებისათვის ბრძოლის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით, როდესაც მან 30 წლის წინ, ბოლო ოკუპაციის შემდეგ, მეზობელი იმპერიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს იყო საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული, აყვავებული და – რაც მნიშვნელოვანია – ევროპული მომავლის გზის დასაწყისი. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის მხრიდან პრო-ევროპული გზის საჯარო მხარდაჭერის […]

ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ოსტინი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის განიხილავს უკრაინის საჭიროებას იარაღის კუთხით და იმას, თუ როგორ შეიძლება აშშ-მ მომავალი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა გააგრძელოს.

GCCA – საქართველოში 2024 წლის მესამე კვარტალში 11 720 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) ინფორმაციით, 2024 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში – ეკონომიკური აგენტების 11 720 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით 11692 შემთხვევა, წილის მოცულობის გათვალისწინებით ან/და ტრანზაქციებში მონაწილე პირთა ერთობლივი წლიური შემოსავლების შესახებ, შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით – წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა. „28 […]

ფეთჰულა გიულენი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

თურქი მუსლიმი მქადაგებელი, ფეთჰულა გიულენი, რომელსაც ანკარა 2016 გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებდა, შეერთებულ შტატებში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. Reuters-ის ინფორმაციით, გიულენთან დაკავშირებული ვებგვერდის, Herkul-ის ცნობით, გიულენი კვირას საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. გიულენს რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთში 2016 წლის გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებდა, რომლის დროსაც 250 ადამიანი დაიღუპა. გიულენი ამ ბრალდებას უარყოფდა. ის 1999 წლიდან შეერთებულ შტატებში […]

რატომ არ გამოუვიდა ხვიჩას საუკეთესო მატჩი და არ იყო მარიო რუი “მოსაძულებელი” – რაც კვარაცხელიას, მამარდაშვილს და გოგლიჩიეს აერთიანებთ…

“ნაპოლიმ” მასზე სუსტი მეტოქე ნაკლებად სასიამოვნო სტილით (ემპოლი სტუმრად 1:0) დაამარცხა და იტალიის ჩეპიონატის ლიდერია. ანტონიო კონტეს გუნდს არც ყველაზე მეტი აქვს გატანილი და არც ყველაზე ცოტა გაშვებული, თუმცა წინა სეზონის ჩავარდნის შემდეგ გულშემატკივრებში რწმენა დააბრუნა, რათა მათ ამბიციური მიზნები დაისახონ. დამაინც, რა უნდა გულშემატკივარს? ყველას თავისი გემოვნება და მენტალობა აქვს ჩამოყალიბებული და მაინც ვერ […]