უცხოური მედია თბილისში გამართულ მარშს, “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” გამოეხმაურა

გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართულ პროევროპულ მარშს – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – უცხოური მედია გამოეხმაურა. France 24 წერს, რომ ათიათასობით ქართველმა საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც ევროპაში ქვეყნის მომავალ გზას განსაზღვრავს, პროევროპული მარში გამართა. “აქციის მონაწილეები აფრიალებდნენ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებს და ეჭირათ ბანერები წარწერებით: “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ოპოზიციური პარტიები, სავარაუდოდ, საკმარის ხმებს დააგროვებენ, რათა […]

მოლდოვაში ბიულეტენების 97%-ზე მეტის დათვლის შემდეგ მაია სანდუს ხმათა 41.55 პროცენტი აქვს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების 97 პროცენტზე მეტი უკვე დათვალა. მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს მხარი ამომრჩეველთა 41.55 პროცენტმა დაუჭირა, ხოლო მოლდოვის ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილ ალექსანდრე სტოიანოგლოს – 26.51 პროცენტმა. იმ შემთხვევაში, თუ ხმების სრულად დათვლის შემდეგ აღნიშნული მონაცემები არ შეიცვლება და ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 50 პროცენტზე მეტს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე […]

გრან-პრის სერიის პირველ ეტაპზე მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ალენში გრან-პროს ეტაპზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა სპორტულ წყვილებს შორის. მოკლე პროგრამის შემდეგ ჩვენი ნაკრების სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მესამე პოზიციას იკავებდნენ, თუმცა თავისუფალ პროგრამაში დაშვებული რამდენიმე სერიოზული შეცდომის შემდეგ ორი პროგრამის ჯამში 191,43 ქულით მე-4 ადგილზე აღმოჩნდნენ და მხოლოდ 0.08 ქულა დააკლდათ საპრიზო მესამე ადგილამდე. გრან-პრის სერიის […]

დავით ნარმანია ენერგეტიკულ სისტემათა ინჟინერიის პირველ საერთაშორისო კონგრესზე მოხსენებით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ ენერგეტიკულ სისტემათა ინჟინერიის პირველ საერთაშორისო კონგრესში. კონგრესში მონაწილეობდნენ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, საქართველოს, ჩეხეთის, თურქეთის უნივერსიტეტების სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ენერგეტიკის სექტორის ექსპერტები. სემეკის თავმჯდომარემ, კონგრესზე წარდგენილ მოხსენებაში ისაუბრა საქართველოში ენერგეტიკული რეფორმების მენეჯმენტის შესახებ. დავით […]

ინდოეთის აეროპორტებმა ბიომეტრიის დანერგვა დაიწყეს

SITA-მ და ინდოეთის აეროპორტების ადმინისტრაციამ გამოაცხადეს თანამშრომლობა, რომელიც ითვალისწინებს ბიომეტრიული ტექნოლოგიის SmartPath-ის ამოქმედებას ინდოეთის ცხრა აეროპორტში. ეს ნაბიჯი იქნება ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს პროექტის DigiYatra-ს ინიციატივის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საჰაერო მოგზაურობის გაციფრულებას. იგი გულისხმობს SITA უკონტაქტო ბიომეტრიული სისტემების დანერგვას. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მგზავრებს მიაწოდოს ქაღალდის გარეშე და მოსახერხებელი მოგზაურობის გამოცდილება სახის ამოცნობის ტექნოლოგიის […]

„ევროპელი პარტნიორები სანქციების რისკს ხედავენ“- ქართული ბაზრისადმი ინტერესი შენელებულია

ქართველ ექსპორტიორებს ევროპელი პარტნიორები ახალ ხელშეკრულებებს არ უფორმებენ. ექსპორტის განვითარების ასოციაციაში მიზეზად ე.წ. “რუსული კანონს“ და მოსალოდნელ სანქციებს ასახელებენ. ასოციაციის გამგეობის წევრი, გვანცა მელაძე “კომერსანტთან” აღნიშნავს, რომ ევროპელ პარტნიორებს არ სურთ, იგივე განმეორდეს, რაც ბელორუსიის შემთხვევაში მოხდა, ამიტომაც მათ გადაწყვეტილებაზე მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგები დიდ გავლენას იქონიებს. ,,ჩვენ გვყავს პარტნიორი ორგანიზაცია – ,,ევროპის ექსპორტის საკომუნიკაციო […]

ფოთში, სტიქიის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა

ფოთში სტიქიის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. უხვი ნალექის შედეგად დატბორილია გზები, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ეზოები და მისასვლელი ადგილები, რაც აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას. „აღნიშნულიდან გამომდინარე, შეჩერდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება 21 ოქტომბრიდან, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებამდე“, – აცხადებენ ფოთის მერიაში.

კახა ოქრიაშვილი – იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „გუშინ ჩატარდა მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, რომლის უშუალო მონაწილე მეც ვიყავი. მინდა გამოვეხმაურო სხვადასხვა შეფასებებს და რიგ შემთხვევაში, უნიჭო მანიპულაციებს მარშის მონაწილე ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით. იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით და აქედან […]

შსს – არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც რომელიმე სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას. ამით სამინისტრო გამოეხმაურა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა, მიმდინარე წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების დროს შინაგან […]

მოლდოვას ცესკოს მონაცემებით, დათვლილია ბიულეტენების 98,3%-ი, ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა მხარი ევროკავშირში გაწევრიანების კურსს დაუჭირა

მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საკონსტიტუციო რეფერენდუმის ოქმების 98,3%-ის დამუშავების შემდეგ, ქვეყნის კონსტიტუციაში ევროპული ვექტორის შეტანის მხარდამჭერთა რაოდენობამ მოწინააღმდეგეების რაოდენობას გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეების 50,07%-მა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა, 49,93%-მა კი ცვლილების განხორციელების წინააღმდეგ მისცა ხმა. მოლდოვას მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ „დიახ“ ან „არა“ კითხვაზე: „ემხრობით თუ […]