პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკული ფილმის გადაღებები მიმდინარეობს

საქართველოში ამერიკული, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ამერიკელი, გერმანელი და ბრიტანელი კინოპროფესიონალები ფილმის ეპიზოდებს სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე იღებენ, სადაც სამხედრო თემატიკის სცენებისთვის სამხედრო ტექნიკა იქნება გამოყენებული. „პროექტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება – ფილმის საქართველოში დასახარჯი ბიუჯეტი, ჯამში, […]

ანტონ ობოლაშვილი – დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს, ჩვენი მოსახლეობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ჩვენი წარმატების და ევროპული მომავლის საწინდარია

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალციხეში, ასპინძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. დელეგატმა, ასევე შეხვედრა გამართა ქალაქ ვალეში. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე. შეაჯამა სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები. „დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს, ჩვენი მოსახლეობა […]

ხობში სადღესასწაულო ღონისძიება „მე მიყვარს ხობი“ ჩატარდა

ხობში სადღესასწაულო ღონისძიება „მე მიყვარს ხობი“ ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, კულტურის სასახლის დიდ დარბაზში საზეიმო ღონისძიებაზე 2024 წლის ხობის საპატიო მოქალაქეთა, ღვაწლმოსილ პედაგოგთა და წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. „ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის, აქტიური და სამაგალითო საზოგადოებრივი საქმიანობისა და პროფესიულ სფეროში წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, ხობის […]

აკაკი ალადაშვილი – საბურთალოს რაიონის მოსახლეობა ყოველდღიური შეხვედრებისას, მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს „ქართული ოცნების“ გუნდის მიმართ

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ყაზბეგის N17-19-ისა და იოსებიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ქვეყანაში მშვიდობის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მოსახლეობა გაეცნო „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებს. „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის, შემდეგ „ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის განვითარებისათვის და წინსვლისთვის. ჩვენი, მთავარი ამოცანაა, […]

გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ნიკორწმინდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ნიკორწმინდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა თუ რამდენად აუცილებელია ამომრჩევლის ჩართულობა საარჩევნო პროცესში. „ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და ერთობლივად განიხილეს მათი დროულად და […]

მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს ჩატარდება

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, პროევროპელი მაია სანდუ ლიდერობს, თუმცა, პირველივე ტურში გამარჯვება ვერ შეძლო. 20 ოქტომბერს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად სანდუმ ვერ მიიღო გამარჯვებისთვის საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოქმების 98,38%-ის შედეგებით, სანდუს ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 41,98%-მა. 26,31%-ით მეორე ადგილზეა პრორუსული ორიენტაციის სოციალისტური პარტიის კანდიდატი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ […]

ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ახლადრეაბილიტირებული სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა გახსნეს. სკოლა გათვლილია 800 მოსწავლეზე. პროექტის ღირებულება, რომელიც სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ” განახორციელა, 8 მილიონ […]

მოლდოვურმა არჩევნებმა გამახსენეს NDI ან IRI-ს ბოლო წლების გამოკითხვები, სადაც ქართველი რესპონდენტები ერთდროულად აფიქსირებენ პატრიარქის მიმართ 90%-იან სიმპათიას, ხოლო მხოლოდ 16%-ს აღელვებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა

მოლდოვურმა არჩევნებმა გამახსენეს NDI ან IRI-ს ბოლო წლების გამოკითხვები, სადაც ქართველი რესპონდენტები ერთდროულად აფიქსირებენ პატრიარქის მიმართ 90%-იან სიმპათიას, ხოლო მხოლოდ 16%-ს აღელვებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მოლდოვაში ჩატარებული არჩევნებისა და რეფერენდუმის წინასწარ შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ქართველიშვილი წერს, არჩევნების შედეგებმა NDI -სა და IRI-ს მიერ ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები […]

მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს! ეს გვითხრეს გუშინ მოლდოვიდან და ამას იტყვის ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს!”

„მოლდოვის არჩევნები სერიოზულ გავლენას იქონიებს ქართველ ხალხზე. ვისაც ჯერ კიდევ არ სჯეროდა ომის პოლიტიკის ნეგატიური გავლენის ქვეყანაზე, მოლდოველი ხალხის არჩევანის შემდეგ ამაში მარტივად დარწმუნდება,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და მოლდოვაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის წინასწარ შედეგებს აფასებს. როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, მოლდოვაში დასავლეთის ლობისტების ძალისხმევის მიუხედავად, მათმა დღევანდელმა პოლიტიკამ მაინც […]

“წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ასეა ამათი დღევანდელი საქმე” – კახა კალაძე ოპოზიციაზე

“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან, არანაირი რესურსი მხარდაჭერის და თანადგომის არ გააჩნიათ. კალაძეს მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ოპოზიციას „შესაბამის ადგილს მიუჩენს”. “ეს ადამიანები პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან, მხარდაჭერისა და თანადგომის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. რაღაც თავისი წრე ადამიანების ჰყავთ, რომლებიც ბევრი კომპრომატებით, ბულინგით, შეურაცხყოფით […]