სადამკვირვებლო მისიიდან „ჩემი ხმა“ არჩევნებს 1800 ადამიანი დააკვირდება

21 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე „ჩემი ხმის“ სპიკერმა ლონდა თოლორაიამ თქვა, რომ სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამკვირვებელთა რეგისტრაცია დაასრულა. მისი ინფორმაციით, დარეგისტრირდა 4200 ადამიანი, რომელთაგან არჩევნებს 1800 დააკვირდება. „ჩვენი დამკვირვებლები და მობილური ჯგუფები არჩევნებს დააკვირდებიან ყველა საარჩევნო ოლქში. ჩვენ კოორდინირებული ვართ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად უზრუნველვყოთ თითოეული ამომრჩევლის ხმის დაცვა. აქვე დავაანონსებთ, რომ 25 […]

გავლენიანი თურქი რელიგიური ლიდერი ფეთულა გულენი გარდაიცვალა

გავლენიანი თურქი რელიგიური ლიდერი, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის დიდი ხნის მოწინააღმდეგე მუჰამედ ფეთულა გულენი 83 წლის ასაკში, აშშ-ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საერთაშორისო მედიის ცნობით, მისი გარდაცვალების შესახებ ცნობები ეფუძნება X-ზე გამოქვეყნებულ პოსტს მედიაორგანიზაცია Herkul-ის მიერ, რომელიც მიჩნეულია გულენთან და მის მიმდევრებთან დაკავშირებულად და ხშირად აქვეყნებდა იმამის ქადაგებებს. გულენი საყოველთაოდ ითვლებოდა თურქეთის მეორე ყველაზე გავლენიან ადამიანად, […]

ფიროსმანის ქუჩაზე მოკლულ ტატო ფირცხალაიშვილის თანმხლებ პირს, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაიჭრა, ოპერაცია ჩაუტარდა

ფიროსმანის ქუჩაზე მოკლულ ტატო ფირცხალაიშვილის თანმხლებ პირს, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაიჭრა, ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც კლინიკა „ჰელისკორის“ ქირურგიული განყოფილების უფროსმა, გიორგი გოგოლაძემ განმარტა, დაჭრილია ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და იმ შემთხვევაში, თუკი, მდგომარეობა არ გართულდება, მას კლინიკიდან 2-3 დღეში გაწერენ. „პაციენტი გუშინ საღამოს შემოიყვანეს, ცეცხლნასროლი ჭრილობები ჰქონდა მარცხენა წვივის და ქუსლის არეში. ორივე სეგმენტზე ოპერაციული ჩარევა ჩაუტარდა […]

ლევან მგალობლიშვილი ზუგდიდში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან,„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატ დავით კოდუასთან, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის წევრებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებსა და ომის ვეტერანებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა მათთან აქტიური კომუნიკაციის აუცილებლობაზე. […]

“ნაპოლიში” კვარაცხელიას რეალური ხელფასი ესაა” – Gazzetta dello Sport-მა სხვა ციფრები დაასახელა

იტალიურმა Gazzetta dello Sport-მა “ნაპოლიში” ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი დაასახელა. ეს თემა ბოლო რამდენიმე თვეა აქტუალური განსაკუთრებით გახდა. “პარტენოპეი” ქართველის წარმომადგენლებს ახალ კონტრაქტზე და ანაზღაურებაზე ვერ უთანხმდება. აქამდე ცნობილი იყო, რომ ჩვენებური 1,7 მილიონს, გადასახადების გადახდის შემდეგ კი 1,2 მილიონს გამოიმუშავებდა. Gazzetta dello Sport-ს თუ დავუჯერებთ, ხვიჩა 1,8 მილიონს გამოიმუშავებს, რასაც ბონუსები ემატება და ახლა “ნაპოლი” […]

EU-ის 13 ქვეყანა: იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება არჩევანი ევროპული მომავლის სასარგებლოდ

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დღევანდელი ხელისუფლების კურსით, ქვეყანა გაერთიანების წევრი ვერ გახდება. “საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დეფაქტო შეჩერება გამოიწვია. შესაბამისად, ერთი რამ ცხადია: საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან […]

“ჩემი ხმა”: რეგისტრაცია დასრულდა, არჩევნებს 4 200 დამკვირვებელი დააკვირდება

სადამკვირვებლო მისიამ “ჩემი ხმა” დაასრულა დამკვირვებელთა რეგისტრაცია. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრაცია 4 200-მა დამკვირვებელმა გაიარა. მათ ჩაუტარდათ 50-მდე ტრენინგი და ეს პროცესი ამჟამადაც გრძელდება. “ჩემი ხმის” დამკვირვებლები და მობილური ჯგუფები არჩევნებს ყველა საარჩევნო ოლქში დააკვირდებიან. “ჩვენ ასევე კოორდინირებული ვართ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად უზრუნველვყოთ თითოეული მოქალაქის ხმის დაცვა” – აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.

შური იძია… – ცნობილია თბილისში მოკლული ახალგაზრდის ვინაობა

ე.წ. მალაკნების ბაზრის მიმდებარედ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, შემთხვევა წუხელ, დაახლოებით, 20:00-21:00 საათზე მოხდა. მოკლულია 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილი. ასევე, დაჭრილია მისი თანმხლები პირი, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. თვითმხილველის განმარტებით, შავი ფერის მანქანა მოძრაობის წესების დარღვევით გზის მეორე მხარეს გადავიდა და ახალგაზრდა ბიჭს გამიზნულად დაეჯახა. „გიჟივით შემოიჭრა წრეზე, ისეთი […]

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს ჩატარდება

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუსა და ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრე სტოიანოგლო დაუპირისპირდებიან, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ანგელა კარამანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ 11 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ ორ კვირაში მეორე […]

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება. იმპიჩმენტის მოთხოვნის დოკუმენტს მმართველი გუნდის 81 წევრი აწერს ხელს. დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და დაადასტურა. „ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს […]