გურამ მაჭარაშვილი – მოლდოვას მაგალითი ნათელი დადასტურებაა, რომ სამწუხაროდ, ხალხს არავინ არაფერს ეკითხება – ევროკავშირს და უცხოურ ძალებს, რომელთაც სურთ, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებაში მათი წარმომადგენლები იყვნენ, ხალხის მოსაზრება არ აინტერესებთ!

მოლდოვას მაგალითი ნათელი დადასტურებაა, რომ სამწუხაროდ, ხალხს არავინ არაფერს ეკითხება – ევროკავშირს და უცხოურ ძალებს, რომელთაც სურთ, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებაში მათი წარმომადგენლები იყვნენ, ხალხის მოსაზრება არ აინტერესებთ! – ასეთია უმრავლესობის დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის შეფასება მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით როგორც მაჭარაშვილმა განმარტა, ამტკიცებდნენ, რომ მოლდოვას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერდა მხარს, რეალური სურათი კი […]
Euronews – საქართველოსთვის სტუმარმასპინძლობა სიყვარულით გაჯერებული შრომაა

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებას პირველად უმასპინძლა, რაც ევროპული მაუწყებლობის, „Euronews”-ის ობიექტივში მოექცა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ეწვივნენ სხვადასხვა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, როგორებიც არიან: „Forbes“, „Bloomberg“, „Euronews“, „Conde nast traveler“. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჟურნალისტები ღონისძიების გაშუქების პარალელურად, საქართველოს ტურისტულ პოტენციალსაც გაეცნენ. „Euronews“-ის ჟურნალისტი, ლოტი […]
ანა კობახიძე – მივმართავთ საარჩევნო ადმინისტრაციას, უზრუნველყოს ინფორმაციის მოწოდება, რომელ ლოკაციებზე იქნება განთავსებული საწყობები, სადაც უბნისთვის საჭირო აპარატურა განთავსდება

ცესკო-ს წევრი ოპოზიციიდან, ანა კობახიძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს და მათ ცესკოს-მ პასუხისმგებელი პირების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს, რომლებიც არჩევნებზე ტექნოლოგიების გამართვას უზრუნველყოფენ. მისივე თქმით, ეს „პროცესს გამჭვირვალეს გახდის“. „მივმართავთ საარჩევნო ადმინისტრაციას, ჩვენთვის, როგორც კომისიის წევრებისთვის და ჩართული მხარეებისთვის, უზრუნველყოს ინფორმაციის მოწოდება ქვემოთ ჩამოთვლილ მნიშვნელოვან საკითხებზე: ცესკო-დან პასუხისმგებელი პირების თაობაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ტექნოლოგიების: მთვლელი აპარატების, […]
ქალაქ ვანის წყალმომარაგების და წყალარინების ქსელის მშენებლობა იწყება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) შორის 80 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით, ქალაქ ვანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, აშენდება ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ სანიაღვრე სისტემებსაც. შესაბამის დოკუმენტს ხელი ვანის მერიაში მოეწერა. „წყალმომარაგების მიმართულებით დაგეგმილია […]
თამარ კორძაია „ქართული ოცნების“ მხრიდან ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია „ქართული ოცნების“ მხრიდან ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს. მან ბრიფინგზე წარმოადგინა ვიდეომასალა, სადაც მისი თქმით, “ცალსახად და ნათლად დასტურდება ის, რომ “ფარმა სახლის” 50-ლარიანი ვაუჩერები სწორედ “ქართული ოცნების” შტაბში რიგდება. მისივე თქმით, ასევე, წარმოდგენილ ვიდეომასალაში “ფარმა სახლის” მოლარე ადასტურებს იმას, რომ ასეთი ვაუჩერებით ადამიანები აფთიაქში მიდიან, ანაღდებენ და […]
თბილისის მერია – თბილისს კიდევ ერთი საბაგირო გზა შეემატება, რომელიც თავისუფლების მოედანს თაბორის ქედთან დააკავშირებს

თბილისში კიდევ ერთი საბაგირო გზა ამოქმედდება, რომელიც თავისუფლების მოედანს და თაბორის ქედს დააკავშირებს. პროექტი, რომელიც საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა, დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი თაბორის ქედზე სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ მშენებლობას გაეცნენ, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. სტუმრებს ინფორმაცია […]
ჯემალ გამახარია – აფხაზეთში მოქმედი 6 ბანკი აპროტესტებს რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ ე.წ. შეთანხმებას, რომელიც დე-ფაქტო პარლამენტში იხილება და რომელიც აფხაზეთში რუსული ბანკების ფილიალების შექმნას გულისხმობს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, აფხაზეთში მოქმედი 6 ბანკი აპროტესტებს რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ ე.წ. შეთანხმებას, რომელიც დე-ფაქტო პარლამენტში იხილება და რომელიც აფხაზეთში რუსული ბანკების ფილიალების შექმნას გულისხმობს. როგორც გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა, შეთანხმების თანახმად, ინვესტიციების სანაცვლოდ აფხაზები ვერაფერს მიიღებენ, ამდენად, გამახარიას ინფორმაციით, დოკუმენტის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ „ეს არის კაბალური, დამამცირებელი და […]
NDI-მ საქართველოში არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაიწყო

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაიწყო. მათი ცნობით, დელეგაცია 22 პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერის, საარჩევნო ექსპერტისა და რეგიონის სპეციალისტისგან შედგება, რომლებიც ცხრა სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. დელეგაციის წევრები ექვს თემატურ გრძელვადიან ანალიტიკოსს შეუერთდებიან, რომლებმაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვება ივლისში დაიწყეს. დელეგაციას გაუძღვებიან ტომ მალინოვსკი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი და […]
თუ ჯერ კიდევ არ იცი ვის მისცე ხმა, ეს სტატია შენთვისაა

ყოველდღიურად ბევრნაირი არჩევანის წინაშე ვდგებით: რა ჩავიცვათ, რა ვჭამოთ, რა გზით გადავადგილდეთ, როგორ მოვექცეთ ირგვლივმყოფებს, რა მუსიკას მოვუსმინოთ, რა მოვიწონოთ სოციალურ ქსელებში… მალე კი ის დღეც დადგება, როცა მოგვიწევს ავირჩიოთ, მომდევნო 4 წელი როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. 2024 წელი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელია. 26 ოქტომბერს მხარი უნდა დავუჭიროთ იმ პარტიას რომელიც ყველაზე ახლოსაა ჩვენს მსოფლმხედველობასთან. […]
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრაქტიკაზე ინფორმაციას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია“. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, მათივე თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვებისას წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა. „მთავარ გამოწვევებს შორისაა: გაუარესებული კანონმდებლობა, მათ შორის საარჩევნო […]